ძაღლების ცოცხლად დაწვა, ჩაქუჩებით დახოცვა და გაქრობა - რაში ადანაშაულებენ მიუსაფარ ცხოველთა მართვის სააგენტოს
სოციალურ ქსელში გავრცელებულმა ინფორმაციამ, რომ კახეთის „მიუსაფარ ცხოველთა მართვის სააგენტოს“ გურჯაანის ინტერმუნიციპალურ ცენტრში ცხოველებს კრემატორიუმში ცოცხლად წვავენ და ჩაქუჩის გამოყენებით კლავენ, საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია. ამასთან, ცხოველთა უფლედამცველები გურჯაანის თავშესაფარს ძაღლებისთვის ლოკაციის უკანონოდ შეცვლასა და საჯარო ინფორმაციის დაფარვაში ადანაშაულებენ.

თავდაპირველად, აღნიშნული ინფორმაცია საზოგადოებისთვის ცნობილი მაშინ გახდა, როდესაც ცხოველთა უფლებადამცველმა, მოყვარულმა ქეთა ხვიჩიამ 23 ოქტომბერს პირად ფეისბუქ-გვერდზე გაავრცელა ინფორმაცია დაკარგული ძაღლისა და მისი ლეკვების შესახებ. ფეისბუქ-პოსტს თან ახლავს სამი აუდიოჩანაწერი.

ქეთა ხვიჩიას ინფორმაციიდან ცნობილი ხდება, რომ მონიტორინგის ცენტრში გადაყვანილი იყო ძაღლი ლეკვთან ერთად. მონიტორინგის თანამშრომლისა და ქეთა ხვიჩიას საუბრის პირველი ჩანაწერიდან ირკვევა, რომ დაგეგმილი იყო ძაღლის გასტერილება და მისი იმავე ლოკაციაზე დაბრუნება, საიდანაც ის აიყვანეს. შემდეგ ჩანაწერში საუბარია იმაზე, რომ ძაღლი, დაახლოებით, ერთ კვირაში უნდა დაებრუნებინათ, თუმცა ძაღლისა და მისი ლეკვების დაბრუნება აღნიშნულ ლოკაციაზე არ მოხდა. მონიტორინგის პასუხის თანახმად, რომელიც მესამე აუდიჩანაწერშია, შემოვიდა მოქალაქეთა განცხადებები დაკბენის ფაქტებთან დაკავშირებით, რის გამოც ძაღლი არ დააბრუნეს იმავე ლოკაციაზე და აპირებდნენ მისთვის ადგილისშეცვლას.

Speqtri.ge-სთან საუბარში, ქეთა ხვიჩია განმარტავს, რომ ინფორმაცია ძაღლის აგრესიულობასთან ანდაც ადამიანების დაკბენასთან დაკავშირებით, არ შეესაბამება სიმართლეს, რადგან მონიტორინგის ცენტრს არ გააჩნია მტკიცებულებები ექსპერტიზის დასკვნის სახით.

როგორც ის გვიყვება, სოციალურ ქსელებში განგაში მას შემდეგ ატეხა, რაც ახტლის ტერიტორიიდან, ღვინის ფესტივალის ჩატარების დღეს, მის მიერ მიკედლებული ძაღლები გაუჩინარდნენ.

„პირველ რიგში, გეტყვით იმას, რომ კრემატორიუმი სრულად კონტროლის გარეშეა. არ აქვთ კამერა. პირდაპირი ვალდებულება აქვს გარემოს დაცვას ან უშიშროებას, რომ აკონტროლოს კრემატორიუმი. კამერა არ არსებობს. ეს არის კუსტარული კრემატორიუმი. გვაქვს შიდა ინფორმაცია, რომ ცოცხლად და სრულად უკონტროლოდ წვავენ ძაღლებს. ევთანაზიის უფლებაც რამდენად აქვთ, როცა არც კინოლოგი ჰყავთ და არც შესაბამისი კადრები?

