სოფლის მეურნეობა
რა სტანდატებს უნდა აკმაყოფილებდეს ქართული ყველი ევროპულ ბაზარზე
65 წლის ომარ ჯალალოვი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის იორმუღანლოს თემის სოფელ ლამბალოში ცხოვრობს. მას 400-მდე სული ცხვარი ჰყავს.  ყველს მთაში ამზადებს და იორმუღანლოს ბაზარზე 12-15 ლარად ყიდის.

მისი თქმით, თუკი ევროპის ბაზარი გაიხსნება,  შემოსავალიც გაიზრდება. სურვილი დიდია, თუმცა ამისათვის რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს პროდუქტი, ინფორმაცია არ აქვთ. ყველს ისევე ამზადებენ, როგორც მათი წინაპრები.

ომარ ჯალალოვის  მსგავსად, ცხვრის ყველს აიდამირ გაჯიევიც ყიდის. ცხვარი მასაც მთაში ჰყავს და გაზაფხულობით იქ ოჯახთან ერთად მიდის. „კარგი იქნება, თუ ჩვენი პროდუქტი საზღვარგარეთ გავა, აქ მაღალი ფასი არ აქვს და არაფერი გვრჩება. მთავრობამ უნდა გვითხრას, რა გავაკეთოთ და როგორ მოვიქცეთ, აბა, ჩვენ რა ვიცით?!“

ქართული ყველის ევროპულ ბაზარზე მოსახვედრად, მხოლოდ სურვილი არ კმარა. "ასოცირების ხელშეკრულების" ფარგლებში პროდუქტი გარკვეულ მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს. სპეციალისტების შეფასებით, ქართულ ყველს საექსპორტო ბაზარზე გასვლის რეალური პოტენციალი აქვს. "ასოცირების ხელშეკრულების"თანახმად,  მეწარმეები უნდა აკმაყოფილებდნენ კრიტიკული საკონტროლო წერტილების მიკვლევადობას (HACCP). ანუ, თუ მიკრობიოლოგიური შემოწმების შედეგად  აღმოჩნდა, რომ  პროდუქტი დაბინძურებულია, მეწარმეს იმ დონეზე უნდა ჰქონდეს დანერგილი HACCP-ი სტანდარტი, რომ ამოიღოს მაღაზიიდან პროდუქცია, რომელიც შეიძლება საფრთხეს შეიცავდეს. ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნაა, პირუტყვი ჯანმრთელი იყოს. 2020 წლისთვის ჩვენ, ალბათ, დავაკაყოფილებთ ამ სტანდარტს, მხოლოდ ამის შემდეგ მოგვეცემა საშუალება  500 მილიონიან ბაზარზე გავიდეს ქართული ყველი.“- აღნიშნა საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარემ ნინო ზამბახიძემ.

ასოცირების ხელშეკრულება საქართველოს მხარეს მოთხოვნებს ადგილობრივ ბაზარზეც უწესებს, სადაც ამ დროისთვის ყველის უვნებლობას აკრედიტებული ლაბორატორიები ამოწმებს. „მომხმარებელი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ პირუტყვი, რომლის რძისგან დამზადებული პროდუქტიც შეიძინა, ჯანმრთელია. ერთ-ერთი გამოწვევა მომხმარებლის მოთხოვნაა, რაც მაღალი ხარისხის პროდუქციის შეძენას გულისხმობს. აგრარულ ბაზარზე ჯერ არ ხდება წარმოებული პროდუქციის შემოწმება, რაც შეეხება მარკეტებსა და სუპერმარკეტებს, იქ გამოწვევები არ გვაქვს.“ - ამბობს ნინო ზამბახიძე.

„ასოცირების ხელშეკრულების“ მიხედვით, 2017 წლიდან ფერმერები აგრარულ  ბაზარზე შეუმოწმებელ ყველს ვეღარ გაყიდიან. უვნებლობის დადგენა მათ ლაბორატორიებში შეეძლებათ.

