ეკონომიკა
"ფასები პირიქით გაიზრდება“ - ექსპერტები ლარის გამყარებაზე
ბოლო რამდენიმე კვირაა ლარი გამყარებას განაგრძობს, დოლარი კი სამლარიან ნიშნულს ჩამოსცდა. ეროვნული ვალუტის გამყარებამ საზოგადოებაში გააჩინა მოლოდინი, რომ პროდუქტებზე გაზრდილი ფასები შემცირდებოდა, თუმცა, ასე არ მოხდა.
speqtri.ge-სთან საუბრისას, დამაიმედებელ პროგნოზს ვერც ეკონომიკის დარგის ექსპერტები აკეთებენ და აბობენ, რომ ლარის გამყარება დროებითი, ხელოვნური პროცესია. დემურ გიორხელიძის აზრით, ამ ვითარების გათვალისწინებით, პროდუქტზე ფასები კიდევ უფრო მოიმატებს.

"ფასები არაფრით არ შემცირდება, პირიქით, გაიზრდება კიდეც. ლარი მყარდება ხელოვნურად, ეს პროცესი მიზნად არ ისახავს მოქალაქეების კეთილდღეობას. გარკვეული დროის შემდეგ, მდგომარეობა ისევ დაიწყებს გაუარესებას. ახლა ხდება სავალუტო რესურსების მობილიზაცია შედარებით დაბალი ფასით. საქართველოს მოქალაქეები ორმაგად გადაიხდიან ყველაფერს. როდესაც ჩავარდნლია ეკონომიკა, სავალო ტვირთი კი დიდია, საიდანღაც უნდა იქნას ფული აღებული. ყველაზე კარგი და იოლი გზაა მოქალაქეების ჯიბე," - გვეუბნება დემურ გიორხელიძე.

ეკონომიკის ექსერტი პაატა შეშელიძე მიიჩნევს, რომ ლარის გამყარება დადებითი მოვლენაა, თუმცა დროებითი.

"ასე ოპტიმისტურად ნამდვილად ვერ ვისაუბრებდი, რომ ლარის გამყარება არის სამუდამო ვითარება. ეს მოკლევადიან პერიოდზეა გათვილი. რაც შეეხება გრძელვადიან პერიოდს, ცხადია, თუკი ვალუტის კურსი იცვლება, გავლენას მოახდენს ფასებზე, თუმცა ეს არა პირდაპირი, არამედ ირიბი გავლენაა, ამას დრო სჭირდება. მოლოდინი, რომ ფასების კლების პროცესი ძალიან მალე იქნება, არ უნდა გვქონდეს. არ უნდა მივაბათ ერთმანეთს ფასების ზრდა და ლარის გამყარება. ეს კიდევ ბევრ რამეზეა დამოკოდებული.
აქვე გეტყვით, რომ კოვიდთან დაკავშირებული შეზღუდვები იყო შეცდომა. ობიექტების დახურვამ, არც თუ ისე კარგი შედეგი მოგვცა.
მეორეა, ინვესტორების დაცულობა. ამის შემადგენელი კომპონენტია სასამართლო, რომელიც დამოუკოდებელი უნდა იყოს. თუმცა, დღეს ყველამ იცის, რომ სასამართლო პოლიტიზირებულია. ასეთ ვითარებაში, ინვესტორი თავს დაცულად ნამდვილად ვერ იგრძნობს.
მესამე საკითხია, პრივატიზების სივრცეების გაფართოება, რაც საშუალებას მისცემს ბევრ ადამიანს, მიიღოს სამეწარმეო საქმიანობაში მონაწილეობა. ეს სივრცეები ასათვისებელია, რაც შეიძლება, რომ უცებ გაკეთდეს და პროდუქტის ფასებზეც დადებითად აისახოს," - ამბობს პაატა შეშელიძე.

