ეკონომიკა
"გაჭრილი ავტომობილის ნაწილებად გაყიდვა უფრო მომგებიანია" - გიორგი სუპატაშვილი
შემოსავლების სამსახური გერმანელების მხილებულ ავტოდილერების თაღლითურ სქემას უარყოფს. შემოსავლების სამსახურში აღნიშნავენ, რომ დაჭრილი ავტომობილები საქართველოში ნამდვილად შემოდის, გარკვეული რაოდენობით, თუმცა, მიუხედავად გერმანული გამოძიებისა, უწყებაში აცხადებენ, რომ დაჭრილი ავტომობილები ნაწილებად იყიდება და არა ავტომობილებად. მათი განმარტებით, ავტომობილი რომელიც შემოდის ქვეყანაში, სპეციალური განბაჟების რეჟიმით შემოდის და ნებისმიერ შემთხვევაში, ის როგორც არ უნდა შეაწებონ მას როგორც ავტომობილს ისე ვეღარ დაარეგისტრირებენ და სააგენტოში ნომერსაც ვერ აიღებენ, რადგან მისი განბაჟების რეჟიმი განსხვავებულია და როგორც ნაწილი ისეა შემოსული. მათივე თქმით, ასეთი ნაწილები რეალურად შემოდის, საბუთებშიც უწერია, რომ შემოსულია როგორც ნაწილი და შემდგომ ელიავას ბაზრობაზე კიდევ უფრო პატარა ნაწილებად იშლება და იყიდება. საქართველოში ერთ-ერთი მსხვილი ავტოიმპორტიორი კომპანიის "კავკასუს ავტო იმპორტის" დირექტორი გიორგი სუპატაშვილი შემოსავლების სამსახურის ინფორმაციას ადასტურებს და ამბობს, რომ დაჭრილი ავტომობილების 90%-ით მეორადი ნაწილების ბაზარი მარაგდება. მისი თქმით, საქართველოს კანონმდებლობა არ იძლევა იმისა უფლებას, რომ მთლიანი მანქანა ნაწილებად განბაჟდეს, ან პირიქით - ნაწილები, მთელ ავტომობილად. "ჩვენ გვყავს დილერები, რომლებიც მანქანას ყიდულობენ ამერიკაში, ჭრიან მანქანას, შემდეგ იშლება და ნაწილებად ჩამოდის. თუ მთლიანად ავტომობილი ჩამოდის, მაშინ მისი ჩამოწერა აქ ხდება და მეორად ნაწილებად ისე იყიდება. მაგალითად ინგლისიდან მარტო ავტომობილის ცხვირები ჩამოდის, წინა ნაწილი, რომელსაც შლიან და ძრავს ცალკე ყიდიან, კარებს ცალკე და ა.შ.", - განმარტავს speqtri.ge-სთან საუბარში გიორგი სუპატაშვილი. "კავკასუს ავტო იმპორტის" დირექტირი არ გამორიცხავს იმ ფაქტს, რომ შესაძლოა ვიღაც მანქანას აკერებდეს და ისე ყიდდეს, თუმცა მისი განმარტებით ქმედება ეს ფინანსურად ნაკლებად მომგებიანია, ვიდრე ნაწილებად გაყიდვა. "მფლობელისთვის ფინანსურად არ არის მომგებიანი, რომ გაჭრილი მანქანა გადააკეროს და ისე გაყიდოს (ნაწილებად გაყიდვა ბევრად მომგებიანია), ამიტომ ლოგიკურად მისი გაყიდვა მეორად ნაწილებად უფრო აწყობთ. ამასთან გაჭრილი ავტომობილის განბაჟება გაცილებით იაფია. წონა მრავლდება 4.50 ლარზე და იმის დღგ-ს იხდი, ანუ თუ მანქანა არის 1000 კილოიანი, 4 500 ლარის 18%-ს გადაიხდის მფლობელი". შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ მედიაში გავრცელდა გერმანიის “საზოგადოებრივი მაუწყებელის” ჟურნალისტური გამოძიება, რომლის მიხედვითაც, გერმანიიდან საქართველოში სიცოცხლისთვის სახიფათო ავტომობილები ჩამოდის. საქმე ეხება ასობით ავტომობილს, რომლებიც ავარიის შემდეგ გერმანიაში ორ ნაწილად იჭრება და შემდეგ დაჭრილი სახით კონტეინერებით საქართველოში ჩამოდის. საქართველოში მანქანებს ხელახლა აწყობენ და ახლის ფასად ყიდიან.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური
პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი, ენერგეტიკული
გაერთიანების (Energy Community) სამდივნოს დირექტორ არტურ ლორკოვსკის
შეხვდა.