ცხოველური წარმოშობის პროდუქტებზე, მათ შორის ყველსა და რძის  სხვა ნაწარმზე, ევროკავშირის მოთხოვნების ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელია. მათ შორისაა ცხოველების, იდენტიფიკაცია/რეგისტრაცია, ელექტრონული ბაზის შექმნა და ცხოველთა გადამდები დაავადებების პროფილაქტიკა.

ამ კუთხით, ევროპულ სტანდარტებთან მიახლოვება საქართველომ 2012 წელს დაიწყო. აღნიშნულ თემაზე ცხოველთა რეგისტრაციისა და იდენტიფიკაციის სამმართველოს უფროსი ზვიად ასლანიშვილი გვესაუბრა.

„სოფლის მეურნეობის სამინისტრომ საქონლის იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია პრიორიტეტულ ამოცანად დაისახა და აღნიშნულმა პროცესმა კამპანიის სახე  2012 წელს მიიღო. 2012-2014 წლებში მილიონ 300 000-ზე მეტი მსხვილფეხა საქონლის  იდენტიფიკაცია მოხდა საყურე ნიშნით. ეს ნიშანი პირუტყვს ორივე ყურზე უმაგრდება. გასულ წელს დაახლოებით 400 000-მდე მსვილფეხა საქონლის იდენტიფიკაცია განხორციელდა. 2015 წელს მთავრობამ წვრილფეხა საქონლის იდენტიფიკაციის პროექტი დაამტკიცა. საპილოტე პროექტი  პირველ ეტაპზე სამ რეგიონში დავიწყეთ, ესენია:  სამცხე-ჯავახეთი, თბილისის შემოგარენი სოფლები და  შიდა ქართლი. სხვა რეგიონებში, მათ შორის კახეთშიც, სამუშაოები მიმდინარე წელსაა დაგეგმილი. იდენტიფიკაციის თანმდევი პროცესია რეგისტრაცია მონაცემთა ბაზაში. გასულ წელსვე  ევროპული დონის რეგისტრაციის პროგრამა შევიმუშავეთ. 2015 წლის დეკემბერში  მონაცემთა ბაზაში 500 000 საქონელი დაფიქსირდა (როგორც წვრილფეხა, ისე მსხვილფეხა).  ბაზაში შედის შემდეგი მონაცემები: პირუტყვის ჯიში, ასაკი, წარმომავლობა, საიდენტიფიკაციო ნომერი, ინფორმაცია გადაადგილების შესახებ, მეპატრონის მონაცემები, მიწის  მუდმივი, თუ დროებითი სადგომი. “

რაც შეეხება გადამდები დაავადებების პროფილაქტიკას, ზვიად ასლანიშვილის თქმით, მათი სამსახური ცხოველთა ვაქცინაციას ეტაპობრივად ახორციელებს. „უფასო აცრები ყოველწლიურად ტარდება თურქულზე, ჯილეხზე, მაღალი რისკის ზონაში - ყვავილზეც. დავიწყეთ ბრუცელოზთან ბრძოლის ხუთწლიანი პროგრამა. ვაქცინაციას ჯანმრთელ ცხოველებსაც ვუტარებთ, რათა არ მოხდეს მათი დაავადება.   ვეტერინარული სამსახური ახდენს იმუნური ფონის შენარჩუნებას მთელი საქართველოს მასშტაბით. ცხოველის ინდივიდუალური მიკვლევადობა არის დაავადების გაკონტროლების ამოსავალი წერტილი, რათა გავთვალოთ რისკები. მაგალითად, ბრუცელოზის დასადგენად, სადგომზე შეიძლება ათი პირუტყვიდან ავიღოთ სისხლის ნიმუში. შესაძლოა, აქედან, ერთი ან ორი იყოს დაავადებული. უნდა გვქონდეს შესაძლებლობა, რომ როდესაც დაავადებული ცხოველის დაკვლას დავაპირებთ, მოვახდინოთ იდენტიფიცირება, ანუ ზუსტად გავიგოთ, რომელი ძროხაა დაავადებული. ეს მიმართულია იქითკენ, რომ შევინარჩუნოთ სურსათის უვნებლობის მთელი ჯაჭვი - წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ყველა ეტაპზე.“

სპეციალისტები პროგნოზირებენ, რომ ქართული მხარე ცხოველური წარმოშობის პროდუქტებს, მათ შორის ყველს, ევროპაში 2020 წლამდე ვერ გაიტანს. მანამდე კი ქვეყანა ევროპულ სტანდარტებს უნდა მიუახლოვდეს და ზემოთ აღნიშნული მოთხოვნები დააკმაყოფილოს.

