სოფლის მეურნეობა
ფერმერების თქმით, ვაშლატამის ფასი მკვეთრად დაეცა
გურჯაანში ფერმერები ატმის გასაყიდი ფასით უკმაყოფილოები არიან. სიმონ რუაძეს ატამი ჩუმლაყში ორ ჰექტარზე აქვს გაშენებული. როგორც ის ჩვენთან საუბარში ამბობს, რეალიზაცია კარგად მიმდინარეობს, თუმცა იაფად იყიდება.


„ზოგი ახალი ნერგია ზოგიც უკვე მოსავალს იძლევა. წელს დაახლოებით ორმოც ტონას ველოდები. 16 ტონამდე უკვე გავყიდე. ფასი თავიდან კარგი იყო, თუმცა მერე დაიწია. ყიდვით, ასე თუ ისე, იყიდება, რაც მთავარია, ადგილზე არ ფუჭდება. იყო წლები, როცა მოსავალი ხეზე დავტოვე, არც კი ჩამომიკრეფია. ფასებს, ზოგადად, ადგილობრივი ბაზარი არეგულირებს, ტრაილერზე ხარისხის მიხედვით 60-70 თეთრად ბარდება. არ ვართ კმაყოფილი, ლარი და ოცი მაინც უნდა ღირდეს, რომ გლეხმა დანახარჯი ამოიღოს, მოგება დარჩეს და ნაკვეთები სამომავლოდ დაამუშავოს. მე ბიოპროდუქტი მაქვს და ძირითადად საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გადის. “


დღეს ჩუმლაყში იმყოფებოდა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი. მან ატმის ბაღები და სამაცივრე მეურნეობები დაათვალიერა, შეხვდა ფერმერებს და ატმის რეალიზაციის პროცესს ადგილზე გაეცნო.
სოლომონ პავლიაშვილის თქმით, ატმისა და ვაშლატამის რეალიზაცია შეუფერხებლად მიმდინარეობს და როგორც გასულ წელს, პროცესი წელსაც ერთი ფანჯრის პრინციპით ხორციელდება.


„დღეის მდგომარეობით მოკრეფილია 12 ათასი ტონა ატამი. აქედან საშუალოდ 4 ათასი ტონა ექსპორტირებულია. არც საბაჟოზე და არც საგადასახადოში შეფერხება არაფერზე არ არის. მინდა გითხრათ, რომ ცხრავე სამაცივრე მეურნეობა დატვირთულია. დღე-ღამის განმავლობაში საშუალოდ ათას ორასი ტონა იკრიფება. რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზეც ხდება და ექსპორტზეც გადის. გუშინ, მაგალითად, 400 ტონის ექსპორტი მოხდა. სოფლის მეურნეობის სამინისტრო ყველა პირობას ქმნის, რომ პროცესი შეუფერხებლად განვითარდეს. დღეის მდგომარეობით მაღალი ხარისხის ატმის ფასი 1.20 და 1.40-ია, გადარჩეული და არასტანდარტული შეიძლება 20-40 თეთრი იყოს.“


მისივე თქმით, 10-15 დღეში წვენის ქარხანაც დაიწყებს მიღებას. სადაც მოსახლეობას არასტანდარტული პროდუქციის ჩაბარების საშუალება ექნება.

| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
წელს კახეთში ჭარბ, 250 ათას ტონამდე ყურძნის მოსავალს ელოდებიან.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ამან შესაძლოა, თავისუფალ
ბაზარზე, განსაკუთრებით კი თეთრ ყურძენზე მეწარმეების მხრიდან
მოთხოვნის შემცირება გამოიწვიოს.

საჭიროების შემთხვევაში შპს „აკურას“  შესყიდვისა და რთველში
ჩართვის უფლების მინიჭების მიზნით სახელმწიფო კრედიტის სახით 20
მილიონ ლარს გამოუყოფს.

-
წელს კახეთში ჭარბ, 250 ათას ტონამდე ყურძნის მოსავალს ელოდებიან. ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ამან შესაძლოა, თავისუფალ ბაზარზე, განსაკუთრებით კი თეთრ ყურძენზე მეწარმეების მხრიდან მოთხოვნის შემცირება გამოიწვიოს.

საჭიროების შემთხვევაში შპს „აკურას“  შესყიდვისა და რთველში ჩართვის უფლების მინიჭების მიზნით სახელმწიფო კრედიტის სახით 20 მილიონ ლარს გამოუყოფს.