2023 წლის ღვინის ფესტივალზე გაქრნენ ჩემი მიკედლებული ძაღლები, რომლებიც მე იქ გავასტერილე. ასევე, გაქრნენ ბირკიანი ძაღლები, რომლებიც გადმოვიყვანე დაუსახლებელი ტერიტორიიდან. ვრეკავდი [მონიტორინგის ცენტრში], არ მპასუხობდნენ იმიტომ, რომ ქოლ-ცენტრი არ მუშაობს. ეს კიდევ ერთი დარღვევაა. ორშაბათს მიპასუხეს და მეუბნებიან, რომ დიახ, ჩვენ ავიყვანეთ ძაღლები იმიტომ, რომ ხალხი არ შეწუხებულიყო და დავაბრუნებთო. მაშინვე გავედი ტერიტორიაზე, დავურეკე ბრიგადას, რომელსაც გადმოჰყავდა ძაღლები. აღმოჩნდა, რომ ისინი ჩამოსვეს არა გურჯაანში, არამედ - ყვარელში. მეორე ბრიგადა მოვიდა და ჩამოსვა მხოლოდ ერთი ძაღლი. მანქანას გავყევი ჩართული ლაივით და დავბრუნდით რამდენიმე საათის შემდეგ ისევ ახტალაზე. ისევ ჩამოსვეს აქ ერთი ძაღლი, მაგრამ ჩემი ძაღლები მე ვერ ვიპოვე.

მითხრეს, რომ ვერ მეტყოდნენ, სადწაიყვანეს ძაღლები. იმის მერე ხუთი დღე ვეძებე, მხოლოდ ერთი ლეკვი ვიპოვე ყვარლის შესასვლელში, ხიდზე გადაგდებული. შეუძლებელია, ძაღლს ამხელა მანძილი გაევლო, ხომ? როცა ერთ ტერიტორიაზე იყო და ყოველდღე დავდიოდი, ვკვებავდი ჩემი ხარჯებით. წამალი სჭირდება, ჭიაზე დამუშავება თუ რა სჭირდებოდა, ყველაფერს ვუკეთებდი. ნათქვამი მქონდა, რომ ამ ძაღლისთვის ხელი არ მოეკიდათ, რადგან მე მყავდა მიკედლებული.

ამის შემდეგ დამიკავშირდა ძალიან ბევრი ადამიანი, რომელთა ძაღლები სახლიდანაც გაიყვანეს. ადამიანებს ჰგონიათ, რომ ეს არის კეთილმოწყობილი თავშესაფარი და ძაღლებს ჰუმანურად ეპყრობიან. სამწუხაროდ, აღმოჩნდა, რომ უამრავი ძაღლი წაიყვანეს და გააქრეს. შემოვიდა ასეთი ინფორმაციაც, რომ ჩაქუჩებით კლავენ, როგორც საქონელს და ევთანაზიას არ აკეთებენ, მოუდუნებელი ძაღლები შეჰყავთ ცოცხლად კრემატორიუმში და წვავენ,“ - ამბობს ქეთა ხვიჩია.

8 ნოემბერს,თამაზ ელიზბარაშვილმა ფეისბუქ-გვერდზე გაავრცელა ინფორმაცია, რომ მისი ორგანიზაცია 20 000-ლარს გადასცემს ადამიანს, რომელიც გურჯაანის ცხოველთა თავშესაფრიდან გამოიტანს ცხოველების ცოცხლად დაწვის ვიდეომასალას.

„ჯილდო 20 000 ლარი მას, ვინც გურჯაანის ცხოველთა თავშესაფრიდან გამოიტანს ძაღლების ცოცხლად დაწვის ვიდეოკადრებს.

ჯილდო დააწესა ჩემმა ორგანიზაციამ საზოგადოებისათვის საშიშ დამნაშავეთა მხილების მიზნით, რათა ისინი წარსდგნენ მართლმსაჯულების წინაშე და დაისაჯონ კანონის სრული სიმკაცრით,“ - ვკითხულობთ პოსტში.

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, საინფორმაციო სააგენტო Speqtri.ge დაუკავშირდა „მიუსაფარ ცხოველთა მართვის სააგენტოს“ გურჯაანის ინტერმუნიციპალური ცენტრის დირექტორს, თეიმურაზ ზავრაშვილს. მისი თქმით, აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და წარმოადგენს ცენტრში მოქმედი სახელმწიფო პროგრამის წინააღმდეგ წარმოებულ კამპანიას.

