გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუკუზანში 1450 მეტრი გზა დაიგება.
სამუშაოებისთვის 415 248 ლარი დაიხარჯება.
-„სამუშაოები რეგიონული განვითარების ფონდიდან ხორციელდება,
თანადაფინასებაში შედის მუნიციპალიტეტიც მთლიანი თანხის 13.5%-ით. ზოგ
მონაკვეთზე ორმხრივი სანიაღვრე მოეწყობა, ზოგან კი -ცალმხრივი.
აღნიშნული გზა სრულად გამოსული იყო მწყობრიდან და მოსახლეობის
მოთხოვნით დაიგეგმა პროექტი.“-აღნიშნა გურჯაანის მუნიციპალიტეტის
მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა ვლადიმერ
მუსალბიშვილმა.
სამუშაოები, რომელსაც შპს „წალენჯიხის საგზაო სამმართველო“
ახორციელებს, 12 ოქტომბრისთვის უნდა დასრულდეს.
მასალის გამოყენების პირობები