25 აპრილის ჩათვლით გომბორი-თელავის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება
11-დან 25 აპრილის ჩათვლით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ27-კმ33 მონაკვეთზე
მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, ყველა სახის
ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება, - ინფორმაციას აღნიშნულთან
დაკავშირებით, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი
ავრცელებს.
მათივე ცნობით, სარეაბილიტაციო მონაკვეთი 8 მეწყერულ უბანს მოიცავს.
პროექტის ფარგლებში, გომბორის საუღელტეხილო მონაკვეთზე, მეწყერულ
უბნებზე განხორციელდება სადრენაჟე სისტემის მოწყობა და სუსტი
გრუნტების გამოცვლა. სამუშაოების სპეციფიკიდან გამომდინარე,
აუცილებელია საავტომობილო გზის დაჭრა 3-4 მეტრამდე, რაც ვერ
უზრუნველყოფს ავტოტრანსპორტის განვლადობას.
პროექტის ფარგლებში, ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე,
საერთო ჯამში, რეაბილიტაცია უტარდება 33.6 კმ-იან მონაკვეთს.
სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან 66 700 000 ლარით ფინანსდება.
როგორც გზების დეპარტამენტში განმარტავენ, დროის აღნიშნულ პერიოდში,
ავტოტრანსპორტი იმოძრავებს საერთაშორისო მნიშვნელობის
თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზის გავლით.
ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო
ზედამხედველობით და კოორდინაციით.
მასალის გამოყენების პირობები