სოფლის მეურნეობა
კანადაში ქართულმა თაფლმა მაღალი შეფასება დაიმსახურა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, კანადაში, გამოფენაზე Apimondia 2019 ქართულმა თაფლმა მაღალი შეფასება მიიღო.


უწყების ინფორმაციით, კანადაში, კვებეკის პროვინციის ქალაქ მონრეალში გამართულ უმსხვილეს საერთაშორისო გამოფენაზე ქართული თაფლის მწარმოებლებს წელს პირველად მიეცათ შესაძლებლობა საკუთარი პროდუქცია წარედგინათ და 80-მდე ქვეყნის დელეგაციის წევრებისა და ვიზიტორებისთვის გაეცნოთ.
„დასავლეთ საქართველოს მეფუტკრეთა ალიანსის“, „ქართული ტრადიციული მეღვინეობის“, „ნენას" და შპს "ფუტკარი"-ს მიერ წარმოდგენილმა თაფლის ნიმუშებმა დარგის სპეციალისტებისა და გამოფენის სტუმრების მაღალი შეფასება დაიმსახურეს.

როგორც სამინისტროში განმარტავენ, სიმპოზიუმზე 7 თემატური ჯგუფი შეიქმნა; ეს ჯგუფებია: დაავადებასთან ბრძოლა; კლიმატის ცვლილებების შედეგად წარმოშობილი ახალი რეალობა; ხარისხის საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი სიახლეები; სოფლის განვითარებაში მეფუტკრეობის როლი; მედიცინაში ფუტკრის და მისგან ნაწარმოები პროდუქტების მნიშვნელობა; ფუტკრის გენეტიკური გაუმჯობესება; პესტიციდების გავლენა ფუტკარზე.

