სოფლის მეურნეობა
ღვინის პროფესიონალები აშშ-დან ქართულ ღვინოს ეცნობიან [R]
ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით და ცნობილი ღვინის საერთაშორისო მაგისტრის, ლიზა გრანიკის (აშშ) ხელმძღვანელობით ღვინის პროფესიონალების 10-კაციანი ჯგუფი საქართველოს ესტუმრა.


(Lisa Granik, Kyle Eberle, GiancarloLuiggi, Carolyn Beaty, Aaron Zebrook, Amber Rill, Tristan Prat-Vincent, BrunoAlmeida, Isabella Fitzgerald, Barbara Haimes).ერთკვირიანი ღვინის ტურის ფარგლებში ამერიკელმა სტუმრებმა მოინახულეს ღვინის კომპანიები და მცირე მარნები ქართლსა და კახეთში: "გოცას ღვინოები","ალავერდის მონასტრის მარანი", „დანიელის მეღვინეობა”, „შალაურის ღვინის მარანი“, "თელავის ღვინის მარანი", "შუხმან ვაინს ჯორჯია", „შუმი“, "თელედა",„ჩვენი ღვინო“, „ხოხბის ცრემლები“, „ნიკა ბახიას მარანი“, „ჩელთი“, „თელიანიველი“, "ლაგვინარი", "შატო მუხრანი", "თბილღვინო", „ვინოტელი“ და„ბაგრატიონი 1882“, სადაც ადგილზე დააგემოვნეს ქართული ღვინოები, გაეცნენ ქართული ღვინის ისტორიასა და კულტურას, ქართულ სამზარეულოს. ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანია „Tastingwork”-ის ხელმძღვანელის, რომელიც ბოლო წლების მანძილზე არაერთი ღვინის ტურით ეწვია საქართველოს - ლიზა გრანიკის შეფასებით, ქართული ღვინის ხარისხი სულ უფრო და უფრო იხვეწება და უმჯობესდება.

„ქართული ღვინოები ყოველ წელს იცვლება, რაც ბევრ მწარმეობელთან ჩანს. მათ აქვთ სურვილი, რომ დაამზადონ მსოფლიოს დონის, მაღალი ხარისხის ღვინოები. საქართველოში ყოველ წელს განსხვავებული ფერის ღვინოებია. ზოგი ღვინო კომერციული წარმოებისაა, ზოგი არაკომერციული, ხარისხის სტანდარტი კი ორივე მიმართულებით წინ მიიწევს. მსგავსი ღვინის ტურები ემსახურება ქართული ღვინის ცნობადობის ამაღლებას აშშ-ში, ქართული ღვინის წარმოების ტრადიციული მეთოდებისა და უნიკალური ქართული ვაზის ჯიშების გაცნობას პროფესიონალებისთვის, რაც საბოლოო ჯამში ხელს შეუწყობს ქართული ღვინის ექსპორტის ზრდასა და ღვინის ტურიზმის განვითარებას საქართველოში“ “ - აღნიშნა ლიზა გრანიკმა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის, გიორგი სამანიშვილის განცხადებით, ქართული ღვინის წარდგენას ამერიკელი ღვინის პროფესიონალების წინაშე განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, რადგან ამერიკის შეერთებული შტატები გამოიკვეთა, როგორც ქართული ღვინის ერთ-ერთი პოტენციურად მზარდი საექსპორტო ბაზარი, სადაც ღვინის ეროვნული სააგენტო აქტიურ მარკეტინგულ ღონისძიებებს ახორციელებს. „ზოგადად, აშშ-ს ბაზარი რთულია ბაზარია, რადგან ამერიკელი მომხმარებელი მომთხოვნია ხარისხის მიმართ, მომთხოვნია სახელის მიმართ. ქართული ღვინის ცნობადობა ამერიკის ბაზარზე ჯერ, სამწუხაროდ, მაღალი არ არის, თუმცა ყოველწლიურად მატულობს სწორედ ასეთი პროფესიონალების ვიზიტების და იმ აქტივობების შედეგად, რომელსაც ამ ბაზარზე ვახორციელებთ. ახლაც პროფესიონალები ადგილზე ეცნობიან ქართულ ღვინოებს და ის შთაბეჭდილება,რომელიც მათ შეექმნებათ, აბსოლუტურდ განსხვავებული იქნება იმისგან, რაც შეიძლება მათ წაიკითხონ სადმე ან ნახონ სხვაგან“ - აღნიშნა გიორგი სამანიშვილმა.

