ეკონომიკა
`მშენებარე სასტუმროს~ ბედი მფლობელის კომერციული საიდუმლოებაა
ინგა ბიტარაშვილი
წლების წინ გურჯაანში აღმაშენებლის ქუჩის დასაწყისში ათსართულიანი სასტუმროს მშენებლობა დაიწყო, რომელიც 2003 წლის 7 მარტს აუქციონის წესით ზურაბ ფერიშვილმა შეიძინა. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა აღნიშნული ობიექტის შესახებ არანაირ ინფორმაციას არ ფლობს. ზედამხედველობის სამსახურში კი განმარტავენ, რომ მშენებლობის გაგრძელებისთვის მფლობელმა ხელახალი ნებართვა უნდა აიღოს, ან მოახდინოს მისი კონსერვაცია.
გურჯაანში ყველაზე მაღალი შენობა, რომელიც აღმაშენებლის ქუჩის დასაწყისში მდებარეობს, წესით სასტუმრო უნდა ყოფილიყო, თუმცა მშენებლობა, რომელიც 20 წელზე მეტი ხნის წინ დაიწყო, ამ დრომდე დაუსრულებელია. რებილიტირებული `პაპას ბაღისა~ და ახლადგაკეთებული სკვერის ფონზე ათსართულიანი შენობა ნებისმიერი გამვლელისთვის თვალშიმოსახვედრია.
`სპექტრი~ შეეცადა გაერკვია მიიღებს თუ არა დასრულებულ სახეს აღნიშნული ობიექტი უახლოეს მომავალში. ინფორმაციისთვის გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველ მოადგილეს გიორგი პეტრუზაშვილს მივმართეთ. როგორც მან გვითხრა, სასტუმროს შენობა მისი მუშაობის პერიოდში არ არის გაყიდული და ამის შესახებ არანაირ ინფორმაციას არ ფლობს. "ამ ობიექტზე არაფერი ვიცი. ჩემთვის მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ შენობა კერძო საკუთრებაშია," _ გვითხრა გიორგი პეტრუზაშვილმა.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურში განმარტეს, რომ სასტუმროს შენობა ეკონომიკის სამინისტრომ 2003 წლის 7 მარტს აუქციონის წესით გაყიდა, რომელიც ზურაბ ფერიშვილმა შეისყიდა და ამ დრომდე მის საკუთრებაში რჩება.
გურჯაანის მოსახლეობა მიიჩნევს, რომ მშენებარე ობიექტი ქალაქის იერსახეს ამახინჯებს. ამიტომ საჭიროა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ ამ საკითხს სათანადო ყურადღება მიაქციოს. "შენობა ქალაქის ცენტრშია, მაღალია და თითქმის ყველა მხრიდან მოჩანს. ასე უფუნქციოდ დარჩენილი ქალაქს აუშნოვებს, მით უფრო ეხლა, როდესაც აქვე მშვენიერი სკვერი გაიხსნა. თუ მფლობელს მშენებლობის გაგრძელება არ შეუძლია, იმას მიყიდოს, ვისაც საამისო ფინანსები გააჩნია. ამ საკითხის დარეგულირება, ალბათ ადგილობრივი ხელმძღვანელობის პრეროგატივაა," _ გვითხრა გურჯაანში მცხოვრებმა ლარისა ბახტურიძემ.
ამ მოსაზრებას მოზარდებიც იზიარებენ. 17 წლის მარიამ შვანგირაძე `სპექტრთან~ საუბარში ამბობს, რომ თუ მშენებლობა გაგრძელდება, მათი თანატოლებისთვის ძალიან სასიხარულო იქნება. "მიტოვებული შენობაა, ხშირ შემთხვევაში მე და ჩემს თანატოლებს საღამოს საათებში აქ გავლის შეგვშინებია, რადგან შიგნიდან ნასვამი ადამიანების ყვირილი ისმოდა. თუმცა, დღესდღეობით ამ მხრივ მდგომარეობა შეიცვალა, მაგრამ მაინც ძალიან გამიხარდება თუ მიხედავენ," _ გვითხრა მარიამმა.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ზაქარია იაგანაშვილის განმარტებით, იმ შემთხვევაში თუ შენობა კერძო საკუთრებაშია და ის ქალაქის ინფრასტრუქტურულ განვითარებას ხელს უშლის, აუცილებელია მფლობელს გარკვეული სანქცია დაეკისროს.