მონრეალში გამართულ ღონისძიებებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანი, კანადაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კონსტანტინე ქავთარაძე, ასევე, ქართული თაფლის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
თეგები თაფლი / კანადა /
ამავე კატეგორიაში
12 ოქტომბერს, გურჯაანში, ახტალის პარკში, ღვინის ფესტივალი უკვე
მესამედ გაიმართება. ფესტივალი წარმოადგენს გლეხის მიერ ქვევრში
დაყენებულ ღვინოს, დიდი და მცირე მარნების მიერ წარმოებულ სხვადასხვა
ტიპის, ფერისა და ასაკის ღვინოს, ჭაჭასა და სხვა სასმელებს, ტრადიციულ
კერძებთან ერთად.
12 ოქტომბერს, გურჯაანში, ახტალის პარკში, ღვინის ფესტივალი უკვე მესამედ გაიმართება. ფესტივალი წარმოადგენს გლეხის მიერ ქვევრში დაყენებულ ღვინოს, დიდი და მცირე მარნების მიერ წარმოებულ სხვადასხვა ტიპის, ფერისა და ასაკის ღვინოს, ჭაჭასა და სხვა სასმელებს, ტრადიციულ კერძებთან ერთად.
17:05 / 02.10.2019
რთველის საკოორდინაციო შტაბის ინფორმაციით,  დღეის მონაცემებით,
კახეთის რეგიონში 195 ათასი ტონა ყურძენია გადამუშავებული, საიდანაც
120 000 ტონა რქაწითელი, 63 ათასი ტონა საფერავი, 4,5 ათასი ტონა
კახური მწვანე და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.
რთველის საკოორდინაციო შტაბის ინფორმაციით,  დღეის მონაცემებით, კახეთის რეგიონში 195 ათასი ტონა ყურძენია გადამუშავებული, საიდანაც 120 000 ტონა რქაწითელი, 63 ათასი ტონა საფერავი, 4,5 ათასი ტონა კახური მწვანე და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.
16:36 / 01.10.2019
საქართველოს ბრიტანელი ღვინის პროფესიონალების 11-კაციანი ჯგუფი
ეწვია, რომლის შემადგენლობაში სომელიეები, ღვინის იმპორტიორები და
მედიის წარმომადგენლები არიან.
საქართველოს ბრიტანელი ღვინის პროფესიონალების 11-კაციანი ჯგუფი ეწვია, რომლის შემადგენლობაში სომელიეები, ღვინის იმპორტიორები და მედიის წარმომადგენლები არიან.
11:20 / 27.09.2019
ღვინის მარნების რაოდენობა სულ უფრო იზრდება. თუკი 2012 წელს ეს
რიცხვი დაახლოებით 100-ს შეადგენდა, დღეს თითქმის გააათმაგებულია და
1000-ს უტოლდება, მათგან უმეტესი მცირე ტიპის მარანია.
ღვინის მარნების რაოდენობა სულ უფრო იზრდება. თუკი 2012 წელს ეს რიცხვი დაახლოებით 100-ს შეადგენდა, დღეს თითქმის გააათმაგებულია და 1000-ს უტოლდება, მათგან უმეტესი მცირე ტიპის მარანია.
11:44 / 18.09.2019
კახეთის რეგიონში საფერავის ჯიშის ყურძენს ამ დროისთვის მხოლოდ სამი
ქარხანა იბარებს : გურჯაანში-დუგლაძეების, ასევე წინანდლისა და
თელავის ღვინის მარნები.
კახეთის რეგიონში საფერავის ჯიშის ყურძენს ამ დროისთვის მხოლოდ სამი ქარხანა იბარებს : გურჯაანში-დუგლაძეების, ასევე წინანდლისა და თელავის ღვინის მარნები.
16:39 / 12.09.2019
სხვა ამბები
გურჯაანელებმა გურჯაანის ღვინის ფესტივალზე სტუმრების მოსაწვევად სოციალურ ქსელში ლაივ-ფლეშმობი მოაწყვეს და 12 ოქტომბერს, 14:00 საათზე, ღვინის ფესტივალზე დაპატიჟეს.
15:27 / 10-10-2019
პროფესიული განათლება, როგორც უმაღლესი განათლების ერთგვარი ალტერნატივა, განათლების სფეროს განუყოფელი ნაწილია და სახელმწიფოსთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.
16:44 / 07-10-2019
12 ოქტომბერს, მეღვინეობის ქალაქში, გურჯაანში, უკვე მესამედ, გრანდიოზული ღვინის ფესტივალი გაიმართება. ღონისძიება ახტალის პარკში 14:00 საათზე დაიწყება.
12:24 / 07-10-2019
გურჯაანის სპორტკომპლექსში ევროპის სპორტულ კვირეულს ფარგლებში ძიუდოში შეჯიბრი გაიმართა. ასპარეზობა 8 წონით კატეგორიაში ჩატარდა, რომელშიც მუნიციპალიტეტის სხვადასხვა გუნდები იღებდნენ მონაწილეობას.
14:27 / 02-10-2019
20-29 სექტემბერს თბილისში, ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის საერთაშორისო ტურნირზე, გურჯაანის საჭადრაკო სკოლის მოსაწავლეებიც მონაწილეობდნენ.
15:28 / 01-10-2019
სოფელ კარდენახის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია დასრულდა და დღეს სასწავლო პროცესი დაიწყო.
15:45 / 30-09-2019
ვალუტა
EUR
EUR
1
3.2778
USD
USD
1
2.9701
GBP
GBP
1
3.7328
TRY
TRY
1
0.5055
RUB
RUB
100
4.6307
ამინდი
გურჯაანი 10 / 24 °C
img
საგარეჯო 10 / 22 °C
img
დ.წყარო 10 / 21 °C
img
სიღნაღი 9 / 25 °C
img
ლაგოდეხი 10 / 23 °C
img
ყვარელი 10 / 24 °C
img
თელავი 12 / 23 °C
img
ახმეტა 10 / 23 °C
img
კალენდარი
«« ოქტომბერი 2019 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.