„ეს ყველაფერი არის ერთი ორგანიზაცია, ორგანიზაციის ხელმძღვანელი არის ბატონი თემურ ლაჭყეპიანი, რომელსაც ოზურგეთში აქვს თავისი საკუთარი ორგანიზაცია - თავშესაფარი.

იგი ემსახურება, როგორც თვითონ ამბობს, 27 მუნიციპალიტეტს. ადრე ემსახურებოდა უფრო მეტს, მაგრამ შეიქმნა ჩვენი სააგენტო და შიდა ქართლში გამოაკლდა 12 მუნიციპალიტეტი, სადაც ის ადრე იგებდა ტენდერებს და რასაკვირველია, ასაზრდოებდა თავის ორგანიზაციას. ეს შემადგენლობა არის ამ ადამიანის. შემადგენლობაა, რომელიც, ფაქტობრივად, ებრძვის პროგრამას.

ჩვენ ვართ შექმნილი იმიტომ, რომ ქვეყანაში არის მეგა რაოდენობის მიუსაფარი ძაღლი. იმდენად დიდი პრობლემაა სახელმწიფოში, რომ ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, ჩამოეყალიბებინა რეგიონალური სამსახურები, რომლებიც ძაღლების და კატების პოპულაციაზეც იმუშავებდნენ. პირველად ჩვენი ორგანიზაცია ჩამოყალიბდა.
ეს არის სუფთა კომერციული თვალსაზრისიდან შექმნილი აჟიოტაჟი,“ - ამბობს თეიმურაზ ზავრაშვილი.

იგი ასევე ეხმაურება თამაზ ელიზბარაშვილის ორგანიზაციის მიერ ფულადი ჯილდოს დაწესებას.

„ოცი ათასი კი არა, ორმოცდაათი ათასი რომ დააწესოს, ელიზბარაშვილმა თანხა, ვინ რა ვიდეო უნდა მიუტანოს, რაც ბუნებაში არ არსებობს. მაშინ მანიაკების ხროვა უნდა იყოს აქ, რომ ცოცხალი ძაღლი მიიყვანოს და ჩააგდოს კრემატორიუმში. კრემატორიუმი მაგათ რა ჰგონიათ, რა მოცულობის არის, რომ იქ ძაღლების შეყრა შეიძლება? აბსოლუტურად გაუგებარი სიტუაციაა.

24 საათი ხალხი აქ იმისთვის არის, რომ ვიყოთ სანიმუშოები. ჩვენ ვართ გაეროს ერთადერთი ორგანიზაცია საქართველოში, რომელიც არის საპილოტე პროგრამაში და პირველები ჩავერთვეთ ელექტრონული მართვის სისტემაში.

გახსნის დღიდან, დაახლოებით 8000 -მდე ძაღლი გავასტერილეთ. დაახლოებით, 1000-მდე ძაღლი გვყავს განკურნებული,“ - ამბობს ზავრაშვილი.


ინტერმუნიციპალური ცენტრის დირექტორი კრემატორიუმის აუცილებლობაზეც საუბრობს და განმარტავს, რომ ის ბიოლოგიური ნარჩენების გასანადგურებლად გამოიყენება.

„მინდა ერთი შეკითხვა დავუსვა ლაჭყეპიანს და მის ამ, ეგრედ წოდებულ, საზოგადოებას, რომლებიც კრემატორიუმს ებრძვიან. თვითონ, რომ აკეთებენ ოპერაციებს, სად მიაქვთ ბიოლოგიური ნარჩენები? იმიტომ, რომ სულ ორი კრემატორიუმი არის - ერთი ჩვენ გვაქვს და ერთი გორს. ყოველი დღე როგორც მთავრდება ჩვენთან, დაწყებული ერთჯერადი ხელთათმანით, თვითონ საოპერაციოში ხალათები, პირბადე, ბამბა, ბიოლოგიური ნარჩენი, იგულისხმება ანაპარსი, აუცილებლად უნდა დაიწვას, განადგურდეს. ვისაც არ აქვთ [კრემატორიუმი] მიაქვთ და საყოფაცხოვრებო ნარჩენებში ყრიან, საყოფაცხოვრებო ნარჩენი მერე გადის საერთო ნაგავსაყრელზე, სადაც უამრავი ძროხა გინდა, ძაღლი გინდა დადის, ამით იკვებება და ჩვენ დიდ საფრთხეს გვიქმნის,“ - ამბობს ზავრაშვილი.