ჯერჯერობით პროდუქტის ფასები მატებას განაგრძობს. იანვრის თვეში, ხუთ ძირითად პროდქტზე, რძე, მარცვლეული, მცენარეული ზეთი, შაქარი და ხორცი, - ფასები სხვადასხვა პროცენტით გაიზარდა. Fao-ს (გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია) ინფორმაციით, ზეთის ფასი რეკორდულ ნიშნულს აღწევს.

| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური
პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი, ენერგეტიკული
გაერთიანების (Energy Community) სამდივნოს დირექტორ არტურ ლორკოვსკის
შეხვდა.
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი, ენერგეტიკული გაერთიანების (Energy Community) სამდივნოს დირექტორ არტურ ლორკოვსკის შეხვდა.
19:16 / 17.11.2023
გურჯაანის ღვინის ფესტივალისთვის დაგეგმილი ღონისძიების
ორგანიზებაზე შპს „სივრცე“ იზრუნებს. კომპანია განმეორებით
გამოცხადებული ტენდერის ერთადერი მონაწილე იყო.
გურჯაანის ღვინის ფესტივალისთვის დაგეგმილი ღონისძიების ორგანიზებაზე შპს „სივრცე“ იზრუნებს. კომპანია განმეორებით გამოცხადებული ტენდერის ერთადერი მონაწილე იყო.
11:08 / 26.09.2023
ბიზნესასოციაცია “ქალები მომავლისთვის”, “კერძო მეწარმეობის
საერთაშორისო ცენტრთან”, “ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების
ბანკთან” (EBRD) ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „ქალები ბიზნესში“
პროგრამის ფარგლებში და Visa-სთან პარტნიორობით საქართველოს სამ
რეგიონში - კახეთი, სამეგრელო, აჭარა - ფორუმებს გამართავს.
ღონისძიებები ივლისის განმავლობაში თელავში, ზუგდიდსა და ბათუმში
ჩატარდება.
ბიზნესასოციაცია “ქალები მომავლისთვის”, “კერძო მეწარმეობის საერთაშორისო ცენტრთან”, “ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან” (EBRD) ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „ქალები ბიზნესში“ პროგრამის ფარგლებში და Visa-სთან პარტნიორობით საქართველოს სამ რეგიონში - კახეთი, სამეგრელო, აჭარა - ფორუმებს გამართავს. ღონისძიებები ივლისის განმავლობაში თელავში, ზუგდიდსა და ბათუმში ჩატარდება.
16:48 / 06.07.2023
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, კომპანიის „ეკოსპარტანელი“
პლასტამასის გადამმუშავებელი საწარმო ამოქმედდა. საწარმოს მოსაწყობად
ინვესტიციის მოცულობამ 209,000 ლარზე მეტი შეადგინა, მათ შორის,
სოფლის განვითარების პროგრამის თანადაფინანსება 145,000 ლარია.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, კომპანიის „ეკოსპარტანელი“ პლასტამასის გადამმუშავებელი საწარმო ამოქმედდა. საწარმოს მოსაწყობად ინვესტიციის მოცულობამ 209,000 ლარზე მეტი შეადგინა, მათ შორის, სოფლის განვითარების პროგრამის თანადაფინანსება 145,000 ლარია.
16:55 / 22.06.2023
სამართალი
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ა.ბ.
11:35 / 21-02-2024
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმერეთის რეგიონში სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
16:25 / 07-02-2024
ეკონომიკა
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10-04-2024
სხვა ამბები
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
00:46 / 18-04-2024
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებს.
23:54 / 17-04-2024
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის კანცელარიისკენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.
23:17 / 17-04-2024
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის (FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
22:29 / 17-04-2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპროტესტო აქციას ეხმაურება.
22:08 / 17-04-2024
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ ძამანაშვილმა, „საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი კრივში მოსწავლეთა შორის“ პირველი ადგილი დაიკავა. ის ასევე „საქართველოს 2023 წლის მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატის“ პირველი ადგილის მფლობელია.
13:43 / 25-03-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 14 / 28 °C
img
საგარეჯო 14 / 28 °C
img
დ.წყარო 11 / 28 °C
img
სიღნაღი 13 / 29 °C
img
ლაგოდეხი 13 / 26 °C
img
ყვარელი 14 / 28 °C
img
თელავი 15 / 29 °C
img
ახმეტა 14 / 29 °C
img
კალენდარი

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.