სოფლის მეურნეობა
მცირე მარნები - სტაბილურობის გარანტი მეღვინეობაში [R]
ღვინის მარნების რაოდენობა სულ უფრო იზრდება. თუკი 2012 წელს ეს რიცხვი დაახლოებით 100-ს შეადგენდა, დღეს თითქმის გააათმაგებულია და 1000-ს უტოლდება, მათგან უმეტესი მცირე ტიპის მარანია.
ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის ლევან მეხუზლას ინფორმაციით, მცირე მარნების უნიკალურობას ხარისხი წარმოადგენს. მათ უმეტესობას აქცენტი გადატანილი აქვს ბიო მეურნეობაზე, რომელიც ბაზარზე საკმაოდ მოთხოვნადია.

-„წარმოებისთვის აუცილებელია დარეგისტრირება ღვინის ეროვნულ სააგენტოში. ეს არ არის რთული პროცესი და შესაძებელია ონლაინ, ვებგვერდზეც მოხდეს. ჩვენ ზუსტად ვიცით, რამდენი მარანია რეგისტრირებული. მეტი წილი, 70-80% მოდის სწორედ მცირე მარნებზე. ყველაზე კარგი მაგალითი და ბიძგი იყო რამდენიმე მცირე მარნის წარმატება, რომელმაც სხვებს სტიმულირება მისცა რომ მეღვინეობაში ჩაბმულიყვნენ. მცირე მარნების არსებობა დარგის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მხოლოდ 10 და 20 მძლავრი მარნის ფუქნციონირება ვერ შექმნის სტაბილურობას. ამის გარანტია არის სწორედ მცირე მარნები. ჩვენ ვხედავთ როგორ ვითარდება და რეგისტრირდება ამ ტიპის საწარმოები. კახეთში თუ გაივლით დაინახავთ, რომ თითო სოფელში 2 მცირე მარანი მაინც ფუნქციონირებს. ოჯახური მარნები ვისაც აქვთ, თავიანთ მოსავალს იქვე წურავენ. არის შემთხვევები, როდესაც ოჯახის წევრებისა და ახლობლების ყურძენსაც იბარებენ. ძალიან მალე რომ ვერ მოხდეს ღვინის რეალიზაცია, ამას არა უჭირს, რადგან ღვინო, ყურძნისგან განსხვავებით, არ არის მალფუჭებადი. თუ ღვინო სწორად დაყენებულია, შესაძლებელია მისი წლების მანძლზე შენახვა. მცირე ტიპის მარნების უმეტესობას აქცენტი აქვს აღებული ბიო მეურნეობებზე, რომელიც ბაზარზე საკმაოდ მოთხოვნადი და დაფასებულია, მათი რეალიზაცია პრემიუმ ფასად ხდება,“ - ამბობს მეხუზლა.

ღვინის სააგენტოს თავმჯდომარის განცხადებით, მცირე მარნებს დიდი ადგილი უკავია ღვინის ტურიზმის განვითარებაში

-„ღვინის ტურიზმი პირდაპირ კავშირშია მცირე მარნების განვითარებასთან. ტურისტების სიმრავლე უფრო მეტად მნიშვნელოვანია მათთვის, ვიდრე დიდი საწარმოებისთვის. ამ თემაზე ჩვენ ვმუშაობთ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად. რთველი კახეთში ახლა დაიწყო და იმედი მაქვს, ტურისტების რაოდენობა გაზირდება“.

იმისთვის რომ დაინტერესებულა პირმა მარანი მოაწყოს, მას შეუძლია მონაწილეობა მიიღოს სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს სახლმწიფო პროგრამებში. დაწეროს პროექტი და დაფინანსებაც მოიპოვიოს. ამის შემდეგ, ღვინის პოპულარიზაციის პროცესში კი ღვინის ეროვნული სააგენტო დაეხმარება. ქვეყნის შიგნითა და საქართველოს ფარგლებს გარეთ გამართულ გამოფენებზე მცირე და საშუალო ტიპის მარნები აქტიურად მონაწილეობენ, რაც ღვინის რეალიზაციაში ეხმარებათ.

-„ძალიან აქტიური კომუნიკაცია გვაქვს მეწარმეებთან. საზღვარგარეთ და საქართველოშც აქტიურად ვმონაწილეობთ გამოფენებში, კონკურსებში, ზოგი მათგანი მცირე ზოგი კი დიდ მარნებზეა გათვლილი. საქართველოში განსაკუთრებით აღსანიშნავია ჩვენს მიერ მხარდაჭერილი ახალი ღვინის ფესტივალი, ბუნებრივი ღვინის ფესტივალი, “ვაინ ექსპო“, ქვევრის ღვინისა და საფერავის კონკურსები, ასევე, პირველ სექტემბერს თბილისში გაიმართა ქვევრის ღვინის ფესტივალი . თბილისის მერიასთან ერთად ჩვენც ვიყავით ორგანიზატორები. ასევე, ჩამოგვყავს სპეციალისტები, დისტრიბუტორები, სომელიეები და რესტორატორები სხვადასხვა ქვეყნებიდან, რომლებიც ადგილზე მიდიან მცირე მარნებში. არჩევენ ღვინის და შემდეგ უკეთებენ რეალიზაციას. ოქტომბერში ჩამოგვყავს დელეგაცია აშშ-დან, კერძოდ ბოსტონიდან, რომლებიც დაივლიან მცოირე მარნებს და შეარჩევენ ღვინოებს. გამოფენა Raw Wine ნიუ იორკში და ლოს ანჟელესშიც მცირე მარნებისთვისაა გათვლილი. იმ გამოფენაზე, სადაც დიდი მარნებია წარმოდგენილი დადის სულ სხვა მყიდველი. მცირე მარნების გამოფენას ძირითადად სტუმრობენ რესტორნის მეპატრონეები, რომლებიც არჩევენ განსაკუთრებულ ღვინოს. სწორედ ამ გამოფენის შედეგია რომ ერთ-ერთი მცირე მარნის ღვინო არის წარმოდგენილი ლონდონის სასტუმროსა და კოპენჰაგენის ცნობილ რესტორანში, რომელიც მსოფლიო რესტორნების ხუთეულშია. ”-აცხადებს მეხუზლა.

