გურჯაანში ნონეშვილის გამზირზე გზაგამყოფის დემონტაჟი დასრულდა, თუმცა
საგზაო მონიშვნები ჯერ კიდევ არ დაწყებულა.
„ტენდერში გამარჯვებულ კომპანია - შპს „გზაჯვარედინთან“ ხელშეკრულება
სამ ან ექვს ივნისს გაფორმდება და ამის შემდეგ დაიწყება პარკირების
მოწყობა და სხვა საგზაო მონიშვნები,“-აღნიშნა ჩვენთან საუბარში
გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესასთან და საზოგადოებასთან
ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ზვიად ბიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ გურჯაანში, ნონეშვილის გამზირზე გზაგამყოფის
დემონტაჟი აპრილის თვეში დაიწყო.
მასალის გამოყენების პირობები