საძოვრების მართვის გეგმა და ნაყოფიერების ზრდა - რას გულისხმობს საპილოტე პროექტი სოფელ ნანიანში
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ნანიანში, პროექტის „მიწის დეგრადაციის ნეიტრალური ბალანსის (LDN) ეროვნული მიზნების მიღწევა დეგრადირებული საძოვრების აღდგენისა და მდგრადი მართვის გზით“ ფარგლებში, „მინდვრის დღე“ მოეწყო. ჩატარდა საინფორმაციო მედიატური, რომელშიც მონაწილეობდნენ ფერმერები, სოფლის განვითარების სააგენტოს კახეთის რეგიონის საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრების წარმომადგენლები და ჟურნალისტები.

მედიატურის მონაწილეებმა მიიღეს დეტალური ინფორმაცია სხვადასხვა თემებზე, მათ შორის საძოვრების დეგრადაციაზე, მათი ნაყოფიერების აღდგენისა და შენარჩუნების მეთოდებზე. მათ ასევე საშუალება ჰქონდათ პირადად დაეთვალიერებინათ საძოვრების გაუმჯობესების მექანიზმები.



ადგილზე პირუტყვის სწორი ძოვებისთვის ყველა შესაბამისი ინფრასტრუქტურაა მოწყობილი. საპილოტე საძოვრის პირველი უბანი ელექტროღობის საშუალებით, დაყოფილია 6 ნაკვეთად, ხოლო მეორე უბანი - 7 ნაკვეთად, რაც არის ყველაზე ეფექტური გზა საძოვრების ხარისხისა და პროდუქტიულობის შესანარჩუნებლად.

პროექტის ფარგლებში, შინამეურნეობებში ჩართულ ადგილობრივ მოსახლეობასთან თანამშრომლობით შემუშავდა ძოვების კალენდარი. კალენდარი განსაზღვრავს თითოეულ ნაკვეთზე ძოვების დაწყების და დასრულების თარიღებს, აგრეთვე პირუტყვის ოპტიმალურ რაოდენობას თითოეული ფართობისთვის.



„პროექტი მიმართულია მიწის ნეიტრალური ბალანსის მისაღწევად, ამიტომ სხვადასხვა ღონისძიებები შეიძლება განხორციელდეს.


საძოვრების აღდგენა და მდგრადი მართვა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გზა მიწის ნეიტრალური ბალანსის მისაღწევად. იმისათვის, რომ გაუმჯობესდეს ის დეგრადირებული საძოვრები, რომლებიც გვაქვს დღესდღეობით საქართველოში, იქ უნდა განხორციელდეს გარკვეული ღონისძიებები.



ერთ-ერთი მეთოდი არის საძოვრების მონაცვლეობითი გამოყენება, რომლის პილოტირებასაც ვაკეთებთ საქართველოს სამ რეგიონში და მათ შორის ნანიანშიც. ეს მეთოდი ხორციელდება ადგილობრივ მოსახლეობასთან და მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობით.


საწყის ეტაპზე, სამეცნიერო კვლევების საფუძველზე შემუშავდა საძოვრების მართვის გეგმა, რომელშიც ჩართული იყო საერთაშორისო ექსპერტიც, ეს იყო სამი წლის წინ და ამ სამი წლის განმავლობაში ხორციელდება სხვადასხვა პრაქტიკული ღონისძიებები,“ - განმარტავს კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის საველე ექსპერტი, ანზორ გაგოშიძე.



მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ფერმერებმა შეცვალონ დამოკიდებულება და ე.წ. უწყვეტი ძოვების პრაქტიკა. ამიტომ ტარდება ტრენინგები და დახმარების პროგრამები ადგილობრივი მოსახლეობისთვის, რათა მათ დამოუკიდებლად შეძლონ, საერთო სარგებლობაში არსებული საძოვრების სწორი მართვა.

პროექტის მრჩეველის თქმით, ძოვების მართვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა საძოვრების არასრული იდენტიფიკაციაა. საძოვრების იდენტიფიცირებით, კატეგორიზაციით, ფინანსური და სამართლებრივი გამოწვევების გადაჭრით, პროექტი მიზნად ისახავს შექმნას საძოვრების მართვის მდგრადი და ეკონომიკურად მომგებიანი მოდელი, რომელიც სარგებელს მოუტანს როგორც გარემოს, ასევე ადგილობრივ მოსახლეობას.



