2024 წლის ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდებისთვის,
ასევე სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის 4 მარტს, 10:00 საათზე
დაიწყება და 4 აპრილს, 18:00 საათზე დასრულდება.
ინფორმაციას, აღნიშნულთან დაკავშირებით, განათლების, მეცნიერებისა და
ახალგაზრდობის სამინისტრო
ავრცელებს.
რეგისტრაცია 4 მარტიდან შესაძლებელი იქნება ვებგვერდზე:
online.naec.ge. მანამდე კი (რეგისტრაციის დღეს), როგორც
რეგისტრაციის პროცესის, ასევე გადახდის შესაძლო საშუალებების შესახებ
დეტალური ინფორმაციის მისაღებად გამოსაცდელები უნდა ეწვიონ შეფასებისა
და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდს
www.naec.ge-ის.
საგამოცდო ცენტრები კვლავ გაიხსნება:
თბილისში, რუსთავში,
თელავში, გორში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ოზურგეთში, ბათუმში,
ახალციხეში, ხულოსა და ამბროლაურში.
აბიტურიენტების საყურადღებოდ:
რეგისტრაციის პროცესი წელსაც რამდენიმეეტაპიანია:
- ძირითად ეტაპზე - 4 აპრილის 18:00 საათამდე გამოსაცდელმა უნდა
შეავსოს პირადი მონაცემები, აირჩიოს საგამოცდო ქალაქი, ჩასაბარებელი
საგნები. ამ ვადის ამოწურვის შემდეგ გამოსაცდელი გამოცდებზე ვეღარ
დარეგისტრირდება.
- საგნის შეცვლა ან დამატება, ასევე გამოცდის ენის შეცვლა
გამოსაცდელებს 15 აპრილის 18:00 საათამდე შეეძლებათ.
- საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანის
შესაძლებლობა კი მათ აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო
დღის ჩათვლით ექნებათ.
მასალის გამოყენების პირობები