სოფლის მეურნეობა
ქართული ღვინისა და ჩინური კულინარიის საღამო 23-მილიონიან სინძიანის პროვინციაში [R]
ჩინეთის სინძიანის პროვინციის ქალაქ ურუმჩიში ქართული ღვინისა და ჩინური კულინარიის საღამო გაიმართა, რომელიც ორგანიზებული იყო ქართული ღვინის ერთ-ერთი უმსხვილესი იმპორტიორი კომპანია „ბეიფანძიედას“ მიერ.


„ემა ჯგუფის“ (Yema Group) ცენტრში გამართულ ღონისძიებაზე, კომპანია "ბეიფანძიედას" წარმომადგენლებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს საფერავის საუცხოო შეხამებაზე სინძიანის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ და ცნობილ კერძთან „მეიძი მოკუ ჯინიუფე“ და ასევე ცნობილ ჩინურ ტრადიციულ კერძთან - „იხვი პეკინურად“. ღონისძიებას ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი დაესწრო, რომელიც სინძიანის პროვინციაში სააგენტოს სხვა წარმომადგენლებთან ერთად ვიზიტით იმყოფებოდა. საღამოს დაესწრნენ სინძიანის მედიისა და ბიზნესის წარმომადგენლები.

როგორც ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ აღნიშნა, კომპანია" ბეიფანძიედა" 10 წელია სინძიანში ქართული ღვინის იმპორტს ახორციელებს და ფლობს 11 ობიექტს, სადაც ქართული ღვინის შეძენა და დაგემოვნებაა შესაძლებელი.
„ქართული ღვინის წარდგენა და პოპულარიზაცია 23-მილიონიანი მოსახლეობის პროვინციაში ძალიან მნივნელოვანია. სინძიანის პროვინციაში საქართველოს და ქართული ღვინის კულტურას უფრო კარგად იცნობენ, ვიდრე სხვა პროვინციებში,სადაც რაოდენობრივად უფრო მეტი ღვინო იყიდება. აქ არის ქართული ღვინის რესტორნები, მაღაზიები, აქ უფრო მეტს საუბრობენ საფერავზე. აქ იყიდება 10-ზე მეტი ქართული ღვინის კომპანიის ღვინოები. ასე, რომ სინძიანის მოსახლეობას აქვს არჩევანი, რომ კარგი ქართული ღვინო გასინჯოს“ - აღნიშნა გიორგი სამანიშვილმა.

მისივე თქმით, სინძიანის პროვინციაში ქართული ღვინის იმპორტიორი კომპანიები გამოირჩევიან იმით, რომ ქართულ ღვინოს ადგილობრივ მომხარებელს ქართული კულტურისა და კულინარიის შეხამებით აცნობენ. „ბეიფანძიედას“ გენერალურმა მენეჯერმა თონგ ჯიამ (Tong Jia) აღნიშნა, რომ სინძიანის პროვინციაში გამორჩეულად მოსწონთ ქართული, განსაკუთრებით წითელი ღვინოები, რაც იმის არის წინაპირობა, რომ სამომავლოდ ამ რეგიონში კიდევ უფრო გაიზარდოს ქართული ღვინის იმპორტი.
„ჩინეთში, განსაკუთრებით სინძიანის პროვინციაში საკუთარი ღვინო საკმარისად გვაქვს. თუმცა, ქართული ღვინო რატომღაც უფრო საინტერესო გახდა ადგილობრივი მოსახლეობისთვის, რადგან ქართულ ღვინოს აქვს თავისი გამორჩეულობა, ძალიან ძველი კულტურა. ჩვენთვის ძალიან საინტერესო იყო ქართული კერძების დაგემოვნება და ამიტომ გავხსენით აქ ქართული რესტორნები. ჩვენს ობიექტებში ნახავთ ქვევრს, ყანწებს, გაეცნობით ქართული სუფრის ტრადიციებს, სადღეგრძელობს, მიიღებთ ინფორმაციას, რომ საქართველო არის ღვინის აკვანი. ჩვენი სურვილია, რომ ჩინეთის ყველა მოსახლეს მიეცეს ქართული ღვინის დაგემოვნების შესაძლებლობა“ - აღნიშნა მან.

ვიზიტის ფარგლებში ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა მოინახულეს კომპანია „ბეიფანძიადას“ ქართული ღვინის ობიექტები, შეხვდნენ ადგილობრივ ჟურნალისტებს. ასევე ესტუმრნენ ღვინის კომპანიას „Zhongli“, დაათვალიერეს კომპანიის ვენახები. კომპანია „ბეიფანძიადას“ ინვესტირებით სინძიანის პროვინციაში გახსნილია ქართული ღვინის პოპულარიზაციის ათეულობით ობიექტი - ქართული რესტორნები („თამადა“), ღვინის მაღაზია-სალონები და ღვინის სარეალიზაციო ოფისები, სადაც აქტიურად იყიდება ქართული ღვინოები, როგორც კერძო პირებზე, ასევე ინტერნეტ მომხარებელზე. კომპანიის დილერების რაოდენობა 70-ს შეადგენს, რომელთაგან 16 დილერს დამატებით ქართული ღვინის მაღაზია აქვს გახსნილი სინძიანის პროვინციაში.