გურჯაანის ცხოველთა თავშესაფრის მიმართ ცხოველთა უფლებადამცველების მხრიდან არსებული ეჭვების პარალელურად იკვეთება ორი ძირითადი პრობლემა - მიუსაფარი ძაღლებისთვის ლოკაციის „უკანონო“ შეცვლა და არსებული საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, რასაც Speqtri.ge-სთან საუბარში ადასტურებს ცხოველთა უფლებადამცველი, ცხოველთა დაცვის ფედერაციის თავმჯდომარე თემურ ლაჭყეპიანიც.

მისი განცხადებით, თემურ ზავრაშვილის მიერ გაჟღერებული ინფრომაცია, პრობლემის კომერციული თვალსაზრისის შესახებ არ შეესაბამება სიმართლეს, რადგან მას, როგორც „ცხოველთა დაცვის ფედერაციის თავმჯომარეს“, ორგანიზაციის საქმიანობიდან გამომდინარე, არ გააჩნია კომერციული სახის ინტერესები. იგი განმარტავს, რომ თავად ტენდერებში მონაწილეობა არასდროს მიუღია, თუმცა თანამშრომლობდა სხვა კერძო კომპანიებთან, რომლებიც შემდგომში მონაწილეობდნენ სხვადასხვა ტენდერში.

„ჩვენ ვართ ცხოველთა უფლებების დაცვის ორგანიზაცია. ჩვენ არ ვართ თავშესაფარი. ჩვენი ორგანიზაციის წესდებით განსაზღვრულ მიზნებს წარმოადგენს ცხოველთა უფლებების დაცვა.

რა თქმა უნდა, ჩვენ ვუერთდებით ცხოველთა უფლებადამცველებს იმ აქტივობებში, რომელიც არის დაკავშირებული ცხოველთა უფლებების დაცვასთან და მათ შორის, იმ დარღვევებთანაც, რომელიც გააჩნია ამ თავშესაფარს [გურჯაანის ცხოველთა თავშესაფარი].“ - ამბობს თემურ ლაჭყეპიანი.

მისივე თქმით, მას არ გააჩნია უშუალო მტკიცებულებები გურჯაანის ცხოველთა თავშესაფარში ძაღლების ჩაქუჩით მოკვლასთან ანდაც მათი კრემატორიუმში ცოცხალდ დაწვასთან დაკავშირებით, თუმცა სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციიდან გამომდინარე, ეჭვები თავადაც გაუჩნდა.

„ის ეჭვები, რომელიც გავრცელდა, არ არის დამტკიცებელი. შეიძლება ცოცხლად წვავენ, შეიძლება მართლაც ჩაქუჩებით კლავენ. ამის ფაქტები არ გვაქვს, მაგრამ თუკი ასე არ ხდება, მაშინ გაასაჯაროონ პირდაპირ, რასაც ვითხოვ. გავაგზავნე წერილი - არანაირი პასუხი არ მოსულა.

ეს ითქვა სოციალურ ქსელში. არასდროს განმიცხადებია მკიცებით ფორმაში, რომ ჩაქუჩით კლავენ ან კრემატორიუმში ცოცხლად წვავენ ძაღლებს. ფაქტია, რომ სოციალურ ქსელში ამ თემაზე საუბრობენ.