აშშ-ს სხვადასხვა ქალაქებში გამართული დეგუსტაციებისა, საქართველოში ღვინის პროფესიონალების მოწვევით და სხვა აქტივობებით, ღვინის ეროვნული სააგენტო აშშ-ში აქტიურ მარკეტინგულ კამპნიას ახორციელებს, რაც უწყობს ქართული ღვინის ცნობადობისა და კონკურენტუნარიანობის ზრდას აშშ-ს ბაზარზე და ზოგადად ქართული ღვინის საექსპორტო არეალის გაფართოებას.მიმდინარე წლის 8 თვის მონაცემებით საქართველოდან აშშ-ში ექსპორტირებულია 172 ათასამდე ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც 10%-ით აღემატება გასული წლი სანალოგიურ მაჩვენებელს.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
23-დან 25 თებერვლამდე, პორტუგალიის ქალაქი პორტო უმასპინძლებს
ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო გამოფენას Simplesmente Vinho.
აღსანიშნავია, რომ საქართველო ამ ღონისძიებაზე ამაყად გამოირჩევა
ღვინის სამშობლოს სტატუსით.
23-დან 25 თებერვლამდე, პორტუგალიის ქალაქი პორტო უმასპინძლებს ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო გამოფენას Simplesmente Vinho. აღსანიშნავია, რომ საქართველო ამ ღონისძიებაზე ამაყად გამოირჩევა ღვინის სამშობლოს სტატუსით.
16:20 / 23.02.2024
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ქართული ღვინის
პოპულარიზაციის ღონისძიებები საერთაშორისო ბაზრებზე 2024 წელს კიდევ
უფრო გააქტიურდება.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ქართული ღვინის პოპულარიზაციის ღონისძიებები საერთაშორისო ბაზრებზე 2024 წელს კიდევ უფრო გააქტიურდება.
16:47 / 08.02.2024
საქართველოში წელს IWSC (International Wine and Spirits Competition)
კონკურსი მეორედ ჩატარდა, სადაც 170-ზე მეტი კომპანიის 520 ღვინო
მონაწილეობდა. წელს კონკურსზე ქართულ ღვინოებთან ერთად სომხეთსა და
აზერბაიჯანში წარმოებული ღვინოებიც იყო წარმოდგენილი.
საქართველოში წელს IWSC (International Wine and Spirits Competition) კონკურსი მეორედ ჩატარდა, სადაც 170-ზე მეტი კომპანიის 520 ღვინო მონაწილეობდა. წელს კონკურსზე ქართულ ღვინოებთან ერთად სომხეთსა და აზერბაიჯანში წარმოებული ღვინოებიც იყო წარმოდგენილი.
21:26 / 04.12.2023
საქართველოში რთველი 2023 დასასრულს უახლოვდება - მევენახეობის
ერთ-ერთ მთავარ რეგიონში, კახეთში ყურძენი უკვე დაბინავებულია.
საქართველოში რთველი 2023 დასასრულს უახლოვდება - მევენახეობის ერთ-ერთ მთავარ რეგიონში, კახეთში ყურძენი უკვე დაბინავებულია.
15:22 / 19.10.2023
სამართალი
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ა.ბ.
11:35 / 21-02-2024
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმერეთის რეგიონში სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
16:25 / 07-02-2024
ეკონომიკა
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10-04-2024
სხვა ამბები
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
00:46 / 18-04-2024
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებს.
23:54 / 17-04-2024
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის კანცელარიისკენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.
23:17 / 17-04-2024
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის (FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
22:29 / 17-04-2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპროტესტო აქციას ეხმაურება.
22:08 / 17-04-2024
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ ძამანაშვილმა, „საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი კრივში მოსწავლეთა შორის“ პირველი ადგილი დაიკავა. ის ასევე „საქართველოს 2023 წლის მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატის“ პირველი ადგილის მფლობელია.
13:43 / 25-03-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 8 / 19 °C
img
საგარეჯო 8 / 17 °C
img
დ.წყარო 7 / 14 °C
img
სიღნაღი 8 / 20 °C
img
ლაგოდეხი 8 / 15 °C
img
ყვარელი 8 / 19 °C
img
თელავი 8 / 18 °C
img
ახმეტა 7 / 18 °C
img
კალენდარი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.