სოფლის მეურნეობა
12 ოქტომბერს, მეღვინეობის ქალაქი ღვინის ფესტივალს მასპინძლობს
12 ოქტომბერს, გურჯაანში, ახტალის პარკში, ღვინის ფესტივალი უკვე მესამედ გაიმართება. ფესტივალი წარმოადგენს გლეხის მიერ ქვევრში დაყენებულ ღვინოს, დიდი და მცირე მარნების მიერ წარმოებულ სხვადასხვა ტიპის, ფერისა და ასაკის ღვინოს, ჭაჭასა და სხვა სასმელებს, ტრადიციულ კერძებთან ერთად.
გურჯაანის ღვინის ფესტივალი 14:00 საათზე დაიწყება, სადაც სტუმრებს საშუალება ექნებათ, ქართული მრავალხმიანი სიმღერის ფონზე, მონაწილეობა მიიღონ ჩურჩხელის ამოვლებასა და ყურძნის დაწურვაში, ჭაჭისა და ღვინის დეგუსტაციაში, სპორტულ შეჯიბრებებსა და გასართობ თამაშებში. ახტალის პარკში აქტივობები ერთდროულად რამდენიმე ლოკაციაზე გაიმართება, როგორიცაა ეთნო სივრცე, თათარაობის და მეღვინეობის სივრცე, ბავშვთა გასართობი ზონა, სპორტული ზონა, ახალგაზრდული სივრცე და სხვა.

„ფესტივალში 200-მდე მცირე მეწარმე, ღვინის ქარხანა და მარანი იღებს მონაწილეობას, რაც ნიშნავს იმას, რომ წელს ორჯერ მეტი მონაწილე ჰყავს ღვინის ფესტივალს, ვიდრე ეს იყო გასულ წელს, რაც ძალიან სასიხარულოა ჩვენთვის, როგორც ღონისძიების ორგანიზატორებისთვის. რაც შეეხება სხვა კომპონენტებს, მაქსიმალურად ვცდილობთ, ყველა ასაკის ადამიანისთვის შევქმნათ შესაბამისი საინტერესო, გასართობი და მუსიკალური გარემო, ამიტომ ვფიქრობთ, ღვინობისთვის მთავარი ღონისძიება, რომელიც 12 ოქტომბერს გაიმართება, გასულ წლებთან შედარებით, სტუმარიც ორჯერ მეტი ეყოლება,“ - განაცხადა გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა, ეკა ცისკარაშვილმა.

ფესტივალის პატარა სტუმრების განწყობაზე ანიმატორები იზრუნებენ, მათთვის ასევე წარმოდგენილი იქნება სპეციალური გასართობი პროგრამები, ილუზიონისტების და ანიმატორების შოუ, თოჯინების თეატრი, ბუშტების შოუ, თიხის საჩვენებელი ძერწვა, კარიკატურების შექმნა, ხელნაკეთი ნივთების მასტერკლასი, სახეზე ხატვა და სხვადასხვა საბავშვო თამაშები.
ფესტივალის ფარგლებში, წარმოდგენილი იქნება სპეციალურად შექმნილი საშემოდგომო, ისტორიული და კულინარიული პავილიონები, ღვინის ბარი. ასევე წარმოდგენილი იქნება გურჯაანის მუნიციპალიტეტში მიმდინარე მასშტაბური პროექტების და მეღვინეობა-მევენახეობის ექსპოზიციები, ფოტო კუთხეები, მოეწყობა ცოცხალი ძეგლების შოუ და კოსტუმირებული პერფორმანსები.
ასევე, მოეწყობა ხილისა და ბოსტნეულის, კახური ტკბილეულისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა.

ფესტივალის სტუმრებს საშუალება ექნებათ მოუსმინონ ფოლკლორულ ანსამბლებს „ქართული ხმები“, „გურჯაანი“და „ხარება“, ხოლო ფესტივალის დასასრულს გაიმართება გალა კონცერტი თბილისის ბიგ ბენდის შესრულებით.

„ჩვენი, მეღვინეობის მუნიციპალიტეტი განსაკუთრებულად ემზადება 12 ოქტომბრისთვის. გურჯაანის ღვინის ფესტივალი, რომელსაც 3 წლის წინ ჩაეყარა საფუძველი, წელს ყველაზე მასშტაბური იქნება. ფესტივალზე ველოდებით სტუმრებს დამეგობრებული ქალაქებიდან. გვეყოლება დელეგაციები: სლოვაკეთიდან, ბელარუსიიდან, ესტონეთიდან, ესპანეთიდან, ლიტვადან, გერმანიიდან. ფესტივალზე ასევე, მეგობრობის მემორანდუმი გაფორმდება ესპანეთთან და სლოვაკებთან. გურჯაანის ღვინის ფესტივალის მიზანს, ღვინის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა, ღვინის კულტურისა და ქართული ტრადიციების პოპულარიზაცია წარმოადგენს,“ - განაცხადა გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა, არჩილ ხანდამაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გურჯაანის ღვინის ფესტივალი სს "m² უძრავი ქონება“-ს გენერალური სპონსორობით, "საქართველოს ბანკი ბიზნესი"-ს სპონსორობით და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით და გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატის, დავით სონღულაშვილის პატრონაჟით იმართება. წელს, ფესტივალი ჩაერთო კამპანიაშიც #Spend4SeasonsInGeorgia.


