რა ცვლილებებია სოციალური დახმარების პროგრამაში
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს სოციალური დახმარების პროგრამაში შესატან ცვლილებებს.
სოციალური სამსახურის უფროსის, სოფიო ქუმსიაშვილის განმარტებით, გამარტივდა დოკუმენტების წარდგენა, რომლის მიხედვითაც, მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ახალშობილის მშობლები ფინანსურ დახმარებას იღებენ ყოველ პირველ, მეორე და შემდგომ შვილზე.

აღსანიშნავია, რომ მერია კერძო დაზღვეულ პირებსაც დაეხმარება.

“სულ არის სამი ცვლილება განსახორციელებელი. ადრე გვეწერა, რომ აუცილებელი იყო წარმოდგენილი ყოფილიყო მშობლის რეგისტრაციის ადგილის შესახებ ცნობა. პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონი გვავალდებულებს, რომ ზედმეტი ინფორმაცია არ მოვითხოვოთ და სწორედ ამასთან დაკავშირებით, რადგან პროგრამაში წერია, რომ დახმარება გაიცემა 0-დან 1 წლამდე ასაკის გურჯაანის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ბავშვზე ამიტომ, საკმარისია მათ წარმოადგინონ ბავშვის რეგისტრაციის შესახებ დოკუმენტი.

მეორე ცვლილება ეს არის კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების გადაუდებელი დახმარების ქვეპროგრამაში შესატანი ცვლილება. აქ მთლიანად არის წარმოდგენილი ქვეპროგრამა თუმცა ცვლილება შეეხო მხოლოდ რამდენიმე მუხლს. ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია, რომ ბავშვი შეიძლება არ იყოს რეგისტრირებული გურჯაანის მუნიციპალიტეტში, მაგრამ საჭიროებდეს სასწრაფო გადაუდებელ დახმარებას და ასეთ შემთხვევაში მყისიერი დახმარების გაწევის შესაძლებლობა გვეძლევა თუ ეს ბავშვი ჩვენთან სამი თვის განმავლობაში მაინც ცხოვრობს. რა თქმა უნდა, ამას წარმომადგენელი დაადასტურებს.

მესამე ცვლილება მოიცავს სამედიცინო დახმარების თანადაფინანსების მეექვსე მუხლის პირველი პუნქტიდან მერვე პუნქტის ამოღებას, რაც საშუალებას მოგვცემს, რომ სამედიცინო დახმარების თანადაფინანსება გავუწიოთ ისეთ პირებს, ვისაც კერძო დაზღვევა აქვს იმიტომ, რომ  უფრო ხელშესახები იქნება მათთვის ფინანსური მხარდაჭერა და სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობა,” - განაცხადა საკრებულოს სხდომაზე სოფიო ქუმსიაშვილმა.

| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
გურჯაანის მუნიცპალიტეტში საზოგადოებრივი ტრანსპორტი 3 მაისიდან
ამოქმედდება. საკრებულომ დაამტკიცა ავტობუსების მოძრაობის 8 მარშრუტი,
მათ შორის 4 ქალაქ გურჯაანში და 4 სოფლების მიმართულებით.
გურჯაანის მუნიცპალიტეტში საზოგადოებრივი ტრანსპორტი 3 მაისიდან ამოქმედდება. საკრებულომ დაამტკიცა ავტობუსების მოძრაობის 8 მარშრუტი, მათ შორის 4 ქალაქ გურჯაანში და 4 სოფლების მიმართულებით.
14:36 / 01.05.2024
დღეს, 1 მაისს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა
გაიმართა, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტით (M3 კატეგორია)
მგზავრობის ტარიფისა და შეღავათების დადგენის, ასევე, მოძრაობის
მარშრუტის დამტკიცების შესახებ ისაუბრეს.
დღეს, 1 მაისს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტით (M3 კატეგორია) მგზავრობის ტარიფისა და შეღავათების დადგენის, ასევე, მოძრაობის მარშრუტის დამტკიცების შესახებ ისაუბრეს.
13:34 / 01.05.2024
პლენარული სხდომა, სადაც რუსულ კანონს მეორე მოსმენით, მუხლობრივად
განიხილავდნენ, რეგლამენტით გათვალისწინებულ დროს, 21:00 საათზე
დასრულდა და ხვალ, 1 მაისს 12:00 საათზე გაგრძელდება.
პლენარული სხდომა, სადაც რუსულ კანონს მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილავდნენ, რეგლამენტით გათვალისწინებულ დროს, 21:00 საათზე დასრულდა და ხვალ, 1 მაისს 12:00 საათზე გაგრძელდება.
21:31 / 30.04.2024
დღეს, 30 აპრილს, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU)
სტუდენტებმა ქუთაისში ევროპული მარში მოაწყეს და რუსული კანონი
გააპროტესტეს. მსვლელობა 17:30 საათზე დაიწყო.
დღეს, 30 აპრილს, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) სტუდენტებმა ქუთაისში ევროპული მარში მოაწყეს და რუსული კანონი გააპროტესტეს. მსვლელობა 17:30 საათზე დაიწყო.
19:33 / 30.04.2024
სამართალი
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ა.ბ.
11:35 / 21-02-2024
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმერეთის რეგიონში სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
16:25 / 07-02-2024
ეკონომიკა
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10-04-2024
სხვა ამბები
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
00:46 / 18-04-2024
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებს.
23:54 / 17-04-2024
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის კანცელარიისკენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.
23:17 / 17-04-2024
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის (FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
22:29 / 17-04-2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპროტესტო აქციას ეხმაურება.
22:08 / 17-04-2024
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ ძამანაშვილმა, „საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი კრივში მოსწავლეთა შორის“ პირველი ადგილი დაიკავა. ის ასევე „საქართველოს 2023 წლის მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატის“ პირველი ადგილის მფლობელია.
13:43 / 25-03-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 14 / 26 °C
img
საგარეჯო 15 / 26 °C
img
დ.წყარო 12 / 25 °C
img
სიღნაღი 14 / 27 °C
img
ლაგოდეხი 14 / 23 °C
img
ყვარელი 14 / 26 °C
img
თელავი 16 / 27 °C
img
ახმეტა 14 / 27 °C
img
კალენდარი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.