სოფლის მეურნეობა
ერთიანი აგროპროექტის პრეზენტაცია [R]
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ „ერთიანი აგროპროექტის“ პრეზენტაცია გამართა. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო.
სიტყვით გამოსვლისას პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა სოფლის მეურნეობის მინისტრს, ოთარ დანელიას და მის გუნდს საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებისთვისგაწეული მნიშვნელოვანი სამუშაოსთვის. როგორც პრემიერმა აღნიშნა, მიმდინარე პროექტების გაერთიანება „ერთიან აგროპროექტში" მთავრობის მუშაობას კიდევ უფრო ეფექტიანს გახდის და სახელმწიფო პროექტებით სარგებლობა ხალხს უფრო მეტ სიკეთესმოუტანს.

„ერთიანი აგროპროექტის“ პრეზენტაცია სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ წარადგინა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, სოფლის მეურნეობის სამინისტროსინიცირებით, სააგენტო არაერთ მასშტაბურ პროექტს ახორციელებს, რომელთა მიზანიც სასოფლო-სამეურნეო წარმოების ხელშეწყობაა.

,,მოგეხსენებათ, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს მიერ არაერთიპროექტი ხორციელდება, გვაქვს ახალი პროექტებიც. ერთიანი კონცეფციის ფორმატში დამთავრობის 4 პუნქტიანი გეგმის შესაბამისად, ჩვენ დღეს ახალი ინიციატივა შევთავაზეთსაზოგადოებას, რაც მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების ერთი ქუდის ქვეშ გაერთიანებასგულისხმობს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია სწორი და ეფექტიანი კომუნიკაციასაზოგადოებასთან. „ერთიანი აგროპროექტი“ შესაძლებლობას მისცემს მეწარმეებს,ფერმერებს, გლეხებს ერთი ფანჯრის პრინციპით მიიღონ ყველა ის პროდუქტი, რომელსაცაგრარული დარგის განვითრების მიზნით ვთავზობთ. „ერთიანი აგროპროქტში“ შევიდა აგროდაზღვევა და აგროკრედიტი უკვე განახლებული კომპინენტებით. ჩვენთვისუმნიშვნელოვანესია მოქალაქეებისთვის შეღავათიან ფინანსურ რესურსებზე კიდევ უფრომეტი ხელმისაწვდომობის, ლარის გრძელვადიანი პერსპექტივით სესხების გაცემის შესაძლებლობების უზრუნველყოფა; ასევე, საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთანურთიერთობა, ევროსტანდარტებისა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობა, იმარსებული რესურსების ოპტიმიზაცია, რომელიც მობილიზებულია, დამატებითი სამუშაოადგილების შექმნა.დღეისათვის ჩვენ ვსაუბრობთ 15000-მდე დასაქმებულზე, საიდანაც 4000-მდე ახალი სამუშაოადგილი სამინისტროს მიერ განხორციელებული პროექტების ფარგლებში შეიქმნა. სულმილიარდ ლარზე მეტი სესხი გაიცა. მინდა შეგახსენოთ, რომ 2011 წლისთვის ეს ციფრი 60მლნ ლარს არ აღემატებოდა. ყოველივე ამან განაპირობა აგრარულ დარგში უპრეცედენტოდ მაღალი უცხოური პირდაპირი ინვესტიცია, რამაც 2015 წელს 28 მლნ დოლარზე მეტი შეადგინა“,
- აღნიშნა ოთარ დანელიამ.

სოფლის მეურნეობის მინისტრმა დეტალურად ისაუბრა სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს მიერ განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე - შეღავათიანი აგროკრედიტი, საწარმოთა თანადაფინანსება, აგროდაზღვევა, დანერგე მომავალი, მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხული სამუშაოების ხელშეწყობა, ქართული ჩაი. თითოეული პროექტი შემუშავებულია სამინისტროს მიერ დარგისგანვითარების ერთიანი ხედვისა და სტარტეგიის გათვალისწინებით. პროექტებისფარგლებში, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს 1,000,000-მდე ადამიანთან ჰქონდა ინტერაქცია.

დაინტერესებულ მოსარგებლეს საშუალება აქვს შექმნას პირველადი და გადამამუშაველი აგროსაწარმო და დანერგოსაგროსტანდარტი. აღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით, მოსახლეობასთანკომუნიკაცია გახდა მრავალმხრივი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომუნიკაციის ეფექტიანობის გაზრდის,დაინტერესებული მოსარგებლისთვის საჭირო/შესაბამისი პროექტის/პროექტების ამოცნობის გასამარტივებლად, ერთიანი სტრატეგიის წარმოჩენისა და სწორი პოზიციონირებისთვის სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები ერთი ქუდის - „ერთიანი აგროპროექტის“ ქვეშ ერთიანდება. გაწეული საქმიანობის შეფასების საფუძველზე, პროექტები მუდმივად იხვეწება და მიმართულებათა რაოდენობა იზრდება.

