რეაბილიტაციის გამო კახეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტს დენი გაეთიშება
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 22 ივლისს ელექტროენერგიის
მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს.
07:00-დან08:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება
აბონენტებს ახმეტის რაიონის სოფლებში დუისი, ომალო, ბირკიანი,
დუმასტური, წინუბანი,კუწახტა, ქორეთი, ხალაწანი და მიმდებარე
სოფლებში, 08:00-დან 08:30საათამდე აბონენტებს საგარეჯოში და
საგარეჯოს რაიონის სოფლებში გიორგიწმინდა, მარიამჯვარი, ანთოკი და
მიმდებარე სოფლებში,
11:00-დან13:00 საათამდე აბონენტებს თელავის რაიონის სოფელბში
ვარდისუბანი,ყარაჯალა, რუისპირი, იყალთო და მიმდებარე სოფლებში,
11:00-დან 18:00საათამდე აბონენტებს სიღნაღის რაიონის სოფელ
წნორში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის
მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში
მასალის გამოყენების პირობები