ეკონომიკა
„კახეთის ეკონომიკური ფორუმი - 2022“ „ამბასადორი კაჭრეთში“ გაიმართა
დღეს, სასტუმრო „ამბასადორი კაჭრეთში“  „კახეთის ეკონომიკური ფორუმი - 2022“ გაიმართა, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ რეგიონში მოქმედი მსხვილი და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები.

ღონისძიების ფარგლებში საგამოფენო სივრცეში, წარმოდგენილი იყო ადგილობრივი მეწარმეების მიერ წარმოებული პროდუქციის გამოფენა - გაყიდვა.

კახეთის ეკონომიკურ ფორუმზე მოწვეულები იყვნენ საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, მთავრობის წარმომადგენლები, პარლამენტის წევრები და ადგილობრივი თვითმმართველობების ხელმძღვანელი პირები.

პანელურ სესიაზე, ღონისძიების ოფიციალურ ნაწილში, რეგიონის ეკონომიკური მდგომარეობისა და პოტენციალის შესახებ პრეზენტაცია წარადგინა კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, ირაკლი შიოშვილმა.

როგორც ღონისძიების ორგანიზატორები ამბობენ, კახეთის ეკონომიკური ფორუმი მიზნად ისახავს პანდემიის დასრულების შემდეგ, დარგის სტიმულირების, გაჯანსაღებისა და განვითარების მიზნით, კახეთის ეკონომიკური პოტენციალის შესახებ ფართო აუდიტორიისათვის ინფორმაციის მიწოდებას, რეგიონში ეკონომიკური საქმიანობის ხელშეწყობას, რეგიონში მოქმედი ბიზნეს სუბიექტებისა და მეწარმეების საქმიანობის პოპულარიზაციას, ასევე, ერთიანი საგამოფენო პლატფორმის შეთავაზებასა და მათ მიერ წარმოებული პროდუქციის ფართო აუდიტორიისათვის გაცნობას.

დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის (DMO) „ვიზიტ კახეთი“-ს ხელმძღვანელი, ვალერ შოშიაშვილი speqtri.ge-სთან საუბარში განმარტავს, რომ რეგიონის ეკონომიკის ზრდას განაპირობებს სახელმწიფოს მხარდაჭერა იმ პრობლემების გადაჭრაში, რომელიც უკავშირდება რეგიონში ბიზნესგარემოს გაუმჯობესებას, ადგილობრივი წარმოების პროტექციონიზმს, ინფრასტრუქტურისა და ფინანსური შუამავლობის განვითარებას.

„საქართველოს მთავრობის, კახეთის სახელწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის და თვითოეული მუნიციპალიტეტის მერიის ჩართულობითა და ხელშეწყობით კახეთში ეკონომიკური ზრდის ტემპი არის მაღალი. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 2020-2021 წლებშიც მაშინ, როდესაც პანდემიამ მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენა ქვეყნის ეკონომიკას, კახეთის რეგიონში მაინც იგრძნობოდა ახალი ეკონომიკური მიზიდულობის ადგილების გაჩენა. რისი უამრავი მაგალითიც არსებობს. არ გაჩერებულა ტურისტული დანიშნულების ადგილების შექმნა. სწორედ პანდემიის წლებში გაიხსნა და ექსპლუატაციაში შევიდა ისეთი მაღალი დონის სასტუმროები, როგორიცაა - თელავის მუნიციპალიტეტში - ლეჩური სპა რეზორტი, ართვაინი, ზუზუმბო სპა რეზორტი, გურჯაანში ამპელო, ლაგოდეხში - როიალ პალასი, ყვარელში - ნეკრესის მამულები. სასტუმროების პარალელურად, გაიხსნა უამრავი შატო და მარანი, რომელთაც მომხმარებლის განსაკუთრებული სეგმენტი ჰყავთ. ასევე, რამდენიმე კვირის წინ გაიხსნა შუამთის ტურისტული კარბიჭე და თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ კახეთის რეგიონი წელგამართული ხვდება ტურისტულ სეზონს.“ - აღნიშნა speqtri.ge-სთან ვალერ შოშიაშვილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ რეგიონის ადგილმდებარეობა, კერძოდ, თბილისთან სიახლოვე და აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან საერთო საზღვარი, განაპირობებს კახეთის სატრანსპორტო არტერიის როლს და ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის კარგ საფუძველს ქმნის.