-"თუ საჭირო გახდა, კომპანია აიღებს კომერციულ კრედიტს. მას ასევე გააჩნია თავისი საკუთარი კაპიტალი. აკურა სახელმწიფო კომპანიაა, თუ საჭიროება მოითხოვს, მთავრობა მას მიანიჭებს უფლებას, რომ რთველის პერიოდში ჭარბი ყურძენი შეისყიდოს. კერძო კომპანიას ამ უფლების მინიჭება არ სჭირდება, ისინი თავისით ოპერირებენ ბაზარზე,"-განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

ცნობისთვის, თელავში უკვე გახსნილია რთველის საკოორდინაციო შტაბი, რომელიც სასტუმროში „ღვინის სასტუმრო თელავი“ განთავსდა. ცხელი ხაზის ნომერია 15 01.

ამავე თემაზე : 
ლევან დავითაშვილი ყურძნის ფასზე - შარშანდელზე ნაკლები არ იქნება
ლევან დავითაშვილი ღვინის კომპანიების წარმომადგენლებს ხვდება
მინისტრის მოადგილე ყურძნის ფასზე - "წინასწარ ნუ ჩავვარდებით პანიკაში“
10:53 / 23.08.2019
რთველი ხვალ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტიდან დაიწყება. ამის შესახებ
სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

-
რთველი ხვალ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტიდან დაიწყება. ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

-"დედოფლსწყაროს მუნიციპალიტეტში, სამთაწყაროსა და მის მიდამოებში, სადაც ცხელი ადგილებია, სადაც ვხედავთ რომ ყურძენი კონდიციაშია, პირველ რიგში იქ დაიწყება რთველი,"-აღნიშნა დავითაშვილმა.

სოფლის მეურნეობის მინისტრი დღეს თელავში ღვინის კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. მისი განცხადებით, წელს ჩაუბარებელი ყურძენი არ დარჩება და გასულ წელთან შედარებით ნაკლები ფასი არ ექნება.


18:34 / 22.08.2019
სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით,
მიმდინარე წელს ყურძენი ჩაუბარებელი არ დარჩება.
სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, მიმდინარე წელს ყურძენი ჩაუბარებელი არ დარჩება.
18:07 / 22.08.2019
მაღალი ტემპერატურის გამო, კახეთში ყურძენი მზისგან იწვება და
ზიანდება. რთვლის დაწყებამდე დაახლოებით ორი კვირაა დარჩენილი.

მაღალი ტემპერატურის გამო, კახეთში ყურძენი მზისგან იწვება და ზიანდება. რთვლის დაწყებამდე დაახლოებით ორი კვირაა დარჩენილი.

17:56 / 21.08.2019
ამ დროისათვის კახეთში დაახლოებით 15 ათასი ტონა ვაშლატამა და ატამია
მოკრეფილი, აქედან 5800 ტონაზე მეტი ექსპორტზეა გატანილი, დანარჩენის
რეალიზაცია კი შიდა ბაზარზე მიმდინარეობს.
ამ დროისათვის კახეთში დაახლოებით 15 ათასი ტონა ვაშლატამა და ატამია მოკრეფილი, აქედან 5800 ტონაზე მეტი ექსპორტზეა გატანილი, დანარჩენის რეალიზაცია კი შიდა ბაზარზე მიმდინარეობს.
17:18 / 16.07.2019
სხვა ამბები
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა დღეს  აპელაციის შედეგები გამოაქვეყნა.
13:15 / 23-08-2019
იმ ფაკულტეტების სია, რომლებზე სწავლასაც სახელმწიფო სრულად დააფინანსებს, უკვე ცნობილია.
18:50 / 22-08-2019
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარძეულში ახალი სარაგბო ბაზა აშენდება. ამ დროისთვის უკვე შექმნილია მოდელი, შედგება პროექტი, დაფინანსების მოძიების შემდეგ კი მშენებლობა დაიწყება.
11:57 / 20-08-2019
ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოქვეყნების შემდეგ სააპელაციო განაცხადების მიღება დაიწყო.
11:02 / 07-08-2019
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა დღეს კიდევ ხუთი საგნის: მათემატიკის, ქიმიის, ფიზიკის, გეოგრაფიის და ბიოლოგიის გამოცდების შედეგები გამოაქვეყნა.
14:55 / 05-08-2019
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა დღეს უკვე ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის შედეგები გამოაქვეყნა.
11:39 / 01-08-2019
ვალუტა
EUR
EUR
1
3.0536
USD
USD
1
2.5751
GBP
GBP
1
3.4411
TRY
TRY
1
0.6764
RUB
RUB
100
4.4602
ამინდი
გურჯაანი 1 / 11 °C
img
საგარეჯო 1 / 8 °C
img
დ.წყარო 2 / 7 °C
img
სიღნაღი 1 / 11 °C
img
ლაგოდეხი 3 / 11 °C
img
ყვარელი 1 / 11 °C
img
თელავი 3 / 10 °C
img
ახმეტა 2 / 10 °C
img
კალენდარი

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.