
ლაგოდეხში ფესტივალი ჯონ-დირი ჩატარდება
28 ოქტომბერს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ცოდნისკარში, მერიის
მხარდაჭერით, ფესტივალი ,,ჯონ-დირი“ გაიმართება. ღონისძიებები
ცოდნისკარში, საფეხბურთო მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, 12:00 საათზე
დაიწყება და 16:50 საათზე დასრულდება.
ფესტივალის აქტივობები ასეთია:
სპორტული აქტივობები:
ფესტივალის აქტივობები ასეთია:
- აგრომოტორსის ტექნიკის გამოფენა;
- ადგილობრივი ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა;
- ,,ღია კაფე’’ - ადგილობრივი ქართული ღვინის, ჩირის, ჩაის, თაფლისა და ლუდის გამოფენა-გაყიდვა;
- საბავშვო გასართობი პოგრამები - ანიმატორის და ანიმაციური გმირების მონაწილეობით;
სპორტული აქტივობები:
- ფეხბურთი
- ნარდი
- მკლავჭიდი
- გამარჯვებული გუნდის და სპორტსმენების დაჯილდოების ცერემონია.
- 13:00 საათიდან 15:00 საათამდე კონცერტს გამართავს - ანდრია გველესიანი და ბენდი.
მასალის გამოყენების პირობები