[R]


| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
მთავრობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, პროგრამაში „დანერგე
მომავალი“ ცვლილებები შევიდა.
მთავრობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, პროგრამაში „დანერგე მომავალი“ ცვლილებები შევიდა.
17:19 / 02.07.2020
2020 წელს რთველის სუბსიდირება კვლავ მოხდება. ამისათვის საქართველოს
მთავრობა 60 მილიონი ლარის დახარჯვას გეგმავს.
2020 წელს რთველის სუბსიდირება კვლავ მოხდება. ამისათვის საქართველოს მთავრობა 60 მილიონი ლარის დახარჯვას გეგმავს.
12:00 / 25.06.2020
დედოფლისწყაროში ქერის მოსავლის აღება უკვე დაიწყეს. დედოფლისწყაროს
მუნიციპალიტეტის მერის ნიკოლოზ ჯანიაშვილის თქმით, ფერმერებს როგორც
შპს
დედოფლისწყაროში ქერის მოსავლის აღება უკვე დაიწყეს. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერის ნიკოლოზ ჯანიაშვილის თქმით, ფერმერებს როგორც შპს "მექანიზატორის", ასევე კერძო ტექნიკა ემსახურება და ამ მხრივ პრობლემა არ არსებობს.
16:06 / 15.06.2020
ორშაბათს, 15 ივნისს, გურჯაანის მუნიციპალიტეტში, ჩუმლაყი-ყიტაანის
გზაზე ატმის სარეალიზაციო საბითუმო ბაზარი გაიხსნება. მერის
მოადგილის, თეიმურაზ ზავრაშვილის განმარტებით, ბაზარი, პანდემიასთან
დაკავშირებით არსებულ ყველა რეკომენდაციას დააკმაყოფილებს.
ორშაბათს, 15 ივნისს, გურჯაანის მუნიციპალიტეტში, ჩუმლაყი-ყიტაანის გზაზე ატმის სარეალიზაციო საბითუმო ბაზარი გაიხსნება. მერის მოადგილის, თეიმურაზ ზავრაშვილის განმარტებით, ბაზარი, პანდემიასთან დაკავშირებით არსებულ ყველა რეკომენდაციას დააკმაყოფილებს.
12:41 / 13.06.2020
სხვა ამბები
ლაგოდეხელი 17 წლის ერეკლე თურქაძე, ინტერნეტ-სერიალ ,,ნინველში’’ მთავარ როლზე დაამტკიცეს. ამის შესახებ დამწყები მსახიობი თავად გვესაუბრება.
18:03 / 26-06-2020
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, განათლების სისტემა დისტანციური სწავლების ფორმატზე გადავიდა.
13:32 / 25-06-2020
აბიტურიენტებმა ეროვნული გამოცდების წერა შესაძლოა, პირბადის გარეშე შეძლონ
18:14 / 24-06-2020
გიორგი ლეონიძის შთაგონების წყარო სოფელი პატარძეული იყო და მისი „ნატვრის ხის“ პერსონაჟებიც პატარძეულელები არიანო - ამბობს პოეტი რომან ზუკაკიშვილი.
14:27 / 24-06-2020
ავთანდილ თუნიაშვილი დღემდე ინახავს გასული საუკუნის 50-იანი წლების სიგელებსა და აფიშებს. მისი თქმით, ალბათ, ბევრმა არ იცის, რომ გურჯაანში ქართული ქორეოგრაფიის ფუძემდებელი შოთა თუნიაშვილია, რომლის დამსახურებაცაა რაიონში პირველი ქორეოგრაფიული ანსამბლის დაარსება.
13:20 / 24-06-2020
ხატვა ექვსი წლიდან დაიწყო და მისთვის სერიოზულ გატაცებად იქცა. უფრო ხშირად ღამით ხატავს, განსაკუთრებით კი პეიზაჟები იტაცებს. აკრილის საღებავით მუშაობს, ხშირად კი შერეულ მასალასაც იყენებს.
13:49 / 23-06-2020
ვალუტა
EUR
EUR
1
3.4655
USD
USD
1
3.0600
GBP
GBP
1
3.8681
TRY
TRY
1
0.4456
RUB
RUB
100
4.3263
ამინდი
გურჯაანი 20 / 30 °C
img
საგარეჯო 18 / 27 °C
img
დ.წყარო 18 / 28 °C
img
სიღნაღი 21 / 31 °C
img
ლაგოდეხი 20 / 27 °C
img
ყვარელი 20 / 30 °C
img
თელავი 20 / 29 °C
img
ახმეტა 19 / 28 °C
img
კალენდარი
«« ივლისი 2020 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.