ჩინეთში იმპორტირებული ქართული ღვინის ექსპორტის (2015 წლის მონაცემები) 13% სინძიანის პროვინციაზე მოდის. სინძიანი ცნობილია ღვინის წარმოების ზრდისა და სოფლის მეურნეობის სხვა დარგების განვითარებით. კომპანია „ბეიფანძიადას“ ქართული ღვინის ობიექტებში, ქართული ღვინის გარდა ქართული თაფლის და ქართულ ჩაის რეალიზაციაც ხდება. სინძიანის პროვინციაში (Xinjiang Uyghur Autonomous Region) 23 მლნ მოსახლეა. სინძიანს, აბრეშუმის გზის ეკომონიკური სარტყელის პროექტის სტრატეგიული, ცენტრალური ზონა უკავია. სინძიანს რვა ქვეყანა (მონღოლეთი,რუსეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, ავღანეთი, პაკისტანი და ინდოეთი) ესაზღვრება. ეკონომიკური და ტექნოლოგიური განვითარების ზონად არის აღიარებული. სინძიანის დედაქალაქია ურუმჩი.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
23-დან 25 თებერვლამდე, პორტუგალიის ქალაქი პორტო უმასპინძლებს
ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო გამოფენას Simplesmente Vinho.
აღსანიშნავია, რომ საქართველო ამ ღონისძიებაზე ამაყად გამოირჩევა
ღვინის სამშობლოს სტატუსით.
23-დან 25 თებერვლამდე, პორტუგალიის ქალაქი პორტო უმასპინძლებს ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო გამოფენას Simplesmente Vinho. აღსანიშნავია, რომ საქართველო ამ ღონისძიებაზე ამაყად გამოირჩევა ღვინის სამშობლოს სტატუსით.
16:20 / 23.02.2024
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ქართული ღვინის
პოპულარიზაციის ღონისძიებები საერთაშორისო ბაზრებზე 2024 წელს კიდევ
უფრო გააქტიურდება.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ქართული ღვინის პოპულარიზაციის ღონისძიებები საერთაშორისო ბაზრებზე 2024 წელს კიდევ უფრო გააქტიურდება.
16:47 / 08.02.2024
საქართველოში წელს IWSC (International Wine and Spirits Competition)
კონკურსი მეორედ ჩატარდა, სადაც 170-ზე მეტი კომპანიის 520 ღვინო
მონაწილეობდა. წელს კონკურსზე ქართულ ღვინოებთან ერთად სომხეთსა და
აზერბაიჯანში წარმოებული ღვინოებიც იყო წარმოდგენილი.
საქართველოში წელს IWSC (International Wine and Spirits Competition) კონკურსი მეორედ ჩატარდა, სადაც 170-ზე მეტი კომპანიის 520 ღვინო მონაწილეობდა. წელს კონკურსზე ქართულ ღვინოებთან ერთად სომხეთსა და აზერბაიჯანში წარმოებული ღვინოებიც იყო წარმოდგენილი.
21:26 / 04.12.2023
საქართველოში რთველი 2023 დასასრულს უახლოვდება - მევენახეობის
ერთ-ერთ მთავარ რეგიონში, კახეთში ყურძენი უკვე დაბინავებულია.
საქართველოში რთველი 2023 დასასრულს უახლოვდება - მევენახეობის ერთ-ერთ მთავარ რეგიონში, კახეთში ყურძენი უკვე დაბინავებულია.
15:22 / 19.10.2023
სამართალი
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ა.ბ.
11:35 / 21-02-2024
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმერეთის რეგიონში სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
16:25 / 07-02-2024
ეკონომიკა
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10-04-2024
სხვა ამბები
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
00:46 / 18-04-2024
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებს.
23:54 / 17-04-2024
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის კანცელარიისკენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.
23:17 / 17-04-2024
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის (FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
22:29 / 17-04-2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპროტესტო აქციას ეხმაურება.
22:08 / 17-04-2024
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ ძამანაშვილმა, „საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი კრივში მოსწავლეთა შორის“ პირველი ადგილი დაიკავა. ის ასევე „საქართველოს 2023 წლის მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატის“ პირველი ადგილის მფლობელია.
13:43 / 25-03-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 12 / 23 °C
img
საგარეჯო 11 / 23 °C
img
დ.წყარო 9 / 23 °C
img
სიღნაღი 13 / 25 °C
img
ლაგოდეხი 12 / 21 °C
img
ყვარელი 12 / 23 °C
img
თელავი 12 / 24 °C
img
ახმეტა 12 / 24 °C
img
კალენდარი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.