 

 

სტატიის აზერბაიჯანული ვერსია

SPEKTRI-XÜSUSİ BURAXILIŞ-pdf

| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
23-დან 25 თებერვლამდე, პორტუგალიის ქალაქი პორტო უმასპინძლებს
ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო გამოფენას Simplesmente Vinho.
აღსანიშნავია, რომ საქართველო ამ ღონისძიებაზე ამაყად გამოირჩევა
ღვინის სამშობლოს სტატუსით.
23-დან 25 თებერვლამდე, პორტუგალიის ქალაქი პორტო უმასპინძლებს ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო გამოფენას Simplesmente Vinho. აღსანიშნავია, რომ საქართველო ამ ღონისძიებაზე ამაყად გამოირჩევა ღვინის სამშობლოს სტატუსით.
16:20 / 23.02.2024
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ქართული ღვინის
პოპულარიზაციის ღონისძიებები საერთაშორისო ბაზრებზე 2024 წელს კიდევ
უფრო გააქტიურდება.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ქართული ღვინის პოპულარიზაციის ღონისძიებები საერთაშორისო ბაზრებზე 2024 წელს კიდევ უფრო გააქტიურდება.
16:47 / 08.02.2024
საქართველოში წელს IWSC (International Wine and Spirits Competition)
კონკურსი მეორედ ჩატარდა, სადაც 170-ზე მეტი კომპანიის 520 ღვინო
მონაწილეობდა. წელს კონკურსზე ქართულ ღვინოებთან ერთად სომხეთსა და
აზერბაიჯანში წარმოებული ღვინოებიც იყო წარმოდგენილი.
საქართველოში წელს IWSC (International Wine and Spirits Competition) კონკურსი მეორედ ჩატარდა, სადაც 170-ზე მეტი კომპანიის 520 ღვინო მონაწილეობდა. წელს კონკურსზე ქართულ ღვინოებთან ერთად სომხეთსა და აზერბაიჯანში წარმოებული ღვინოებიც იყო წარმოდგენილი.
21:26 / 04.12.2023
საქართველოში რთველი 2023 დასასრულს უახლოვდება - მევენახეობის
ერთ-ერთ მთავარ რეგიონში, კახეთში ყურძენი უკვე დაბინავებულია.
საქართველოში რთველი 2023 დასასრულს უახლოვდება - მევენახეობის ერთ-ერთ მთავარ რეგიონში, კახეთში ყურძენი უკვე დაბინავებულია.
15:22 / 19.10.2023
სამართალი
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ა.ბ.
11:35 / 21-02-2024
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმერეთის რეგიონში სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
16:25 / 07-02-2024
ეკონომიკა
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10-04-2024
სხვა ამბები
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
00:46 / 18-04-2024
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებს.
23:54 / 17-04-2024
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის კანცელარიისკენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.
23:17 / 17-04-2024
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის (FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
22:29 / 17-04-2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპროტესტო აქციას ეხმაურება.
22:08 / 17-04-2024
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ ძამანაშვილმა, „საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი კრივში მოსწავლეთა შორის“ პირველი ადგილი დაიკავა. ის ასევე „საქართველოს 2023 წლის მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატის“ პირველი ადგილის მფლობელია.
13:43 / 25-03-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 12 / 14 °C
img
საგარეჯო 10 / 12 °C
img
დ.წყარო 9 / 11 °C
img
სიღნაღი 12 / 16 °C
img
ლაგოდეხი 11 / 13 °C
img
ყვარელი 12 / 14 °C
img
თელავი 11 / 13 °C
img
ახმეტა 10 / 13 °C
img
კალენდარი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.