კახეთში რთველი აქტიურ ფაზაშია და როგორც უკვე აღინიშნა ამ პროცესში აქტიურად არიან ჩართულები მცირე და საშუალო მარნები, რომლებიც საკუთარ მოსავალთან ერთად, მევენახეებისგანაც იბარებენ ყურძენს. სწორედ მათ მაგალითზე, ბევრი მევენახე ფიქრობს ამ გზით წასვლას, რომ თავად დაამზადოონ საკუთარი ყურძნისგან ღვინო და არ იყვნენ დამოკიდებულები საწარმოების მიერ შეთავაზებულ ყურძნის საბაზრო ფასებზე. წელს კახეთში 200 ათას ტონამდე მოსავალს ელოდებიან. კახეთში ყურძნის ყოველდღიური გადამუშავების მოცულობამ 9 ათას ტონას მიაღწია, რაც ბოლო თითქმის 30 წლის ყველაზე მაღალი, რეკორდული მაჩვენებელია. რთველის საკოორდინაციო შტაბის წევრები მობილიზებულები არიან, რომ ასეთი მაღალი გადამუშავების პირობებში, საწარმოებთან არ შეიქმნას დიდი რიგები. 17 სექტემბრის მონაცემებით, კახეთის რეგიონში 70 00 ათასამდე ყურძენია გადამუშავებული.





| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
23-დან 25 თებერვლამდე, პორტუგალიის ქალაქი პორტო უმასპინძლებს
ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო გამოფენას Simplesmente Vinho.
აღსანიშნავია, რომ საქართველო ამ ღონისძიებაზე ამაყად გამოირჩევა
ღვინის სამშობლოს სტატუსით.
23-დან 25 თებერვლამდე, პორტუგალიის ქალაქი პორტო უმასპინძლებს ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო გამოფენას Simplesmente Vinho. აღსანიშნავია, რომ საქართველო ამ ღონისძიებაზე ამაყად გამოირჩევა ღვინის სამშობლოს სტატუსით.
16:20 / 23.02.2024
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ქართული ღვინის
პოპულარიზაციის ღონისძიებები საერთაშორისო ბაზრებზე 2024 წელს კიდევ
უფრო გააქტიურდება.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ქართული ღვინის პოპულარიზაციის ღონისძიებები საერთაშორისო ბაზრებზე 2024 წელს კიდევ უფრო გააქტიურდება.
16:47 / 08.02.2024
საქართველოში წელს IWSC (International Wine and Spirits Competition)
კონკურსი მეორედ ჩატარდა, სადაც 170-ზე მეტი კომპანიის 520 ღვინო
მონაწილეობდა. წელს კონკურსზე ქართულ ღვინოებთან ერთად სომხეთსა და
აზერბაიჯანში წარმოებული ღვინოებიც იყო წარმოდგენილი.
საქართველოში წელს IWSC (International Wine and Spirits Competition) კონკურსი მეორედ ჩატარდა, სადაც 170-ზე მეტი კომპანიის 520 ღვინო მონაწილეობდა. წელს კონკურსზე ქართულ ღვინოებთან ერთად სომხეთსა და აზერბაიჯანში წარმოებული ღვინოებიც იყო წარმოდგენილი.
21:26 / 04.12.2023
საქართველოში რთველი 2023 დასასრულს უახლოვდება - მევენახეობის
ერთ-ერთ მთავარ რეგიონში, კახეთში ყურძენი უკვე დაბინავებულია.
საქართველოში რთველი 2023 დასასრულს უახლოვდება - მევენახეობის ერთ-ერთ მთავარ რეგიონში, კახეთში ყურძენი უკვე დაბინავებულია.
15:22 / 19.10.2023
სამართალი
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ა.ბ.
11:35 / 21-02-2024
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმერეთის რეგიონში სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
16:25 / 07-02-2024
ეკონომიკა
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10-04-2024
სხვა ამბები
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
00:46 / 18-04-2024
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებს.
23:54 / 17-04-2024
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის კანცელარიისკენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.
23:17 / 17-04-2024
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის (FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
22:29 / 17-04-2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპროტესტო აქციას ეხმაურება.
22:08 / 17-04-2024
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ ძამანაშვილმა, „საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი კრივში მოსწავლეთა შორის“ პირველი ადგილი დაიკავა. ის ასევე „საქართველოს 2023 წლის მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატის“ პირველი ადგილის მფლობელია.
13:43 / 25-03-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 14 / 28 °C
img
საგარეჯო 14 / 28 °C
img
დ.წყარო 11 / 28 °C
img
სიღნაღი 13 / 29 °C
img
ლაგოდეხი 13 / 26 °C
img
ყვარელი 14 / 28 °C
img
თელავი 15 / 29 °C
img
ახმეტა 14 / 29 °C
img
კალენდარი

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.