ეკონომიკა
შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში თითოეული მუნიციპალიტეტისთვის 1 000 000 ლარი განისაზღვრება
სოფლის მეურნეობის სამინისტრომ შეღავათიანი აგროკრედიტის და სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების პროექტებში ცვლილებები განახორციელა. მათივე ინფორმაციით, ცვლილებების მიზანია შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ოპტიმიზაცა, ფერმერული მეურნეობების გამსხვილება, ფერმერთა კოოპერირების ხელშეწყობა და კომუნიკაციის გაუმჯობესება. სამინისტროს ცნობით, პროექტის ოპტიმიზაციის შედეგად, 2015 წლის იანვრიდან, შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტს (ნაცვლად დღეისათვის არსებული 8 კომპონენტისა) ექნება შემდეგი ფინანსური პროდუქტები: შეღავათიანი აგროკრედიტი ორი კომპონენტით: შეღავათიანი აგროკრედიტი საბრუნავი საშუალებებისთვის; შეღავათიანი აგროკრედიტი ძირითადი საშუალებებისთვის. ასევე, შეღავათიანი აგროლიზინგი და სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“. შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში დადგენილი იყო სესხის საპროცენტო განაკვეთის ზედა ზღვრები. პროექტის ოპტიმიზაციის ფარგლებში, საბანკო სესხებზე შემცირდა წლიური საპროცენტო განაკვეთები და მათი ზედა ზღვრები განისაზღვრა შემდეგნაირად: საბრუნავი საშუალებებისთვის: 20 000 ლარიდან – 10 000 000 ლარამდე სესხებზე (სესხის თანხის ოდენობიდან გამომდინარე) წლიური საპროცენტო განაკვეთის ზედა ზღვრები დადგინდა 10%-დან 15%-მდე. ძირითადი საშუალებებისთვის: 12 000 აშშ დოლარიდან – 600 000 აშშ დოლარამდე (სესხის თანხის ოდენობიდან გამომდინარე) წლიური საპროცენტო განაკვეთის ზედა ზღვრები დადგინდა 12%-დან 15%-მდე. სესხის საპროცენტო განაკვეთის ზედა ზღვრების შემცირების პარალელურად შემცირდა სააგენტოს თანადაფინანსების წლიური საპროცენტო განაკვეთებიც და განისაზღვრა შემდეგნაირად: საბრუნავი საშუალებების კომპონენტისთვის - 8%; ძირითადი საშუალებების კომპონენტისთვის - 11%. შეღავათიანი აგროლიზინგისა და სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ სააგენტოს თანადაფინანსების წლიური საპროცენტო განაკვეთები დარჩა უცვლელი: შეღავათიანი აგროლიზინგი - 12%; აწარმოე საქართველოში - 10%. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მსხვილი ბიზნესჯგუფების დაინტერესებისა და მოზიდვის მიზნით, ცვლილებები შევიდა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების პროექტშიც. გაუქმდა ერთ მიზნობრივ რაიონში განსახილველი პროექტების ჯამური მოცულობის ზედა ზღვარი - 1 000 000 აშშ დოლარი, საიდანაც სააგენტოს მიერ გასაცემი თანადადფინანსების მაქსიმალური მოცულობა შეადგენდა 400 000 აშშ დოლარს. განხორციელებული ცვლილებების შედაგად, ერთ მიზნობრივ მუნიციპალიტეტში სააგენტოს თანმხვედრი თანადაფინანსების მოცულობა გაიზარდა 1 000 000 ლარამდე. ამ ცვლილებით შენარჩუნებულია თანაბარი გეოგრაფიული გადანაწილების პრინციპი. იმ შემთხვევაში, თუ განსახილველი პროექტით/ებით გათვალისწინებული სააგენტოს თანმხვედრი თანადაფინანსების ჯამური მოცულობა ერთ მიზნობრივ მუნიციპალიტეტში აღემატება 1 000 000 ლარს, ზედა ზღვარის გაზრდის შესახებ ყოველ ცალკეულ შემთხვევაში გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა; გაუქმდა განსახილველი პროექტების ჯამური მოცულობის ზედა ზღვარი - 1 000 000 აშშ დოლარი. განიხილება ყველა ის პროექტი რომელთა ჯამური ღირებულება აღემატება 200 000 აშშ დოლარს; შეზღუდვა იხსნება პროექტის მხოლოდ წინასწარ განსაზღვრულ 40 რაიონში განხორციელებაზე. პროექტის განხორციელება შესაძლებელი ხდება საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში შემდეგი თვითმმართველი ქალაქების გარდა - თბილისი, რუსთავი, ქუთასის, ბათუმი, ფოთი. ამავდროულად, რჩება დარგობრივი შეზღუდვა შემდეგი პროფილის გადამამუშავებელ საწარმოებზე - მეღვინეობა (ღვინის წარმოება), სპირტისა და ალკოჰოლიანი სასმელების წარმოება, ხორბლის წისქვილი (ხორბლის ფქვილის წარმოება). აღნიშნული შეზღუდვა დარგობრივად დივერსიფიცირებული საწარმოების გახსნას უწყობს ხელს. მათივე ცნობით, აღნიშნული ცვლილებები უზრუნველყოფს რეგიონებში ინვესტიციების სტიმულირებას, რაც საბოლოოდ ხელს შეუწყობს მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას. შეიქმნება ახალი საწარმოები და დასაქმდება ადგილობრივი მოსახლეობა.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური
პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი, ენერგეტიკული
გაერთიანების (Energy Community) სამდივნოს დირექტორ არტურ ლორკოვსკის
შეხვდა.
