გაიცანით თიბისის ბიზნეს დაჯილდოების ფინალისტები ნომინაციაში გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობისთვის
თიბისის პროექტ ბიზნეს დაჯილდოებას უკვე ჰყავს ფინალისტები, რომლებიც ჟიურიმ 400-ზე მეტ კანდიდატს შორის შეარჩია. ნომინაციაში „გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობისთვის“ ფინალისტები არიან „პეტიტ ბაზარი“, „ბაბალე“ და „ტენე“.

კომპანია„პეტიტ ბაზარი“, რომელიც 2022 წლის 1 ივნისს გაიხსნა, არის ინოვაციური კონცეფციის ადგილი ბავშვებისა და მშობლებისთვის, სადაც გაერთიანებულია საბავშვო მაღაზია და შემოქმედებით-შემეცნებითი სივრცე ეზოთი, მთავარი აქცენტით ადგილობრივ, ეკო-მეგობრულ წარმოებასა და ინკლუზიურ გარემოზე. დღეს მაღაზიაში იყიდება ადგილობრივი მეწარმეების ნარჩევი საბავშვო პროდუქცია ავეჯით, დეკორით და სათამაშოებით დაწყებული, აქსესუარებითა და წიგნებით დამთავრებული.

„პეტიტ ბაზარს“ აქვს შემოქმედებითი და შემეცნებითი წრეები, სადაც გაკვეთილებს იგივე მეწარმეები ატარებენ, წრეები ბავშვების თავისუფალი წარმოსახვის უნარის განვითარებას, სხვადასხვა ხელობების სწავლებას, ბუნებისა და ეკოლოგიის მიმართ მგრძნობელობის გაზრდას ემსახურება.

„სულ წელიწადნახევრის წინ გაიხსნა „პეტიტ ბაზარი“ და ძალიან გვიხარია რომ უკვე შეგვამჩნია თიბისიმ. პირველ რიგში იმიტომ ვმონაწილეობთ ბიზნეს დაჯილდოებაში, რომ ჩვენი კომპანიის ხილვადობა გავზარდოთ.

ჩვენი დევიზია „მეტი ვიდრე მაღაზია“, დაარსების დღიდან ვცდილობთ ეს დევიზი ჩვენი საქმიანობის ქვაკუთხედად ვაქციოთ.კომპანია ცდილობს იყოს მეტი ვიდრე მაღაზია სოციალური განზომილებით, მეტი ვიდრე მაღაზია გარემოს დაცვითი ინიციატივებით, მეტი ვიდრე მაღაზია ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობით, ქალთა გაძლიერებით,“ - ქეთი მესხი „პეტიტ ბაზარის“ დამფუძნებელი.

„პეტიტ ბაზარი“უკვე აერთიანებს 150-ზე მეტ ადგილობრივ მეწარმეს, რომელთა 80 პროცენტს ქალები წარმოადგენენ და რომელთათვისაც კომპანია დამატებით შემოსავალს ქმნის.
მეორე ფინალისტი კომპანია სოციალური საწარმო „ბაბალეა“, რომელიც სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვების მშობლებმა 9 წლის წინ სწორედ სოციალური პასუხისმგებლობის მიზნებისთვის დაარსეს. კომპანია „ბაბალე“ დაუნის სინდრომის მქონე ახალგაზრდების დასაქმების და დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნითდაფუძნდა. წლების გამოცდილებამ აჩვენა, რომ დასაქმებამდე ახალგაზრდებს ესაჭიროებათ ხანგრძლივი და რუტინული მხარდაჭერა უნარების განვითარებაში, რათა მომავალში შეძლონ სრულფასოვანი დასაქმება.

„გარდა იმისა რომ ბიზნესის მიმართულებას ვავითარებთ და ადამიანების დასაქმებას ვუწყობთ ხელს, ამ საქმიანობამ დაგვანახა, რომ ადვილი არ არის ისეთი ადამიანების დასაქმება, ვისაც ინტელექტუალურად შეზღუდული შესაძლებლობები აქვს, ამიტომ შევქმენით პროგრამა, რომელიც იწყება 12 წლიდან. ვიწყებთ პირველი საფეხურიდან, რომლის დროსაც მნიშვნელოვანია ბავშვმა გამოიმუშაოს ნატიფი მოტორიკა, რაც შემდეგ საქმიანობაში გამოადგება. ვეხმარებით პროფესიული ორიენტაციაშიც და ამ საფეხურზე ვთანამშრომლობთ სხვადასხვა საწარმოებთან. ჩვენი მიზანი არ არის, რომ ისინი მარტო „ბაბალეში“ დავასაქმოთ, ჩვენ მათ არჩევანის გაკეთებაში და უნარების გამომუშავებაში ვეხმარებით.