რა საჯარომო სანქციებია მიტოვებული შენობის მესაკუთრეებზე და დაეკისრება თუ არა ზურაბ ფერიშვილს ჯარიმა, ამასთან დაკავშირებით `სპექტრი~ გურჯაანის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსს გიორგი ყვირალაშვილს ესაუბრა. "სასტუმროს შენობა აუქციონზე ზურაბ ფერიშვილმა იყიდა. ეს მშენებარე ობიექტი ქალაქის ცენტრშია და რა თქმა უნდა, მისი უფუნქციოდ დარჩენა არ არის კარგი. ჩვენ მფლობელს უკვე გავუგზავნეთ მიწერილობა, სადაც აღნიშნულია, რომ მან მშენებლობის გაგრძელებისთვის ხელახალი ნებართვა უნდა აიღოს, ან მოახდინოს მისი კონსერვაცია. ის არც ერთს აკეთებს და არც მეორეს. ასეთ შემთხვევაში მფლობელს ეკისრება ჯარიმა 2500 ლარის ოდენობით, თუმცა ბატონი ზურაბის დაჯარიმება ჯერ არ მომხდარა, რადგან მას გადაწყვეტილების მისაღებად 2010 წლის ბოლომდე აქვს ვადა. დაველოდოთ ამ დროს და შემდეგ ალბათ შესაბამის საჯარიმო სანქციას გავატარებთ," _ გვითხრა გიორგი ყვირალაშვილმა და იქვე განმარტა: `ჯარიმის გადახდა არ გულისხმობს იმას, რომ მშენებლობა იგივე სიტუაციაში დარჩეს. ასეთ შემთხვევაში მოხდება შენობის დემონტაჟი.~
`სპექტრი~ ამ ობიექტის მფლობელს ზურაბ ფერიშვილს დაუკავშირდა. სამწუხაროდ, მესაკუთრემ ვრცელი კომენტარისგან თავი შეიკავა და ჩვენს მიერ დასმულ ყველა კითხვაზე მოკლედ და კონკრეტულად გვიპასუხა: "ეს არის ჩემი პირადი კომერციული საიდუმლოება". გურჯაანელები კი იმედოვნებენ, რომ ამ ობიექტის მშენებლობა აუცილებლად გაგრძელდება და ქალაქს კიდევ ერთი ლამაზი შენობა შეემატება.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური
პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი, ენერგეტიკული
გაერთიანების (Energy Community) სამდივნოს დირექტორ არტურ ლორკოვსკის
შეხვდა.
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი, ენერგეტიკული გაერთიანების (Energy Community) სამდივნოს დირექტორ არტურ ლორკოვსკის შეხვდა.
19:16 / 17.11.2023
გურჯაანის ღვინის ფესტივალისთვის დაგეგმილი ღონისძიების
ორგანიზებაზე შპს „სივრცე“ იზრუნებს. კომპანია განმეორებით
გამოცხადებული ტენდერის ერთადერი მონაწილე იყო.
გურჯაანის ღვინის ფესტივალისთვის დაგეგმილი ღონისძიების ორგანიზებაზე შპს „სივრცე“ იზრუნებს. კომპანია განმეორებით გამოცხადებული ტენდერის ერთადერი მონაწილე იყო.
11:08 / 26.09.2023
ბიზნესასოციაცია “ქალები მომავლისთვის”, “კერძო მეწარმეობის
საერთაშორისო ცენტრთან”, “ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების
ბანკთან” (EBRD) ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „ქალები ბიზნესში“
პროგრამის ფარგლებში და Visa-სთან პარტნიორობით საქართველოს სამ
რეგიონში - კახეთი, სამეგრელო, აჭარა - ფორუმებს გამართავს.
ღონისძიებები ივლისის განმავლობაში თელავში, ზუგდიდსა და ბათუმში
ჩატარდება.
ბიზნესასოციაცია “ქალები მომავლისთვის”, “კერძო მეწარმეობის საერთაშორისო ცენტრთან”, “ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან” (EBRD) ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „ქალები ბიზნესში“ პროგრამის ფარგლებში და Visa-სთან პარტნიორობით საქართველოს სამ რეგიონში - კახეთი, სამეგრელო, აჭარა - ფორუმებს გამართავს. ღონისძიებები ივლისის განმავლობაში თელავში, ზუგდიდსა და ბათუმში ჩატარდება.
16:48 / 06.07.2023
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, კომპანიის „ეკოსპარტანელი“
პლასტამასის გადამმუშავებელი საწარმო ამოქმედდა. საწარმოს მოსაწყობად
ინვესტიციის მოცულობამ 209,000 ლარზე მეტი შეადგინა, მათ შორის,
სოფლის განვითარების პროგრამის თანადაფინანსება 145,000 ლარია.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, კომპანიის „ეკოსპარტანელი“ პლასტამასის გადამმუშავებელი საწარმო ამოქმედდა. საწარმოს მოსაწყობად ინვესტიციის მოცულობამ 209,000 ლარზე მეტი შეადგინა, მათ შორის, სოფლის განვითარების პროგრამის თანადაფინანსება 145,000 ლარია.
16:55 / 22.06.2023
სამართალი
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ა.ბ.
11:35 / 21-02-2024
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმერეთის რეგიონში სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
16:25 / 07-02-2024
ეკონომიკა
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10-04-2024
სხვა ამბები
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
00:46 / 18-04-2024
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებს.
23:54 / 17-04-2024
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის კანცელარიისკენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.
23:17 / 17-04-2024
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის (FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
22:29 / 17-04-2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპროტესტო აქციას ეხმაურება.
22:08 / 17-04-2024
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ ძამანაშვილმა, „საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი კრივში მოსწავლეთა შორის“ პირველი ადგილი დაიკავა. ის ასევე „საქართველოს 2023 წლის მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატის“ პირველი ადგილის მფლობელია.
13:43 / 25-03-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 13 / 26 °C
img
საგარეჯო 14 / 26 °C
img
დ.წყარო 11 / 26 °C
img
სიღნაღი 13 / 27 °C
img
ლაგოდეხი 13 / 24 °C
img
ყვარელი 13 / 26 °C
img
თელავი 15 / 27 °C
img
ახმეტა 14 / 27 °C
img
კალენდარი

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.