ინფრასტრუქტურა
ახტალაზე დეფექტების აღმოფხვრას 92 ათასი ლარი მოხმარდება
ყოველ დილით ახტალაზე ვარჯიშობს. რამდენიმე წრეს ნელი სირბილით შემოუვლის, სხეულს გაიკაჟებს და სუფთა ჰაერს ჩაისუნთქავს.
იმის მაგივრად, რომ დაღლილი სახლში დაბრუნდეს, მრავალწლიან მუხებს ფათალოს აცლის და მათ გადარჩენაზე ზრუნავს.
"ხეები სულ ფათალოშია გახვეული, რაც მათ გახმობას იწვევს, აბა ნახეთ, ბილიკის გვერდით რამდენიმე მათგანი რა დღეშია?! საკუთარი ინიციატივით 40-60 ხე ფათალოსგან გავათავისუფლე. ასე რომ დარჩენილიყო, ხუთ - ექვს წელიწადში გახმებოდა. ეს ფულისთვის არ გამიკეთებია, უბრალოდ, ყოველდღე ამის შემხედვარეს გული მტკივა," - ამბობს თემურ აბაქაროვი.

ის კურორტის ტერიტორიაზე ორი კვირის წინ დაწყებულ ველობილიკების რეაბილიტაციას, უარყოფითად აფასებს და ამბობს, რომ ამის საჭიროება ნამდვილად არ იყო.
"ისეთი მყარი ასფალტი იყო, რომ ძლივს დაანგრიეს. მე თვითონ პროფესიით მშენებელი ვარ. მთელი ცხოვრება ამ საქმეში გავატარე და მესმის ეს საკითხი. თუ კაუჩუკის დაგება უნდოდათ, ამის გადაგება ზემოდანაც შეიძლებოდა. ამის მაგივრად, დაერგოთ ხეები, გაეკეთებინათ ტრენაჟორები, დაეყენებინათ დარაჯი, რომელიც ტერიტორიას მკაცრად გააკონტროლებდა. სკამებიც დაგლეჯილია, იმიტომ რომ პატრონი არ ჰყავს. ვინმე მაინც ხომ უნდა აქცევდეს ყურადღებას?! ჯარიმა მაინც დააწესონ, რომ ახალგაზრდობამ შეიგნოს და აღარ დააზიანოს. გარდა ამისა, საჭიროა ახტალის ბუნებას მოუფრთხილდნენ. თუ აკეთებ, კიდევაც უნდა დაიცვა! "

კურორტ "ახტალის" დირექტორი გოგა უტიაშვილი კი ამბობს, რომ რეაბილიტაციის შემდეგ გარკვეული ხარვეზები გამოიკვეთა და ამ სამუშაოების შესრულება აუცილებელი იყო.
"თავის დროზე გაკეთდა ჩოგბურთის კორტები, მოეწყო გაზონები და ა.შ. რეაბილიტაციამ, რომელიც მუნიციპალური განვითარების ფონდისა და მსოფლიო ბანკის თანადაფინანსებით განხორციელდა, ტერიტორიის დაახლოებით 5-6 ჰექტარი მოიცვა. ცოტა ხნის წინ მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლებმა ტერიტორია დაათვალიერეს. რაღაცეები არ მოეწონათ. ველობილიკის საფარზე ასფალტი დაბზარული და შესაცვლელი იყო. ის ფენა, რომელიც გაბზარულია უნდა მოიხსნას, სადაც დაწეულია, ხელახლა დაიგოს. ველობილიკი ადრე შეღებილი იყო სპეციალური საღებავით, რომელიც მზე-წვიმაზე მაინც დაზიანდა და ახლა კაუჩუკის საფარი გაკეთდება. იღებება სკამები. მოკლედ, რამაც ამ ორ სამ წელიწადს ვერ გაუძლო, იმის განახლება-გაკეთება ხდება, ეს ყველაფერი მორჩენილი თანხებით კეთდება,"-აღნიშნა მან.

რეალურად, რატომ გახდა საჭირო სამუშაოების ჩატარება და რა თანხა იხარჯება ამისათვის? - ამ კითხვით მუნიციპალური განვითარების ფონდს მივმართეთ.
"კურორტ ახტალაზე გარკვეული ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს. კეთდება საფეხმავლო ბილიკები, ათას კვადრატულ მეტრზე ეწყობა ველობილიკი, ხდება სასმელი ჭის აღდგენა და გარე განათების ბოძების გამაგრება, რომელიც მორყეული იყო. სამუშაოები მსოფლიო ბანკის დაფინანსებით მიმდინარეობს და დღგს ჩათვლით პროექტის ღირებულება 92 ათასი ლარია. ეს არის დეფექტების აღმოფხვრისთვის გამოყოფილი თანხა, რომელსაც კონტრაქტი ითვალისწინებდა. როდესაც სრული რეაბილიტაცია მიდის, ყოველთვის რჩება საგარანტიო თანხები, ახტალის შემთხვევაშიც ასეა. დამატებითი თანხის გამოყოფა არ მომხდარა."-განმარტეს მუნიციპალური განვითარების ფონდის პრესსამსახურში.
მათივე ინფორმაციით, სამუშაოები მაისის ბოლოს დასრულდება.