დაუნის სინდრომის მქონე ნებისმიერ ბავშვს შეუძლია ჩაერთოს ჩვენს პროგრამაში, თუმცა რაოდენობა შეზღუდული გვაქვს, რადგან „ბაბალე“ თავისი შემოსავლებიდან აფინანსებს ამ ბავშვების განათლებასა და განვითარების ხელშეწყობას,“ - ლია ტაბატაძე „ბაბალეს“ დამფუძნებელი.

ამ ეტაპზე „ბაბალეში“ სრულფასოვნად დასაქმებულია 4 დაუნის სინდრომის მქონე ახალგაზრდა, ხოლო 16 მოზარდი გადის წინა პროფესიულ მომზადებას.
მესამე ფინალისტი კომპანია „ტენეც“გამორჩეულია თავისი სოციალური პასუხისმგებლობით.

კომპანიამ, რომლის მიზანსაც გარემოზე ზრუნვაწარმოადგენს, უარი თქვა პირველადი პლასტმასის მასიურ გამოყენებაზე და მის ნაცვლად წარმოების პროცესში დანერგა მეორადი ბოთლის თავსახურების გამოყენება. მოსახლეობაში ნარჩენების შეგროვება-დანაწევრების კულტურის გასავითარებლად წამოიწყო აქციები, რომლის ფარგლებშიც ყველა, ვინც 50 ბოთლის თავსახურს შეაგროვებდა, სანაცვლოდ მიიღებდა 1 USB სადენს.
ელექტრონული ნარჩენის მზარდი პრობლემის მიმართ ცნობიერების ასამაღლებლად და მის შესამცირებლად ტენემ მეორე აქციაც წამოიწყო, რომლის ფარგლებშიც ადამიანები აბარებენ დაზიანებულ USB სადენს და სანაცვლოდ ახალს იღებენ. დაზიანებულს კი კომპანია მეორე სიცოცხლეს ჩუქნის, შეაკეთებს და მიმოქცევაში აბრუნებს, როგორც მეორადი მოხმარების ნივთს.

პლასტმასით დაბინძურების შესამცირებლად ბოთლის თავსახურებთან ერთად ტენემ დაიწყო ბოთლის ტარის ჩაბარებაც, რომელსაც მართალია წარმოებაში თავად არ იყენებს, ამიტომ გადაეცემა სხვა გადამამუშავებელ კომპანიებს, ასევე ბოთლების ჩაბარების გასამარტივებლად შეიქმნა„ბოთლიყლაპია“ აპარატი და მისი აღრიცხვის ელექტრონული სისტემის ქართული ვარიანტი.

„ტენემ“ ხმარებიდან ამოიღო კაბელის ლამინირებული შეფუთვა, რისი გადამუშავებაც შეუძლებელია საქართველოში და მის ნაცვლად შემოიღო მეორადი მუყაოსგან დამზადებული კრაფტ შეფუთვები.
„თიბისის ბიზნეს დაჯილდოებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ბიზნესისთვის, რომც ვერ გავიმარჯვოთ, ეს უკვე დიდი აღიარებაა. თიბისი ძალიან დაგვეხმარება ცნობადობის ამაღლებაში და ინფორმაციის გავრცელებაში. ჩვენს სფეროში კონკურენცია დიდია, მართალია არ გვყავს პირდაპირი კონკურენტები ანუ საქართველოში, „ტენეს“ გარდა, USB კაბელებს, არავინ აწარმოებს, მაგრამ არსებობს ბევრი კომპანია, რომელსაც შემოაქვს მზა კაბელები უცხოეთიდან. ჩვენი საკუთარი სადისტრიბუციო ქსელის შექმნით მოვახერხეთ და 3500 მაღაზიაში შევიტანეთ ჩვენი პროდუქცია, მიუხედავად ამისა, არიან მომხმარებლები რომლებიც არჩევანს ქართული წარმოების პროდუქტზე არ აკეთებენ, გარკვეული სტიგმა არსებობს, რომლის მიხედვითაც საქართველოში წარმოებული პროდუქცია ხარისხით ჩამოუვარდება შემოტანილს. ეს სტიგმა აფერხებს ჩვენი ბიზნესის განვითარებას, იმედი გვაქვს, თიბისის ბიზნეს დაჯილდოებაში მონაწილეობა დაგვეხმარება ამ სტიგმის დაძლევაში,“ – სანდრო ლილუაშვილი „ტენეს“ დამფუძნებელი.

