რეაბილიტაციის გამო კახეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტს დენი გაეთიშება
სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 25 დეკემბერს ელექტროენერგიის
მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს
10:00-დან 18:30 საათამდე თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებს: აკურას,
ვანთას და ბუშეტს
13:00-დან 16:00 საათამდე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლებს:
არეშფერანს, ბოლქვს და გიორგეთს
12:00-დან 13::00 საათამდე საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ
უჯარმას
13:00-დან 16:00 საათამდე სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვ. ბოდბეში
483 აბონენტს
13:00-დან 17:00 საათამდე ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში 338
აბონენტს
12:00-დან 15:00 საათამდე დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზ.
ქედში 156 აბონენტს
სამუშაოების დასრულებისთანავე ენერგომომარაგება უწყვეტ რეჟიმში
აღდგება.
მასალის გამოყენების პირობები