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი, ენერგეტიკული გაერთიანების (Energy Community) სამდივნოს დირექტორ არტურ ლორკოვსკის შეხვდა.
19:16 / 17.11.2023
გურჯაანის ღვინის ფესტივალისთვის დაგეგმილი ღონისძიების
ორგანიზებაზე შპს „სივრცე“ იზრუნებს. კომპანია განმეორებით
გამოცხადებული ტენდერის ერთადერი მონაწილე იყო.
გურჯაანის ღვინის ფესტივალისთვის დაგეგმილი ღონისძიების ორგანიზებაზე შპს „სივრცე“ იზრუნებს. კომპანია განმეორებით გამოცხადებული ტენდერის ერთადერი მონაწილე იყო.
11:08 / 26.09.2023
ბიზნესასოციაცია “ქალები მომავლისთვის”, “კერძო მეწარმეობის
საერთაშორისო ცენტრთან”, “ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების
ბანკთან” (EBRD) ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „ქალები ბიზნესში“
პროგრამის ფარგლებში და Visa-სთან პარტნიორობით საქართველოს სამ
რეგიონში - კახეთი, სამეგრელო, აჭარა - ფორუმებს გამართავს.
ღონისძიებები ივლისის განმავლობაში თელავში, ზუგდიდსა და ბათუმში
ჩატარდება.
ბიზნესასოციაცია “ქალები მომავლისთვის”, “კერძო მეწარმეობის საერთაშორისო ცენტრთან”, “ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან” (EBRD) ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „ქალები ბიზნესში“ პროგრამის ფარგლებში და Visa-სთან პარტნიორობით საქართველოს სამ რეგიონში - კახეთი, სამეგრელო, აჭარა - ფორუმებს გამართავს. ღონისძიებები ივლისის განმავლობაში თელავში, ზუგდიდსა და ბათუმში ჩატარდება.
16:48 / 06.07.2023
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, კომპანიის „ეკოსპარტანელი“
პლასტამასის გადამმუშავებელი საწარმო ამოქმედდა. საწარმოს მოსაწყობად
ინვესტიციის მოცულობამ 209,000 ლარზე მეტი შეადგინა, მათ შორის,
სოფლის განვითარების პროგრამის თანადაფინანსება 145,000 ლარია.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, კომპანიის „ეკოსპარტანელი“ პლასტამასის გადამმუშავებელი საწარმო ამოქმედდა. საწარმოს მოსაწყობად ინვესტიციის მოცულობამ 209,000 ლარზე მეტი შეადგინა, მათ შორის, სოფლის განვითარების პროგრამის თანადაფინანსება 145,000 ლარია.
16:55 / 22.06.2023
სამართალი
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ა.ბ.
11:35 / 21-02-2024
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმერეთის რეგიონში სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
16:25 / 07-02-2024
ეკონომიკა
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10-04-2024
სხვა ამბები
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
00:46 / 18-04-2024
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებს.
23:54 / 17-04-2024
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის კანცელარიისკენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.
23:17 / 17-04-2024
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის (FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
22:29 / 17-04-2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპროტესტო აქციას ეხმაურება.
22:08 / 17-04-2024
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ ძამანაშვილმა, „საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი კრივში მოსწავლეთა შორის“ პირველი ადგილი დაიკავა. ის ასევე „საქართველოს 2023 წლის მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატის“ პირველი ადგილის მფლობელია.
13:43 / 25-03-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 12 / 23 °C
img
საგარეჯო 11 / 24 °C
img
დ.წყარო 9 / 24 °C
img
სიღნაღი 13 / 25 °C
img
ლაგოდეხი 11 / 22 °C
img
ყვარელი 12 / 23 °C
img
თელავი 11 / 25 °C
img
ახმეტა 11 / 25 °C
img
კალენდარი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.