„რა თქმა უნდა პირველადი ინვესტიცია გარკვეულ თანხებთან არის დაკავშირებული. ჩვენი პროექტი ასევე მუშაობს ბიზნესმოდელების შემუშავებაზე. ამ ეტაპზე, ეკონომისტების ჯგუფი არის ჩართული და მსჯელობენ როგორ შეიძლება ინვესტიცია ჩაიდოს საძოვარში ისე, რომ მისი უკუგება იყოს შესაძლებელი.

ჩვენ ვაკეთებთ ხალხისთვის იმის დემონსტრირებას, რომ გარკვეული მცირე დანახარჯებით შესაძლებელია საძოვრის პროდუქტიულობის გაუმჯობესება ისე, რომ გაიზარდოს მიღებული შემოსავალი.

მნიშვნელოვანია და ერთ-ერთი პირველი ნაბიჯია საძოვრების იდენტიფიცირება. ამას ითვალისწინებს სწორედ ჩვენი კონცეფცია, რომელიც ამ პროექტის დახმარებით შემუშავდა, თუმცა კანონპროექტი ჯერ განხილვის ეტაპზეა.

დღეისთვის სამართლებრივად ტერმინი სოფლის საძოვარი არ არსებობს. ადგილობრივებს არაფორმალური წვდომა აქვთ საძოვრებზე. მოსახლეობას რომ ეს დაუკანონდეს, სწორედ ამას გვთავაზობს ეს კონცეფცია,“
-განმარტავს, პროექტის მრჩეველი ანა რუხაძე.



CENN-ის პროექტის მენეჯერი, ჯიმშერ კოშაძე ხაზს უსვამს ამ პროექტის მნიშვნელობას და აღნიშნავს: „საქართველოს ტერიტორიის 25% წარმოადგენს საძოვრები, რაც არის სასოფლო სამეურნეო სავარგულების 50%-ზე მეტი. ეს საძოვრები ადამიანის ჩარევით და გარემო კლიმატური პირობებით თუ ზოგადად კლიმატის ცვლილებით დეგრადირდება.

ამიტომ მნიშვნელოვანია მისი ნაყოფიერების შენარჩუნების მიზნით, მოხდეს მდგრადი მართვის პრაქტიკების დანერგვა. საძოვრების საკმაოდ დიდი რაოდენობა გვაქვს საქართველოში და ეს წარმოადგენს იაფ საკვებ ბაზას მესაქონლეობისთვის,“
-აღნიშნავს პროექტის მენეჯერი ჯიმშერ კოშაძე.

პროექტი „მიწის დეგრადაციის ნეიტრალური ბალანსის (LDN) ეროვნული მიზნების მიღწევა დეგრადირებული საძოვრების აღდგენისა და მდგრადი მართვის გზით“ ინიცირებულია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ და დაფინანსებულია გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) მიერ. პროექტს ახორციელებს გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO). აღმასრულებელი ორგანიზაციაა კავკასიის რეგიონულ გარემოსდაცვითი ცენტრი (REC Caucasus). პროექტის პარტნიორია CENN.

| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, პირადი ცხოვრების საიდუმლოს
ხელყოფის ფაქტზე 5 პირი ამხილა.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე 5 პირი ამხილა.
15:57 / 20.06.2024
თიბისი წარმოგიდგენთ გრეის ჰოპერის დაჯილდოებას, რომელიც
ტექნოლოგიებში ქალების ჩართულობის წახალისების მიზნით წელს უკვე
მეოთხედ იმართება. ჯილდოს მიზანია როგორც წარმატებული ქალების
აღიარება, ისე იმ პროგრამებისა და ორგანიზაციების წარმოჩენა, რომლებიც
ტექნოლოგიების სექტორში ქალების გაძლიერებას უწყობენ ხელს.
თიბისი წარმოგიდგენთ გრეის ჰოპერის დაჯილდოებას, რომელიც ტექნოლოგიებში ქალების ჩართულობის წახალისების მიზნით წელს უკვე მეოთხედ იმართება. ჯილდოს მიზანია როგორც წარმატებული ქალების აღიარება, ისე იმ პროგრამებისა და ორგანიზაციების წარმოჩენა, რომლებიც ტექნოლოგიების სექტორში ქალების გაძლიერებას უწყობენ ხელს.
14:48 / 19.06.2024
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, საპატრულო პოლიციის, თბილისის,
აჭარის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, გურიის, კახეთისა და იმერეთის
პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან
ერთად, ბოლო პერიოდში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 27 პირი დააკავეს, მათ შორის 15
ნარკორეალიზატორია, - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო
ავრცელებს.
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, საპატრულო პოლიციის, თბილისის, აჭარის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, გურიის, კახეთისა და იმერეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, ბოლო პერიოდში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 27 პირი დააკავეს, მათ შორის 15 ნარკორეალიზატორია, - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
14:47 / 19.06.2024
დრამის ლაბორატორია, რომლის ხელმძღვანელიც მსახიობი ნანუკა
ხუსკივაძეა, გურჯაანში მასტერკლასებს ჩაატარებს სამსახიობო
ხელოვნებაში. აღნიშნული პროექტი გურჯაანის კულტურის ცენტრის
დირექტორის, ბექა სონღულაშვილის ინიციატივით ხორციელდება.
დრამის ლაბორატორია, რომლის ხელმძღვანელიც მსახიობი ნანუკა ხუსკივაძეა, გურჯაანში მასტერკლასებს ჩაატარებს სამსახიობო ხელოვნებაში. აღნიშნული პროექტი გურჯაანის კულტურის ცენტრის დირექტორის, ბექა სონღულაშვილის ინიციატივით ხორციელდება.
22:39 / 18.06.2024
სამართალი
კაცი, რომელიც გუშინდელ საპროტესტო აქციაზე სპეცრაზმელებმა წააქციეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ, დიმიტრი ბერიძეა.
13:29 / 17-04-2024
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის, საპროტესტო აქციის, „კი ევროპას, არა რუსულ კანონს“ 14 მონაწილეა დაკავებული.
00:24 / 16-04-2024
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
ეკონომიკა
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10-04-2024
სხვა ამბები
არასამთავრობო ორგანიზაციები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის სადავო მუხლების შეჩერების მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავენ.
15:45 / 30-05-2024
“ცოდნის კაფე” ავრცელებს მიმართვას, რომლითაც კახელები დეპუტატებს კახეთიდან - დავით სონღულაშვილსა და ირაკლი ქადაგიშვილს მიმართავენ და მოუწოდებენ, “გამოიყენონ კახელების მიერ მონიჭებული მანდატი და მხარი არ დაუჭირონ ქვეყნის გარუსების გზას”.
13:05 / 28-05-2024
2015 წელს ქართული ინვესტიციის შედეგად დაარსდა კომპანია „ქართული მილი“.
13:56 / 27-05-2024
ახალი თაობისთვის შექმნილი აპლიკაციით hi app-ით, მოსწავლეებს შეუძლიათ დამოუკიდებლად მართონ საკუთარი ფინანსები და გამოიმუშაონ ფინანსების მართვის უნარები.
19:59 / 23-05-2024
Technovation Girls SAKARTVELO 2024-ის გამარჯვებულები ცნობილია. თიბისისმხარდაჭერით, ალტე უნივერსიტეტისა და „ტექდრო”-ს ორგანიზებით, გლობალური პროექტი TechnovationGirls საქართველოში უკვე მეორედ ხორციელდება.
11:52 / 22-05-2024
მინი ფეხბურთში სასკოლო ლიგის რეგიონული თამაშები დაიწყო, რომელსაც კახეთში გურჯაანი მასპინძლობს. ჩემპიონატში კახეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის გუნდები მონაწილეობენ.
14:34 / 21-05-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 17 / 29 °C
img
საგარეჯო 17 / 28 °C
img
დ.წყარო 15 / 25 °C
img
სიღნაღი 17 / 30 °C
img
ლაგოდეხი 15 / 26 °C
img
ყვარელი 17 / 29 °C
img
თელავი 17 / 28 °C
img
ახმეტა 16 / 29 °C
img
კალენდარი
«« ივნისი 2024 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.