შეგახსენებთ, რომ კურორტ "ახტალის" რეაბილიტაცია 2012 წლის ივლისის ბოლოს დაიწყო და ჯერ კიდევ არ დასრულებულა. მაშინ ახტალის რეაბილიტაციისთვის ჯამში 2 მილიონი ლარი იყო გამოყოფილი.
როგორც კომპანია "ტერექს 21"-ის სამუშაოთა მწარმოებელი ბესიკ გიორგანაშვილი ამბობდა, "შენობა უაზროდ დაგვანგრევინეს და მერე გაირკვა, რომ არ იყო საჭირო. რადგან პროექტში არ იჯდა, ხარჯთაღრიცხვაც არ იყო გაკეთებული."

ამ ნაგებობაში 300 კაცზე გათვლილი სასადილო და კინო-კლუბი იყო განთავსებული. მის ადგილას ახალი შენობის აშენება დაიგეგმა, მაკეტიც შედგა, თუმცა, როგორც ეკონომიკის სამინისტროში განმარტავენ, ამ დრომდე ვერ მოინახა ინვესტორი, რომელიც ახტალის შეძენით და ამ საკითხით დაინტერესდებოდა.





| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში,
ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც
დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის
დასახელებები.
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12.04.2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის
რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები
თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10.04.2024
გურჯაანში გასული წლის 15 ივნისის სტიქიისგან დაზიანებული გზის
(გურჯაანი-ჭაბუკიანი-აფენი-კაბალის 5 კილომეტრიანი მონაკვეთი)
რეაბილიტაცია გასული წლის ოქტომბერში დაიწყო და ამ დრომდე
მიმდინარეობს. საზოგადოების მაღალი ინტერესია იმასთან დაკავშირებით,
თუ როდის დასრულდება სარეაბილიტაციო სამუშაოები და როდის შეძლებს
გურჯაანის მოსახლეობა კომფორტულ გადაადგილებას.
გურჯაანში გასული წლის 15 ივნისის სტიქიისგან დაზიანებული გზის (გურჯაანი-ჭაბუკიანი-აფენი-კაბალის 5 კილომეტრიანი მონაკვეთი) რეაბილიტაცია გასული წლის ოქტომბერში დაიწყო და ამ დრომდე მიმდინარეობს. საზოგადოების მაღალი ინტერესია იმასთან დაკავშირებით, თუ როდის დასრულდება სარეაბილიტაციო სამუშაოები და როდის შეძლებს გურჯაანის მოსახლეობა კომფორტულ გადაადგილებას.
12:19 / 04.04.2024
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თბილისი-საგარეჯოს
მაგისტრალური გზის 31 კმ-იანი და ბაკურციხე-წნორის 16.6 კმ-იანი
მონაკვეთების მშენებლობა გრძელდება.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თბილისი-საგარეჯოს მაგისტრალური გზის 31 კმ-იანი და ბაკურციხე-წნორის 16.6 კმ-იანი მონაკვეთების მშენებლობა გრძელდება.
16:04 / 23.02.2024
სამართალი
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ა.ბ.
11:35 / 21-02-2024
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმერეთის რეგიონში სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
16:25 / 07-02-2024
ეკონომიკა
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10-04-2024
სხვა ამბები
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
00:46 / 18-04-2024
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებს.
23:54 / 17-04-2024
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის კანცელარიისკენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.
23:17 / 17-04-2024
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის (FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
22:29 / 17-04-2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპროტესტო აქციას ეხმაურება.
22:08 / 17-04-2024
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ ძამანაშვილმა, „საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი კრივში მოსწავლეთა შორის“ პირველი ადგილი დაიკავა. ის ასევე „საქართველოს 2023 წლის მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატის“ პირველი ადგილის მფლობელია.
13:43 / 25-03-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 15 / 29 °C
img
საგარეჯო 14 / 27 °C
img
დ.წყარო 12 / 23 °C
img
სიღნაღი 14 / 30 °C
img
ლაგოდეხი 15 / 25 °C
img
ყვარელი 15 / 29 °C
img
თელავი 16 / 28 °C
img
ახმეტა 15 / 28 °C
img
კალენდარი

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.