სოფლის მეურნეობა
ველისციხეში წიპწის ზეთის გადამამუშავებელი პირველი საწარმო გაიხსნა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში წიპწის ზეთის გადამამუშავებელი საწარმო გაიხსნა.

საწარმო, რომელშიც ერთი მილიონი ლარის ინვესტიცია უკრაინულმა კომპანიამ „ეკოჯორჯიან გრუპმა“ განახორციელა, თანამედროვე სტანდარტების უცხოური წარმოების მანქანა-დანადგარებითაა აღჭურვილი. მიმდინარე წელს დაგეგმილია 3 ათასი ტონა ყურძნის ჭაჭის მიღება-გადამუშავება, საიდანაც მიღებული იქნება 55-60 ტონამდე ყურძნის წიპწის ზეთი და წიპწის ფქვილი.

სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, ასეთი საწარმოს გახსნა ბოლო წლებში მიღებული გადაწყვეტილებების ფონზე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქართული ღვინის ხარისხის კონტროლის მიმართულებით.
„ჩვენი გარემოსდაცვითი პოლიტიკის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება ნარჩენების მართვაა. 2014 წლიდან მივიღეთ სტრატეგიული გადაწყვეტილება და დავიწყეთ იმ გამოწნეხილი მასის მკაცრი კონტროლი, რომელიც ყურძნის გადამუშავების შემდეგ რჩება. საწარმოებიდან მიღებული ჭაჭა, მრავალი წლის განმავლობაში მეორადი წარმოების, ანუ ღვინის ფალსიფიკაციის წყარო იყო, ეს ღვინო კი, ძირითადად, ადგილობრივ ბაზარზე იყიდებოდა. საწარმოდან ჭაჭის გატანა და ფიზიკურ პირებზე გადაცემა უკვე რამდენი წელია შეზღუდულია. აქედან გამომდინარე, ღვინის საწარმოები ყურძნის დაწურვის შემდეგ დარჩენილ ჭაჭას ანადგურებენ, რაც საკმაოდ გარკვეულ დანახარჯებთან არის დაკავშირებული. ახლადგახსნილ საწარმოში კი, ჭაჭის მასის გადამუშავებით,ბიოლოგიურად სუფთა პროდუქცია მიიღება“,

პროდუქცია, ამ ეტაპზე, მთლიანად საექსპორტოდაა განკუთვნილი და რეალიზაციასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები თურქ და ესპანელ პარტნიორებთან მიმდინარეობს. საწარმოში მუდმივად დასაქმებული იქნება 25-მდე ადგილობრივი, ხოლო სეზონურად (აგვისტო-ნოემბერი), დასაქმებულთა რაოდენობა გაიზრდება.



Print E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2018 წლის იანვარ-ნოემბერში
საქართველოდან მსოფლიოს 53 ქვეყანაში 78 მლნ-მდე ბოთლი ღვინოა
ექსპორტირებული. ეს მაჩვენებელი
11%-ით აღემატება 2017 წლის ამავე პერიოდის მონაცემებს.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2018 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოდან მსოფლიოს 53 ქვეყანაში 78 მლნ-მდე ბოთლი ღვინოა ექსპორტირებული. ეს მაჩვენებელი 11%-ით აღემატება 2017 წლის ამავე პერიოდის მონაცემებს.
17:01 / 05.12.2018
ვაშინგტონში „ქართული ღვინის პირველი ფორუმი“ იმართება,რომლის
ორგანიზატორი საქართველო-აშშ-ს ბიზნეს საბჭოა.
ვაშინგტონში „ქართული ღვინის პირველი ფორუმი“ იმართება,რომლის ორგანიზატორი საქართველო-აშშ-ს ბიზნეს საბჭოა.
16:59 / 12.11.2018
ქალაქ ნიუ-იორკში გამართულ ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო
გამოფენაში ,,RAW Wine” (The Artisan Wine Fair), ქვევრის ღვინის
მწარმოებელი ქართული კომპანიები, მონაწილეობდნენ.
ქალაქ ნიუ-იორკში გამართულ ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო გამოფენაში ,,RAW Wine” (The Artisan Wine Fair), ქვევრის ღვინის მწარმოებელი ქართული კომპანიები, მონაწილეობდნენ.
11:35 / 07.11.2018
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ
საქობოში ზეთისხილის
პლანტაციებში მოსავლის აღების და გადამუშავების საწარმოო
პროცესს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის
მოადგილე იური ნოზაძე დაესწრო.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოში ზეთისხილის პლანტაციებში მოსავლის აღების და გადამუშავების საწარმოო პროცესს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე დაესწრო.
15:30 / 25.10.2018
ღვინის მაგისტრი ლიზა გრანიკი ამერიკელ სომელიეებთან ერთად
საქართველოში იმყოფება და ქართულ ღვინოს ქართლსა და კახეთში ეცნობა.
ღვინის მაგისტრი ლიზა გრანიკი ამერიკელ სომელიეებთან ერთად საქართველოში იმყოფება და ქართულ ღვინოს ქართლსა და კახეთში ეცნობა.
11:24 / 04.10.2018
სხვა ამბები
ფრანგულ სამედიცინო ცენტრ კახეთი-იონს როგორც წარმატებული პროექტის შემსრულებელს სტუმრად ეწვივნენ იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) და საქართველოში მდებარე საფრანგეთის საელჩოს წამომადგენელები.
17:52 / 11-01-2019
2018 წლის 20 დეკებერს, საქართველოში მიმდინარე სოციალურ პრობლემათა გადაჭრის პროგრამების ფარგლეში სამუშაო ვიზიტით ფრანგული ასოციაცია “იონი-კახეთი”ს პრეზეიდენტი ბ.ნ ჟან ნოელ ლური, საფრანგეთში შინ მოვლის ეროვნული ასოციაციის წევრი ქ.ბ. მარი კლოდ სომერი გურჯაანის შშმ პირთა სარეაბილიტაციო ცენტრ Life Line-ს ეწვია.
17:44 / 11-01-2019
საკრებულოს მორიგ სხდომაზე გურჯაანის 2019 წლის ბიუჯეტში განხორციელებული ცვლილებები განიხილეს.
13:57 / 11-01-2019
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაგა-ბაღებში სასწავლო პროცესი 15 იანვრის ნაცვლად, 21 იანვარს განახლდება.
17:05 / 10-01-2019
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, საჯარო სკოლებში ზამთრის არდადეგები გახანგრძლივდა.
15:39 / 09-01-2019
ვალუტა
EUR
EUR
1
3.0536
USD
USD
1
2.5751
GBP
GBP
1
3.4411
TRY
TRY
1
0.6764
RUB
RUB
100
4.4602
ამინდი
გურჯაანი 1 / 11 °C
img
საგარეჯო 1 / 8 °C
img
დ.წყარო 2 / 7 °C
img
სიღნაღი 1 / 11 °C
img
ლაგოდეხი 3 / 11 °C
img
ყვარელი 1 / 11 °C
img
თელავი 3 / 10 °C
img
ახმეტა 2 / 10 °C
img
კალენდარი
«« იანვარი 2019 »»
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.