ჯოყოლო-დუმასტურის დამაკავშირებელი ხიდის რეაბილიტაცია განხორციელდება
ახმეტის მუნიციპალიტეტის
პანკისის-ხეობაში ჯოყოლო-დუმასტურის დამაკავშირებელ ხიდის
რაბილიტაცია იგეგმება. ტენდერი ხის კონსტრუქციის დემონტაჟის და
მოწყობის სამუშაოების პროექტირებაზე უკვე გამოცხადებულია.
-"პანკისის ხეობაში სოფლები მდებარეობს როგორც ალაზნის მარცხენა,
ასევე მარჯვენა მხარეს. საბჭოთა კავშირის დროს გაკეთებული ძველი ხიდი
გვქონდა, მოსახლეობას კომუნიკაციისთვის შემოვლა უწევდა ხეობაზე და
შემდეგ ამ ხიდით დაკავშირება. ახლა უკვე ორი ხიდია, ერთი კაპიტალურია,
ერთი კი ისაა, რომელსაც რეაბილიტაცია უნდა ჩაუტარდეს. ხიდს ხის საფარი
აქვს, მსუბუქი მანქანებისთვის არის გათლილი. პერიოდულად მზეზე და
წვიმაზე ლპება და გვიხდება ამის რემონტი და ამოცვლა. ახლა ვგეგმავთ,
ისე გაკეთდეს, რომ მოსახლეობას პრობლემები აღარ შეექმნას. გვინდა,
საფარი მოხარშული მერქნით შეიცვალოს, რომ გამძლე იყოს,"- განაცხადა
speqtri.ge-სთან ახმეტის მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსი
ფიცხელაურმა.
მისივე ინფორმაციით, ხიდის რეაბილიტაციისთვის თანხის მობილიზება
ადგილობრივი ბიუჯეტიდან მოხდება.
მასალის გამოყენების პირობები