ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის
გადაადგილება თავისუფალია. საავტომობილო გზების დეპარტამენტის
ინფორმაციით, აღნიშნულ მონაკვეთზე ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოები
ჩატარდა.
„ ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად,
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის
საავტომობილო გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა
თავისუფალია.
საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოუწოდებს
მოსახლეობას, იმოძრაონ ზამთრის პერიოდისათვის შესაბამისი საბურავებით,
გამართული ავტოტრანსპორტით და დაემორჩილონ საავტომობილო გზებზე
დაწესებულ რეჟიმებს.“ - აღნიშნულია დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ
განცხადებაში.
რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი, ნამქერები, შეზღუდული
ხილვადობა) გამო, აღნიშნული გზის კმ1-კმ8 მონაკვეთზე ყველა სახის
ავტოტრანსპორტის მოძრაობა მთელი ღამის განმავლობაში აკრძალული
იყო.
მასალის გამოყენების პირობები