მათ ინტერესებში უნდა იყოს, რომ გაასაჯაროონ თითოეული დოკუმენტი: რამდენი ძაღლი, საიდან შემოვიდა, რამდენს სტერილიზაცია გაუკეთა, რომელი მისამართებიდან შემოვიდა, რომელ მისამართებზე დააბრუნეს, ასევე თითოეული ბრძანების ასლი, ძაღლების დაჭერისა და გაშვების ვიდეოები გაასაჯაროონ. თუ არ იღებენ ვიდეოებს, ეს კიდევ ერთი დანაშაულია და ესეც უნდა განმარტონ. ყველანაირი დოკუმენტაცია, რაც გააჩნია თავშესაფარს უნდა გაასაჯაროონ. ეს საჯარო ინფორმაცია, როგორც ცხოველთა უფლებების დაცვის ორგანიზაციას, მოთხოვნილი მაქვს და ვერ მივიღე. შესაბამისად, ნებისმიერი ეჭვი, როგორც მოქალაქეს, შეიძლება გამიჩნდეს,“ - ამბობს ლაჭყეპიანი.

გარდა ამისა, ფედერაციის დირექტორის თქმით, არსებობს ფაქტები, რომ მიუსაფარი ძაღლებისთვის ლოკაციის შეცვლა უკანონოდ ხდება.

„ტყეებში ყრიან პირდაპირ. ერთ რაიონში იჭერენ ძაღლებს და უშვებენ სხვა რაიონში. ვერც უარყოფენ ამ ფაქტს. კახეთი არის გადავსებული უბირკო ძაღლებით. აკეთებენ მწირი რაოდენობით სტერილიზაცია-კასტრაციას და ორიენტირებული არიან ძაღლების გაქრობაზე გაურკვეველი მიმართულებით.

დედოფლისწყაროში კერძო სახლებიდან გამოიყვანეს ძაღლები. მოხუც კაცს ხელიდან გამოსტაცეს. ჩაიდინეს სისხლის სამართლის დანაშაული, რომელსაც ხელი დააფარა პოლიციამ. პოლიციაში შესული მეზობლების განცხადების საფუძველზე ძაღლის ჩამორთმევის უფლება არავის აქვს გარდა კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებისა. გავრცელდა ფაქტები, როდესაც იტაცებენ სახლიდან ძაღლებს და ამას ხელს აფარებენ თანამდებობის პირები. მოვითხოვ ყველას პასუხისგებაში მიცემას,“ - გვეუბნება თემურ ლაჭყეპიანი.

თემურ ლაჭყეპიანის საუბრიდან ცნობილი ხდება, რომ გურჯაანის ცხოველთა თავშესაფრის წინააღმდეგ რაიონულ სასამართლოში სისხლის სამართლის სარჩელი უკვე შეტანილია, თუმცა სხდომა ამ დრომდე ჩანიშნული არ არის.



| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით,
ადმინისტრაციულ ორგანოებში დასაქმებულთათვის 2024 წლის 3 იანვრიდან 5
იანვრის ჩათვლით დღეები უქმეებად გამოცხადდა. საქართველოს მთავრობის
ადმინისტრაციის ინფორმაციით, შესაბამის დადგენილებას
პრემიერ-მინისტრმა ხელი უკვე მოაწერა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, ადმინისტრაციულ ორგანოებში დასაქმებულთათვის 2024 წლის 3 იანვრიდან 5 იანვრის ჩათვლით დღეები უქმეებად გამოცხადდა. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შესაბამის დადგენილებას პრემიერ-მინისტრმა ხელი უკვე მოაწერა.
10:29 / 27.12.2023
საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრეზიდენტმა,
სალომე ზურაბიშვილმა, 8 მსჯავრდებული შეიწყალა.
საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, 8 მსჯავრდებული შეიწყალა.
11:54 / 26.12.2023
გურჯაანის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების გაერთიანებამ 37-ვე
საბავშვო ბაღის ყველა ჯგუფისთვის 22 დასახელების სათამაშო შეიძინა.
გურჯაანის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების გაერთიანებამ 37-ვე საბავშვო ბაღის ყველა ჯგუფისთვის 22 დასახელების სათამაშო შეიძინა.
09:55 / 26.12.2023
ა(ა)იპ
ა(ა)იპ "გურჯაანის დასუფთავების სამსახურმა " ქუჩების გადასარეცხი სპეცმანქანა შეიძინა.
16:55 / 21.12.2023
სამართალი
საქართველოს პარლამენტმა იუსტიციის სამინისტროს მიერ შემუშავებული ახალი პენიტენციური კოდექსი მიიღო.
13:45 / 19-12-2023
გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ არასრულწლოვანი შვილის მიმართ განხორციელებული გარყვნილი ქმედებების და გაუპატიურების ფაქტებზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.
11:27 / 07-12-2023
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, უწყების თანამშრომლებმა დააკავეს პირი, რომელმაც კახეთის რეგიონში, გაასაღა 16 ცალი ყალბი 100 აშშ დოლარიანი კუპიურა. დანაშაული 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
11:20 / 07-12-2023
ეკონომიკა
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თბილისი-საგარეჯოს 35 კმ-იან ჩაქროსნულ მაგისტრალზე, პირველი 4 კმ-იანი, 4 ზოლიანი მონაკვეთის (ვაზიანის შემოვლითი გზის) მშენებლობა დასრულდა და გზის ამ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტი უკვე მოძრაობს.
12:43 / 08-12-2023
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, წელს, მუციპალიტეტის მასშტაბით, 26 527 400 ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება, რომელთა რაოდენობა, ჯამში 119-ია.
10:16 / 20-11-2023
სხვა ამბები
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ილია ღუდუშაურის განცხადებით, ყველა იმ ადამიანს, ვისაც სახელმწიფო, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებს გარკვეული ლიმიტების ფარგლებში უფინანსებდა, 2024 წლიდან, სრულად, მთელი წლის კურსს დაუფინანსებს.
16:14 / 21-12-2023
ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვვის სამინისტროს განცხადებით, ზოგიერთი მედიკამენტი აფთიაქებში იმპორტის ფასთან შედარებით, 32-ჯერ ძვირად, ზოგ შემთხვევაში კი 1000, 2000 და 3000-პროცენტიანი ფასნამატით იყიდება. კერძოდ, საუბარია მედიკამენტებზე, რომლებზეც რეფერენტული ფასი ჯერ არ მოქმედებს.
13:27 / 20-12-2023
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება საქმეზე „მატკავა და სხვები რუსეთის წინააღმდეგ“ (Matkava and Others v. Russia (no. 3963/18)). ევროპულმა სასამართლომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის (სიცოცხლის უფლება) დარღვევა დაადგინა და გიგა ოთხოზორიას ოჯახს არამატერიალური ზიანის სახით 130 000 ევროს კომპენსაცია მიანიჭა.
15:54 / 19-12-2023
საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ (ათეა), რიგით მეექვსე ეროვნული კონფერენცია გამართა და 2022-2023 წლის საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის (BPP) კონკურსში გამარჯვებული მუნიციპალიტეტები დააჯილდოვა. კახეთის რეგიონიდან ჯილდო ორმა მუნიციპალიტეტმა მიიღო.
15:53 / 18-12-2023
2023 წლის 14 დეკემბერი საქართველოს ისტორიაში საზეიმო დღედ იქცა. საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭა. ქართველი ხალხისთვის დიდი ხნის ოცნება რეალობად იქცა და ჩვენმა სახელმწიფომ ევროპული მომავლისკენ კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი გადადგა.
17:48 / 15-12-2023
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთში მცხოვრებმა ნიკა კუპრავიშვილმა ბაჰრეინში გამრთულ ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა. ბრძოლა წესების გარეშე ის 75 კილოგრამ წონით კატეგორიაში იბრძოდა და ე.წ. დაუმარცხებელ მებრძოლს, ხამზატ მააევს, ტექნიკური ნოკაუტით სძლია.
17:28 / 11-12-2023
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი -3 / 8 °C
img
საგარეჯო -4 / 7 °C
img
დ.წყარო -4 / 3 °C
img
სიღნაღი -4 / 9 °C
img
ლაგოდეხი -3 / 6 °C
img
ყვარელი -3 / 8 °C
img
თელავი -3 / 8 °C
img
ახმეტა -3 / 7 °C
img
კალენდარი

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.