ინფრასტრუქტურა
მუდმივი პრობლემა, რომელიც მოსახლეობას საფრთხეს უქმნის
ქალაქ გურჯაანში თბილისი-თელავის ცენტრალურ მაგისტრალზე, "ახტალის" მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ტროტუარი დიდი ხანია ავარიულ მდგომარეობაშია. სტიქიის შემდეგ კი ჩაინგრა და საფრთხეს უქმნის როგორც ფეხით მოსიარულეებს, ასევე მძღოლებს. აღნიშნული ვითარება გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მას შემდეგ შეისწავლა, რაც ამ საკითხით "სპექტრი" დაინტერესდა. უკვე რამდენიმე თვეა, გურჯაანში, თავისუფლების ქუჩაზე "ახტალის" მოსახვევთან ტროტუარი ავარიულ მდგომარეობაშია. რამდენიმე კვირის წინ კი სტიქიის შედეგად მოვარდნილმა ღვარცოფმა აღნიშნულ მონაკვეთს ნიადაგი გამოაცალა. `სამსახურის გამო ამ გზაზე სიარული ყოველდღე მიწევს. ეს ადგილი მრავალი თვეა დაზიანებულია, მუდმივად მქონდა შიშის გრძნობა, რომ არ ჩანგრეულიყო, ახლა კი გავლაც შეუძლებელია, პირდაპირ გზაზე უნდა გადახვიდე. არადა, ისეთი მოსახვევია, მანქანებისთვის გვერდის ავლა ძნელია. საღამოობით იმის ალბათობაც არსებობს, რომ ადამიანმა ორმო ვერ დაინახოს და შიგ ჩავარდეს. მით უმეტეს, თუ აქეთ ხშირად არ დადის და ამ დაზიანების შესახებ არ იცის. უბრალოდ, მაინტერესებს, დავიჯერო ადგილობრივი ხელმძღვანელობიდან ვერავინ ხედავს, რომ სათანადო ზომები მიიღოს?" _ გვითხრა დალი ჯავშანაშვილმა.

მის აზრს იზიარებს უშანგი ყამბარაშვილი, რომელსაც ყოვლდღე ამ გზით მანქანით უხდება სიარული და არ გამორიცხვას, რომ შეიძლება მძღოლებისთვისაც ავარიული სიტუაცია შეიქმნას.
"არსებული დაზიანების შესახებ კარგად ვიცი. საფრთხეს ისიც წარმოადგენს, რომ შეიძლება ორმო გაფართოვდეს და გზაც დაზიანდეს. გარდა ამისა, ხშირია შემთხვევა, იმის გამო, რომ შიგ არ ჩავარდეს, ადამიანი გზაზე გადმოდის და ავარიული სიტუაცია იქმნება. თანაც ისეთი მოსახვევია, რომ სანამ ახლოს არ მიხვალ, არაფერი ჩანს. ამიტომ ტრაგედიის რეალური საფრთხე არსებობს," _ გვითხრა უშანგი ყამბარაშვილმა.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ამ პრობლემით, მაშინ დაინტერესდნენ, როდესაც კომენტარისთვის "სპექტრის" ჟურნალისტმა მიმართათ. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ახლადდანიშნულმა გამგებელმა აღნიშნული ტერიტორია იქამდე დაათვალიერა, ვიდრე ოფიციალურ კომენტარს გააკეთებდა. მისი თქმით, ეს პრობლემა უახლოეს მომავალში აუცილებლად გადაიჭრება.
"მინდა გითხრათ, რომ ამ სამუშაოს შესრულება საგზაო ფირმას ეკისრება, რომელსაც თელავი-ბაკურციხის გზის მაგისტრალზე პასუხისმგებლობა აქვს აღებული. აქედან გამომდინარე, ჩვენ უკვე გვქონდა მათთან კონსულტაციები, მივაწოდეთ ინფორმაცია და ჩვენი მოთხოვნები წარვუდგინეთ. მათგან ასეთი პასუხი მივიღეთ, რომ ეს პრობლემა უახლოეს მომავალში გადაიჭრება. შესაბამისი ტექნიკოსები, სპეციალისტები შეისწავლიან ამ ადგილს და იმის მიხედვით გაკეთდება ყველაფერი," _ გვითხრა მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით მესხიშვილმა. აქვე შეგახსენებთ, რომ მიმდებარე ტერიტორია გასულ წლებშიც დაზიანდა. იმ პერიოდშიც პრობლემა მაშინ მოგვარდა, რაც აღნიშნული საკითხით "სპექტრი" დაინტერესდა.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში,
ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც
დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის
დასახელებები.
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12.04.2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის
რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები
თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10.04.2024
გურჯაანში გასული წლის 15 ივნისის სტიქიისგან დაზიანებული გზის
(გურჯაანი-ჭაბუკიანი-აფენი-კაბალის 5 კილომეტრიანი მონაკვეთი)
რეაბილიტაცია გასული წლის ოქტომბერში დაიწყო და ამ დრომდე
მიმდინარეობს. საზოგადოების მაღალი ინტერესია იმასთან დაკავშირებით,
თუ როდის დასრულდება სარეაბილიტაციო სამუშაოები და როდის შეძლებს
გურჯაანის მოსახლეობა კომფორტულ გადაადგილებას.
გურჯაანში გასული წლის 15 ივნისის სტიქიისგან დაზიანებული გზის (გურჯაანი-ჭაბუკიანი-აფენი-კაბალის 5 კილომეტრიანი მონაკვეთი) რეაბილიტაცია გასული წლის ოქტომბერში დაიწყო და ამ დრომდე მიმდინარეობს. საზოგადოების მაღალი ინტერესია იმასთან დაკავშირებით, თუ როდის დასრულდება სარეაბილიტაციო სამუშაოები და როდის შეძლებს გურჯაანის მოსახლეობა კომფორტულ გადაადგილებას.
12:19 / 04.04.2024
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თბილისი-საგარეჯოს
მაგისტრალური გზის 31 კმ-იანი და ბაკურციხე-წნორის 16.6 კმ-იანი
მონაკვეთების მშენებლობა გრძელდება.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თბილისი-საგარეჯოს მაგისტრალური გზის 31 კმ-იანი და ბაკურციხე-წნორის 16.6 კმ-იანი მონაკვეთების მშენებლობა გრძელდება.
16:04 / 23.02.2024
სამართალი
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ა.ბ.
11:35 / 21-02-2024
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმერეთის რეგიონში სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
16:25 / 07-02-2024
ეკონომიკა
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10-04-2024
სხვა ამბები
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
00:46 / 18-04-2024
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებს.
23:54 / 17-04-2024
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის კანცელარიისკენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.
23:17 / 17-04-2024
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის (FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
22:29 / 17-04-2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპროტესტო აქციას ეხმაურება.
22:08 / 17-04-2024
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ ძამანაშვილმა, „საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი კრივში მოსწავლეთა შორის“ პირველი ადგილი დაიკავა. ის ასევე „საქართველოს 2023 წლის მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატის“ პირველი ადგილის მფლობელია.
13:43 / 25-03-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 15 / 29 °C
img
საგარეჯო 14 / 27 °C
img
დ.წყარო 12 / 23 °C
img
სიღნაღი 14 / 30 °C
img
ლაგოდეხი 15 / 25 °C
img
ყვარელი 15 / 29 °C
img
თელავი 16 / 28 °C
img
ახმეტა 15 / 28 °C
img
კალენდარი

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.