ახალი ამბები
კახეთში ახალი გზების პროექტირება იწყება
საავტომობილო გზების დეპარტამენტში კახეთში ახალი გზების მშენებლობისთვის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთებისა და დეტალური პროექტის დოკუმენტების მოსამზადებლად ფინანსური წინადადებები გაიხსნა. პროექტირების დასრულების შემდეგ თბილისი-საგარეჯო-ბაკურციხის მიმართულებით 80 კილომეტრიანი, წნორი-ლაგოდეხის მიმართულებით კი 40 კილომეტრიანი გზა აშენდება.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ამ დროისთვის, სივრცითი მოწყობის შემადგენელი მონაკვეთების, თბილისი-ბაკურციხისა და წნორი-ლაგოდეხის გზებისთვის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების დოკუმენტი, ხოლო თბილისი-საგარეჯოსა და საგარეჯო-ბაკურციხის გზებისთვის დეტალური პროექტის დოკუმენტი მომზადდება.

როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში განაცხადეს, აღნიშნული გზები, პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირკიაშვილის ინიციატივის, 4-პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი მიმართულების ქვეყნის სივრცითი განვითარების ნაწილია.

საპროექტო სამუშაოებს მსოფლიო ბანკი აფინანსებს.


| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
თელავის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი დღეს
განახლდა, თუმცა აღსაზრდელების მხოლოდ მესამედი გამოცხადდა.
თელავის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი დღეს განახლდა, თუმცა აღსაზრდელების მხოლოდ მესამედი გამოცხადდა.
12:04 / 20.01.2020
თელავის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში, სასწავლო პროცესს
მოსწავლეების მხოლოდ მინიმალური რაოდენობა ესწრება.
თელავის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში, სასწავლო პროცესს მოსწავლეების მხოლოდ მინიმალური რაოდენობა ესწრება.
14:57 / 17.01.2020
ქალაქ გურჯაანის ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება. თოვლის გამო
რამდენიმე ტრანსფორმატორი დაზიანდა.
ქალაქ გურჯაანის ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება. თოვლის გამო რამდენიმე ტრანსფორმატორი დაზიანდა.
13:51 / 17.01.2020
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე ინტენსიურად თოვს, თუმცა
შეზღუდვები ამ დრომდე არ მოქმედებს. თელავის საგზაო სამმართველო
მძღოლებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს და ზაფხულის საბურავებით
გადაადგილებისგან თავის შეკავებას ურჩევს.
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე ინტენსიურად თოვს, თუმცა შეზღუდვები ამ დრომდე არ მოქმედებს. თელავის საგზაო სამმართველო მძღოლებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს და ზაფხულის საბურავებით გადაადგილებისგან თავის შეკავებას ურჩევს.
10:51 / 17.01.2020
თელავის ცენტრალური საავადმყოფოს მიმღები და თერაპიული განყოფილება
გათბობის გარეშეა დარჩენილი. ორი დღეა ექიმები პაციენტებს სიცივეში
მკურნალობენ, რის გამოც ისინი უკმაყოფილებას გამოთქვამენ.
თელავის ცენტრალური საავადმყოფოს მიმღები და თერაპიული განყოფილება გათბობის გარეშეა დარჩენილი. ორი დღეა ექიმები პაციენტებს სიცივეში მკურნალობენ, რის გამოც ისინი უკმაყოფილებას გამოთქვამენ.
21:44 / 16.01.2020
სხვა ამბები
სტუდენტებისათვის, რომლებიც უცხო ქვეყნების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლობენ და საქართველოში სწავლის გაგრძელება სურთ, რეგისტრაცია 24 იანვრის 18:00 საათამდე მიმდინარეობს.
11:34 / 16-01-2020
ზაფხული დასრულდა და დაიწყო მომაბეზრებელი ცივი ზამთარი, რაც თავისთავად დაკავშირებულია სიცივესთან, უხასიათობასთან და შავ-თეთრ დღეებთან. ამ პრობლემის მოგვარება მარტივად არის შესაძლებელი Aparto.ge - ს დახმარებით.
09:24 / 14-01-2020
2020 წლის გაზაფხულზე, 200-მდე სკოლის მე-4 და მე-6 კლასებში ეროვნული განმავითარებელი შეფასების პილოტირება განხორციელდება.
15:56 / 13-01-2020
მიუხედავად იმისა, რომ გრიპის ვირუსის შემთხვევებმა იმატა, გურჯაანის ბაღებში სწავლა არ გადაიდება.
15:39 / 11-01-2020
ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველ ტურში 25 ათასი მოსწავლე მონაწილეობდა და აქედან მეორე ტურში 6 000-ზე მეტი გადავიდა.
15:03 / 10-01-2020
2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ზოგიერთი საგნის ტესტში ცვლილება შევა. ცვლილებები შეეხება ისტორიის, უცხოური ენებისა (ინგლისური, რუსული, გერმანული, ფრანგული ენები) და მათემატიკის გამოცდას.
13:45 / 17-12-2019
ვალუტა
EUR
EUR
1
3.1892
USD
USD
1
2.8770
GBP
GBP
1
3.7369
TRY
TRY
1
0.4878
RUB
RUB
100
4.6737
ამინდი
გურჯაანი -3 / 4 °C
img
საგარეჯო -2 / 6 °C
img
დ.წყარო -6 / 0 °C
img
სიღნაღი -4 / 4 °C
img
ლაგოდეხი -7 / 3 °C
img
ყვარელი -3 / 4 °C
img
თელავი -2 / 7 °C
img
ახმეტა -2 / 6 °C
img
კალენდარი

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.