ინფრასტრუქტურა
უქმნის თუ არა ჩალაუბნელებს საფრთხეს რეაბილიტირებული გზა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალაუბანში გზის რეაბილიტაციის პროექტი დასკვნით ფაზაშია და აპრილის ბოლოს მიღება-ჩაბარების აქტიც გაფორმდება.

4 კმ-იანი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ჩაატარა. პროექტის ღირებულება 950 675 ლარია და ის მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება.

სოფლის დეპუტატი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ვალერი ბარნაბიშვილი არასრულყოფილად შესრულებულ სამუშაოებზე საუბრობს. მისი თქმით, სანიაღვრეები კაპიტალურად არ მოეწყო, რის გამოც მოსახლეობას დატბორვის საფრთხე ემუქრება.

„ჯერ კიდევ 2013 წლის სოფლის კრებაზე, მოსახლეობამ ერთპიროვნულად მოითხოვა სამკილომეტრნახევრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია. შედგა ოქმი, რაც გადაიგზავნა გამგეობაში, ამას მოჰყვა რეაგირება. შედგა პროექტი, რომელიც ითვალისწინებდა, ცენტრალური გზის მოასფალტებას სამკილომეტრნახევარზე, ორ უბანში, სადაც ყველაზე ცხელი წერტილია, (ღვინიაანთ და მირაშვილების უბანი) სანიაღვრე არხის კაპიტალურ მოწყობას. პროექტის დაფინანსების შემდეგ, მოხდა ცვლილება. სანიაღვრეების მოწყობის ნაცვლად, დაემატა 500 მეტრიანი მონაკვეთის მოასფალტება. სანიღავრეები მოაწყეს კონსტრუქციის გარეშე. ამას მოჰყვა ხალხის უარყოფითი რეაქცია. ამ ორ უბანში ჭარბი ნალექის დროს მოვარდნილი ნიაღვარი, ეზოებისა და სახლების დატბორვას გამოიწვევს. ამ პროექტის ფარგლებში, ეზოებთან შესასვლელებში გაკეთდა 300-400 მილიმეტრიანი ფოლადის მილები. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ეს წყალს ვერ გაატარებს, რაც გამოიწვევს მოსახლეობის მატერიალურ ზარალს და ასევე ასფალტის საფარის გაფუჭებასაც. პროექტით გათვალისწინებული იყო ეზოებში შესასველელების მოასფალტებითი სამუშაოები. ხელთ მაქვს ხარჯთაღრიცხვაც, არც ეს შესრულდა. რომ არ შეცვლილიყო პროექტი და 450 მეტრზე სადგურის უბანში, ჩალაუბანი-მელაანის დამაკავშირებელ გზაზე არ დაგებულიყო ასფალტი, კაპიტალურად მოეწყობოდა სანიაღვრეები. ამ გზის რეაბილიტაცია 2017 წლის ბიუჯეტის პროექტში ისედაც იჯდა.“

საკითხის გარკვევას მუნიციპალური განვითარების ფონდში შევეცადეთ. მათი ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, 4 კმ-იანი ამორტიზებული გზის სრული რეაბილიტაცია მოხდა, კერძოდ, დაიგო ასფალტო-ბეტონის საფარი, მოეწყო გრუნტის სანიაღვრე არხები, მოსახლეობისთვის გაკეთდა ეზოში შესასვლელები ხრეშოვანი საფარით.

„პროექტი, რომელიც გურჯაანის მუნიციპალიტეტის მხრიდან იქნა მოწოდებული, არ ითვალისწინებდა სანიაღვრე სისტემების მოწყობას, ამის შემდგომ, მუნიციპალური განვითარების ფონდმა განიხილა პროექტი საერთაშორისო საზედამხედველო კომპანია „ეპტისასთან“ ერთად და მოახდინა მისი კორექტირება: შესაბამისად,პროექტს დაემატა ახალი წყალგამტარი მილების მოწყობა; გრუნტის კიუვეტების მოწყობა;ლითონის მილების მოწყობა;უსაფრთხოების მიზნით, გაკეთდა გზის მონიშვნითი სამუშაოები. შესაბამისად, დეპუტატის ვარაუდი, რომელიც მხოლოდ ზეპირ განცხადებას ეყრდნობა და მას არ წარმოუდგენია დასაბუთებული არგუმენტი, ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია. აღნიშნული საფრთხე სწორედ მანამდე არსებობდა, ვიდრე ფონდი პროექტს განახორციელებდა. რაც შეეხება 450 მეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაციას, სწორედ პროექტი ითვალისწინებდა. უზუსტობაა გზის სიგრძესთან დაკავშირებითაც, ვინაიდან, ჩალაუბანი-მელაანის დამაკავშირებელ მონაკვეთზე არა 450 მ არამედ 316 მ გზის რეაბილიტაცია მოხდა."

მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, პროექტი ითვალისწინებდა ეზოში შესასვლელების მოასფალტებას მთლიანი მოსახლეობის მხოლოდ 30%-ზე.