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი, ენერგეტიკული გაერთიანების (Energy Community) სამდივნოს დირექტორ არტურ ლორკოვსკის შეხვდა.
19:16 / 17.11.2023
გურჯაანის ღვინის ფესტივალისთვის დაგეგმილი ღონისძიების
ორგანიზებაზე შპს „სივრცე“ იზრუნებს. კომპანია განმეორებით
გამოცხადებული ტენდერის ერთადერი მონაწილე იყო.
გურჯაანის ღვინის ფესტივალისთვის დაგეგმილი ღონისძიების ორგანიზებაზე შპს „სივრცე“ იზრუნებს. კომპანია განმეორებით გამოცხადებული ტენდერის ერთადერი მონაწილე იყო.
11:08 / 26.09.2023
ბიზნესასოციაცია “ქალები მომავლისთვის”, “კერძო მეწარმეობის
საერთაშორისო ცენტრთან”, “ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების
ბანკთან” (EBRD) ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „ქალები ბიზნესში“
პროგრამის ფარგლებში და Visa-სთან პარტნიორობით საქართველოს სამ
რეგიონში - კახეთი, სამეგრელო, აჭარა - ფორუმებს გამართავს.
ღონისძიებები ივლისის განმავლობაში თელავში, ზუგდიდსა და ბათუმში
ჩატარდება.
ბიზნესასოციაცია “ქალები მომავლისთვის”, “კერძო მეწარმეობის საერთაშორისო ცენტრთან”, “ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან” (EBRD) ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „ქალები ბიზნესში“ პროგრამის ფარგლებში და Visa-სთან პარტნიორობით საქართველოს სამ რეგიონში - კახეთი, სამეგრელო, აჭარა - ფორუმებს გამართავს. ღონისძიებები ივლისის განმავლობაში თელავში, ზუგდიდსა და ბათუმში ჩატარდება.
16:48 / 06.07.2023
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, კომპანიის „ეკოსპარტანელი“
პლასტამასის გადამმუშავებელი საწარმო ამოქმედდა. საწარმოს მოსაწყობად
ინვესტიციის მოცულობამ 209,000 ლარზე მეტი შეადგინა, მათ შორის,
სოფლის განვითარების პროგრამის თანადაფინანსება 145,000 ლარია.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, კომპანიის „ეკოსპარტანელი“ პლასტამასის გადამმუშავებელი საწარმო ამოქმედდა. საწარმოს მოსაწყობად ინვესტიციის მოცულობამ 209,000 ლარზე მეტი შეადგინა, მათ შორის, სოფლის განვითარების პროგრამის თანადაფინანსება 145,000 ლარია.
16:55 / 22.06.2023
სამართალი
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ა.ბ.
11:35 / 21-02-2024
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმერეთის რეგიონში სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
16:25 / 07-02-2024
ეკონომიკა
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10-04-2024
სხვა ამბები
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
00:46 / 18-04-2024
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებს.
23:54 / 17-04-2024
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის კანცელარიისკენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.
23:17 / 17-04-2024
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის (FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
22:29 / 17-04-2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპროტესტო აქციას ეხმაურება.
22:08 / 17-04-2024
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ ძამანაშვილმა, „საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი კრივში მოსწავლეთა შორის“ პირველი ადგილი დაიკავა. ის ასევე „საქართველოს 2023 წლის მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატის“ პირველი ადგილის მფლობელია.
13:43 / 25-03-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 14 / 28 °C
img
საგარეჯო 14 / 26 °C
img
დ.წყარო 12 / 22 °C
img
სიღნაღი 13 / 29 °C
img
ლაგოდეხი 14 / 24 °C
img
ყვარელი 14 / 28 °C
img
თელავი 15 / 27 °C
img
ახმეტა 14 / 27 °C
img
კალენდარი

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.