„კახეთი გამოირჩევა სოფლის მეურნეობით. Საქართველოს ამ მხარეში უდიდესი მოთხოვნაა ყურძენსა და ღვინოზე. ფერმერების დიდი ნაწილი ორიენტირებულია ღვინის წარმოებასა და გაყიდვაზე.
ჩვენ გვაქვს ისეთი ტიპის კულტურები, რომელიც შეიძლება ვიღაცას ეგზოტიკად მოეჩვენოს, მაგრამ გარწმუნებთ, კახეთის რეგიონს აქვს უზარმაზარი პოტენციალი და ამის მაგალითია ზეთისხილის გაშენება, რომელიც ძალიან მზარდი პროდუქტია მსოფლიო ბაზარზე. სამაცივრეების ახალი ბიზნესი, რომელიც ასე აქტუალურია კახეთში, ბოლო ხანებში ლოგიკურია, რომ სწრაფად მზარდი საქმიანობაა. Სამაცივრეები უზრუნველყოფს პროდუქტს გრძელვადიან, ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო შენახვას. და რაც მთავარია, კახეთი გახდა ხილის მწარმოებლებისათვის და ექსპორტირებისათვის მიზიდულობის ცენტრი.“ -გვეუბნება ვალერ შოშიაშვილი.

ცნობისთვის, კახეთის ეკონომიკური ფორუმი კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის, ირაკლი შიოშვილის ინიციატივით, სამხარეო ადმინისტრაციის, მუნიციპალიტეტების ჩართულობითა და დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის (DMO) „ვიზიტ კახეთი“ - ს ორგანიზებითა და მხარდაჭერით ჩატარდა.







| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური
პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი, ენერგეტიკული
გაერთიანების (Energy Community) სამდივნოს დირექტორ არტურ ლორკოვსკის
შეხვდა.
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი, ენერგეტიკული გაერთიანების (Energy Community) სამდივნოს დირექტორ არტურ ლორკოვსკის შეხვდა.
19:16 / 17.11.2023
გურჯაანის ღვინის ფესტივალისთვის დაგეგმილი ღონისძიების
ორგანიზებაზე შპს „სივრცე“ იზრუნებს. კომპანია განმეორებით
გამოცხადებული ტენდერის ერთადერი მონაწილე იყო.
გურჯაანის ღვინის ფესტივალისთვის დაგეგმილი ღონისძიების ორგანიზებაზე შპს „სივრცე“ იზრუნებს. კომპანია განმეორებით გამოცხადებული ტენდერის ერთადერი მონაწილე იყო.
11:08 / 26.09.2023
ბიზნესასოციაცია “ქალები მომავლისთვის”, “კერძო მეწარმეობის
საერთაშორისო ცენტრთან”, “ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების
ბანკთან” (EBRD) ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „ქალები ბიზნესში“
პროგრამის ფარგლებში და Visa-სთან პარტნიორობით საქართველოს სამ
რეგიონში - კახეთი, სამეგრელო, აჭარა - ფორუმებს გამართავს.
ღონისძიებები ივლისის განმავლობაში თელავში, ზუგდიდსა და ბათუმში
ჩატარდება.
ბიზნესასოციაცია “ქალები მომავლისთვის”, “კერძო მეწარმეობის საერთაშორისო ცენტრთან”, “ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან” (EBRD) ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „ქალები ბიზნესში“ პროგრამის ფარგლებში და Visa-სთან პარტნიორობით საქართველოს სამ რეგიონში - კახეთი, სამეგრელო, აჭარა - ფორუმებს გამართავს. ღონისძიებები ივლისის განმავლობაში თელავში, ზუგდიდსა და ბათუმში ჩატარდება.
16:48 / 06.07.2023
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, კომპანიის „ეკოსპარტანელი“
პლასტამასის გადამმუშავებელი საწარმო ამოქმედდა. საწარმოს მოსაწყობად
ინვესტიციის მოცულობამ 209,000 ლარზე მეტი შეადგინა, მათ შორის,
სოფლის განვითარების პროგრამის თანადაფინანსება 145,000 ლარია.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, კომპანიის „ეკოსპარტანელი“ პლასტამასის გადამმუშავებელი საწარმო ამოქმედდა. საწარმოს მოსაწყობად ინვესტიციის მოცულობამ 209,000 ლარზე მეტი შეადგინა, მათ შორის, სოფლის განვითარების პროგრამის თანადაფინანსება 145,000 ლარია.
16:55 / 22.06.2023
სამართალი
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ა.ბ.
11:35 / 21-02-2024
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმერეთის რეგიონში სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
16:25 / 07-02-2024
ეკონომიკა
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10-04-2024
სხვა ამბები
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
00:46 / 18-04-2024
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებს.
23:54 / 17-04-2024
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის კანცელარიისკენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.
23:17 / 17-04-2024
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის (FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
22:29 / 17-04-2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპროტესტო აქციას ეხმაურება.
22:08 / 17-04-2024
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ ძამანაშვილმა, „საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი კრივში მოსწავლეთა შორის“ პირველი ადგილი დაიკავა. ის ასევე „საქართველოს 2023 წლის მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატის“ პირველი ადგილის მფლობელია.
13:43 / 25-03-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 12 / 21 °C
img
საგარეჯო 11 / 18 °C
img
დ.წყარო 8 / 15 °C
img
სიღნაღი 12 / 21 °C
img
ლაგოდეხი 10 / 17 °C
img
ყვარელი 12 / 21 °C
img
თელავი 11 / 19 °C
img
ახმეტა 10 / 19 °C
img
კალენდარი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.