„ეს თავისთავად წარმოადგენდა პროექტის ხარვეზს. იმისთვის რომ 30 % ის ნაცვლად 100%-ისთვის გაგვეკეთებინა ეზოში შესასვლელი ასფალტის საფარი, ეს პროექტს მნიშვნელოვნად აძვირებდა. აღნიშნული მდგომარეობის გათვალისწინებით, პროექტში შევიდა ცვლილება და ყველა მოსახლის ეზოში შესასვლელთან მოეწყო ხრეშოვანი საფარი. ამასთანავე, გაკეთდა წყლის მოცილების ქსელი, სწორედ იმისთვის, რომ ძლიერი წვიმის დროს ეზოები არ დაიტბოროს.“

როგორც გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობაში გავარკვიეთ, აღნიშნული პროექტი 2013 წელს შეადგინეს. ამიტომ მაშინდელ გამგებელს ემზარ ჯიქურაშვილს დავუკავშირდით,

„პროექტი გავატანე ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსს ირაკლი მინდიაშვილს. ჩვენ რომ ვაპროექტებდით და ვითვალისწინებდით, დავუშვათ, 3 სმ მსხვილ კენჭოვან ფენას და 4 სმ-ს, წვრილმარცვლოვანს, მგფ-ში იქ უფრო მაღალი სტანდარტი და სხვა მოთხოვნები ჰქონდათ. პროექტის კორექტირება რამდენჯერმე მოხდა, რომ იმ სტანდარტებამდე მიგვეყვანა. მახსოვს, საუბარი იყო, რომ მგფ გზას არ გააკეთებდა სანიაღვრეების გარეშე. ეს გათვალისწინებული იყო სტანდარტებში, მაგრამ საბოლოოდ რატომ არ ჩაჯდა, ზუსტად არ მახსოვს. რაც შეეხება ეზოებში შესასვლელების მოასფალტებას, გათვალისწინებული იყო თუ არა, კონკრეტულად ვერ გეტყვით. მაგრამ მგფ-ის სხვა პროექტების მაგალითზე თუ ვიმსჯელებთ, თითქმის ყველგან შესრულდა მსგავსი სამუშაო.“

იმ ხარჯთაღრიცხვიდან, რომელიც ჩალაუბნის დეპუტატმა ვალერი ბარნაბიშვილმა მოგვაწოდა, ირკვევა, რომ ეზოში შესასვლელების მოასფალტება ნამდვილად უნდა მომხდარიყო. (საფარის მოწყობა წვრილმარცვლოვანი მკვრივი ღორღოვანი ასფალტო-ბეტონის ცხელი ნარევით სისქით 5სმ)

speqtri.ge-ს ობიექტივმა დღეს სანიაღვრე არხში დაგროვილი წყალი დააფიქსირა. გამართლდება თუ არა, დეპუტატის მოსაზრება მოსახლეობის დატბორვის საფრთხესთან დაკავშირებით, ეს ძლიერი წვიმის დროს გამოჩნდება.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
თეგები ჩალაუბანი / გზა /
ამავე კატეგორიაში
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში,
ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც
დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის
დასახელებები.
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12.04.2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის
რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები
თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10.04.2024
გურჯაანში გასული წლის 15 ივნისის სტიქიისგან დაზიანებული გზის
(გურჯაანი-ჭაბუკიანი-აფენი-კაბალის 5 კილომეტრიანი მონაკვეთი)
რეაბილიტაცია გასული წლის ოქტომბერში დაიწყო და ამ დრომდე
მიმდინარეობს. საზოგადოების მაღალი ინტერესია იმასთან დაკავშირებით,
თუ როდის დასრულდება სარეაბილიტაციო სამუშაოები და როდის შეძლებს
გურჯაანის მოსახლეობა კომფორტულ გადაადგილებას.
გურჯაანში გასული წლის 15 ივნისის სტიქიისგან დაზიანებული გზის (გურჯაანი-ჭაბუკიანი-აფენი-კაბალის 5 კილომეტრიანი მონაკვეთი) რეაბილიტაცია გასული წლის ოქტომბერში დაიწყო და ამ დრომდე მიმდინარეობს. საზოგადოების მაღალი ინტერესია იმასთან დაკავშირებით, თუ როდის დასრულდება სარეაბილიტაციო სამუშაოები და როდის შეძლებს გურჯაანის მოსახლეობა კომფორტულ გადაადგილებას.
12:19 / 04.04.2024
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თბილისი-საგარეჯოს
მაგისტრალური გზის 31 კმ-იანი და ბაკურციხე-წნორის 16.6 კმ-იანი
მონაკვეთების მშენებლობა გრძელდება.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თბილისი-საგარეჯოს მაგისტრალური გზის 31 კმ-იანი და ბაკურციხე-წნორის 16.6 კმ-იანი მონაკვეთების მშენებლობა გრძელდება.
16:04 / 23.02.2024
სამართალი
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ა.ბ.
11:35 / 21-02-2024
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმერეთის რეგიონში სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
16:25 / 07-02-2024
ეკონომიკა
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10-04-2024
სხვა ამბები
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
00:46 / 18-04-2024
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებს.
23:54 / 17-04-2024
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის კანცელარიისკენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.
23:17 / 17-04-2024
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის (FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
22:29 / 17-04-2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპროტესტო აქციას ეხმაურება.
22:08 / 17-04-2024
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ ძამანაშვილმა, „საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი კრივში მოსწავლეთა შორის“ პირველი ადგილი დაიკავა. ის ასევე „საქართველოს 2023 წლის მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატის“ პირველი ადგილის მფლობელია.
13:43 / 25-03-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 9 / 16 °C
img
საგარეჯო 6 / 13 °C
img
დ.წყარო 7 / 12 °C
img
სიღნაღი 10 / 17 °C
img
ლაგოდეხი 9 / 14 °C
img
ყვარელი 9 / 16 °C
img
თელავი 7 / 14 °C
img
ახმეტა 7 / 14 °C
img
კალენდარი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.