გარემოში სასათბურე აირების გამოფრქვევის შესამცირებლად „ტენეს“წარმოება სრულად განახლებად ენერგიაზე - მზის პანელებზე გადავიდა.
საწარმო კიწეროვანის დევნილთა დასახლებაში გადაიტანეს, სადაც პირველ რიგში 2008 წლის ომის შედეგად იძულებით გადაადგილებული პირებს ასაქმებენ.


[R]

| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
თიბისიმ ახალი თაობისთვის ახალი პროექტი, „თიბისის განათლების სივრცე”
შექმნა. პროექტის ფარგლებში, საქართველოს ყველა რეგიონის სკოლებში
მრავალფუნქციური სივრცეების მოწყობა იგეგმება, სადაც მოსწავლეებს
შეეძლებათ დაკავდნენ მრავალფეროვანი, კლასგარეშე აქტივობებით და
გაიღრმავონ ცოდნა მათთვის საინტერესო მიმართულებით.
თიბისიმ ახალი თაობისთვის ახალი პროექტი, „თიბისის განათლების სივრცე” შექმნა. პროექტის ფარგლებში, საქართველოს ყველა რეგიონის სკოლებში მრავალფუნქციური სივრცეების მოწყობა იგეგმება, სადაც მოსწავლეებს შეეძლებათ დაკავდნენ მრავალფეროვანი, კლასგარეშე აქტივობებით და გაიღრმავონ ცოდნა მათთვის საინტერესო მიმართულებით.
16:02 / 07.03.2024
იანვრის წმინდა სავალუტო შემოდინებები წინა თვესთან შედარებით
გაუარესდა, თუმცა მაინც მაღალია. აღსანიშნავია, რომ გასულ თვეებში
კლების შემდეგ, სეზონური ფაქტორების გათვალისწინებით, მცირედით
გაუმჯობესდა მიგრაციის მაჩვენებელი, ისევე როგორც დაფიქსირდა
ფეროშენადნობების ექსპორტის გარკვეული აღდგენა.
იანვრის წმინდა სავალუტო შემოდინებები წინა თვესთან შედარებით გაუარესდა, თუმცა მაინც მაღალია. აღსანიშნავია, რომ გასულ თვეებში კლების შემდეგ, სეზონური ფაქტორების გათვალისწინებით, მცირედით გაუმჯობესდა მიგრაციის მაჩვენებელი, ისევე როგორც დაფიქსირდა ფეროშენადნობების ექსპორტის გარკვეული აღდგენა.
17:02 / 27.02.2024
თიბისი კაპიტალმა, 2024 წლის მაკროეკონომიკური მოლოდინები და 5
მთავარი თემა, ქართულენოვანი აუდიტორიის შემდეგ, საერთაშორისო
პარტნიორებს წარუდგინა.
თიბისი კაპიტალმა, 2024 წლის მაკროეკონომიკური მოლოდინები და 5 მთავარი თემა, ქართულენოვანი აუდიტორიის შემდეგ, საერთაშორისო პარტნიორებს წარუდგინა.
18:03 / 26.02.2024
თიბისი, მთელი საქართველოს მასშტაბით, ყველა მოსწავლეს მე-9-დან მე-12
კლასის ჩათლით, აძლევს შესაძლებლობას გაეცნოს და შეისწავლოს
ტექნოლოგიური პროფესიები სრული დაფინანსებით.
თიბისი, მთელი საქართველოს მასშტაბით, ყველა მოსწავლეს მე-9-დან მე-12 კლასის ჩათლით, აძლევს შესაძლებლობას გაეცნოს და შეისწავლოს ტექნოლოგიური პროფესიები სრული დაფინანსებით.
12:21 / 21.02.2024
სამართალი
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ა.ბ.
11:35 / 21-02-2024
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმერეთის რეგიონში სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
16:25 / 07-02-2024
ეკონომიკა
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10-04-2024
სხვა ამბები
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
00:46 / 18-04-2024
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებს.
23:54 / 17-04-2024
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის კანცელარიისკენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.
23:17 / 17-04-2024
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის (FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
22:29 / 17-04-2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპროტესტო აქციას ეხმაურება.
22:08 / 17-04-2024
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ ძამანაშვილმა, „საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი კრივში მოსწავლეთა შორის“ პირველი ადგილი დაიკავა. ის ასევე „საქართველოს 2023 წლის მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატის“ პირველი ადგილის მფლობელია.
13:43 / 25-03-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 14 / 27 °C
img
საგარეჯო 13 / 26 °C
img
დ.წყარო 10 / 22 °C
img
სიღნაღი 12 / 28 °C
img
ლაგოდეხი 13 / 23 °C
img
ყვარელი 14 / 27 °C
img
თელავი 13 / 26 °C
img
ახმეტა 13 / 27 °C
img
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.