საჭიროების გათვალისწინებით ხორციელდება ცვილებები როგორც საკანონმდებლო, ასევე დაფინანსების მიმართულებით. დაფინანსებულ საწარმოებში ინერგება HACCP და ISO22000:2005 სტანდარტები; მიმდინარეობს მუშაობა Global G.A.P. სტანდარტის დანერგვაზე. ჩამოყალიბდაკომპეტენციის ცენტრი, ჩატარდა კვლევა აგრარული დარგის მიმართულებითსაჭიროებების გამოსავლენად; დაიწყო სასწავლო კურსები პროექტებითმოსარგებლეთათვის;

იგეგმება თანამშრომლობა საერთაშორისო ფონდებთან, ასევე სააგენტოს მიერ დაფინანსებულ საწარმოებში სასწავლო ტურები დაინტერესული სტუდენტებისთვის. შეიქმნა ერთიანი სივრცე მოსახლეობასთან კომუნიკაციის გამარტივების და გაუმჯობესების მიზნით და ამოქმედდა ცხელი ხაზის ახალი ნომერი 1501. დღეის მონაცემებით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის პროექტებისმართვის სააგენტოს მიერ განხორცილებული პროექტების ფარგლებში გაცემულია 26 300 სესხი, მათ შორის, 24,426 სესხი, საერთო თანხით 693,960,821ლარი და 1,874 სესხი, საერთო თანხით, 202,557,257 აშშ დოლარი; შეიქმნა 150 ახალი აგროსაწარმო; გაფართოვდა/გადაიარაღდა 700 პირველადი და გადამამუშავებელიაგროსაწარმო; დაეზღვა 200 000 000 ლარამდე ღირებულების მოსავალი; ყოველწლიურად დახმარება 700 000 - ზე მეტ მცირემიწიან ფერმერს გადაეცემა და მათ საკუთრებაში არსებული 200 ათას ჰექტარზე მეტი მიწა მუშავდება.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
23-დან 25 თებერვლამდე, პორტუგალიის ქალაქი პორტო უმასპინძლებს
ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო გამოფენას Simplesmente Vinho.
აღსანიშნავია, რომ საქართველო ამ ღონისძიებაზე ამაყად გამოირჩევა
ღვინის სამშობლოს სტატუსით.
23-დან 25 თებერვლამდე, პორტუგალიის ქალაქი პორტო უმასპინძლებს ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო გამოფენას Simplesmente Vinho. აღსანიშნავია, რომ საქართველო ამ ღონისძიებაზე ამაყად გამოირჩევა ღვინის სამშობლოს სტატუსით.
16:20 / 23.02.2024
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ქართული ღვინის
პოპულარიზაციის ღონისძიებები საერთაშორისო ბაზრებზე 2024 წელს კიდევ
უფრო გააქტიურდება.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ქართული ღვინის პოპულარიზაციის ღონისძიებები საერთაშორისო ბაზრებზე 2024 წელს კიდევ უფრო გააქტიურდება.
16:47 / 08.02.2024
საქართველოში წელს IWSC (International Wine and Spirits Competition)
კონკურსი მეორედ ჩატარდა, სადაც 170-ზე მეტი კომპანიის 520 ღვინო
მონაწილეობდა. წელს კონკურსზე ქართულ ღვინოებთან ერთად სომხეთსა და
აზერბაიჯანში წარმოებული ღვინოებიც იყო წარმოდგენილი.
საქართველოში წელს IWSC (International Wine and Spirits Competition) კონკურსი მეორედ ჩატარდა, სადაც 170-ზე მეტი კომპანიის 520 ღვინო მონაწილეობდა. წელს კონკურსზე ქართულ ღვინოებთან ერთად სომხეთსა და აზერბაიჯანში წარმოებული ღვინოებიც იყო წარმოდგენილი.
21:26 / 04.12.2023
საქართველოში რთველი 2023 დასასრულს უახლოვდება - მევენახეობის
ერთ-ერთ მთავარ რეგიონში, კახეთში ყურძენი უკვე დაბინავებულია.
საქართველოში რთველი 2023 დასასრულს უახლოვდება - მევენახეობის ერთ-ერთ მთავარ რეგიონში, კახეთში ყურძენი უკვე დაბინავებულია.
15:22 / 19.10.2023
სამართალი
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ა.ბ.
11:35 / 21-02-2024
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმერეთის რეგიონში სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
16:25 / 07-02-2024
ეკონომიკა
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10-04-2024
სხვა ამბები
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
00:46 / 18-04-2024
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებს.
23:54 / 17-04-2024
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის კანცელარიისკენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.
23:17 / 17-04-2024
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის (FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
22:29 / 17-04-2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპროტესტო აქციას ეხმაურება.
22:08 / 17-04-2024
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ ძამანაშვილმა, „საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი კრივში მოსწავლეთა შორის“ პირველი ადგილი დაიკავა. ის ასევე „საქართველოს 2023 წლის მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატის“ პირველი ადგილის მფლობელია.
13:43 / 25-03-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 15 / 28 °C
img
საგარეჯო 15 / 26 °C
img
დ.წყარო 12 / 22 °C
img
სიღნაღი 14 / 29 °C
img
ლაგოდეხი 14 / 24 °C
img
ყვარელი 15 / 28 °C
img
თელავი 16 / 27 °C
img
ახმეტა 15 / 26 °C
img
კალენდარი

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.