საქართველოში შენარჩუნებული იქნება თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 13-14 თებერვალს
საქართველოში შენარჩუნებული იქნება თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი.
მათივე თქმით, ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში
+20-დან +25 გრადუსამდე მოიმატებს, ხოლო 15 თებერვლიდან დროგამოშვებით
ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი.
“კახეთში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა
13-14 თებერვალს დღის საათებში +21, +23 გრადუსი დაფიქსირდება. 15
თებერვალს კი ზოგან შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს, ჰაერის
ტემპერატურაც დაიკლებს.”-აცხადებენ სააგენტოში.
რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში ასევე თბილი და უნალექო ამინდი
იქნება, 15 თებერვალს კი მცირე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის
ტემპერატურა 13-14 თებერვალს დღისით +20, +22, ხოლო 15 თებერვალს +15,
+17 გრადუსი დაფიქსირდება.
მასალის გამოყენების პირობები