სოფლის მეურნეობა
"ქერის მოსავალი ნადგურდება“ - საკმარისია თუ არა ტექნიკა დედოფლისწყაროში
დედოფლისწყაროში ალოობა უკვე აქტიურ ფაზაშია. მოსახლეობისა და ოპოზიციის ნაწილი ტექნიკის სიმცირეზე საუბრობს და აცხადებს, რომ ამის გამო ქერის მოსავალი ნადგურდება.
„ძალინ მცირე რაოდენობაა კომბაინების. რომ ამბობენ ბევრი კომბაინი გვყავსო, ტყუილია, 200 და 250 კომბაინი აქ არავის უნახავს. თვითონ „მექანიზატორში“ მითხრეს, 13 კომბაინია რემონტშიო, როგორ შეიძლება ამ დროს 13 იყოს რემონტში? არ დაფიქრებულა არავინ იმაზე, რომ ალოობას მომზადებული შეხვედროდა. ქერი მოწყვლადი პროდუქტია, აღარ იჭერს სიცხეში თავს და ცვივდება ნაკვეთში. ისე უნდა იყოს დარეგულირებული საკითხი, რომ კომბაინი ჯერ წაიყვანოს იმან, ვისაც ქერი აქვს და მერე - ვისაც ხორბალი. ხორბალს არავითარი პრობლემა არ ექმნება. მაგრამ არა, ჯერ ბობოლებს მიჰყავთ ტექნიკა და ერთიანაირად იღებენ ორივეს. ჩვენი მერი უნდა იყოს ადგილზე და ის აკონტროლებდეს ამ ყველაფერს. ქერის მოსავალი ნადგურდება, მოსახლეობის 50%-ს მოსავალი გაუნახევრდა. ვისაც დავუშვათ 5-5 ტონა უნდა აეღოთ, 2-2 ტონას აიღებენ. გამოიყვანონ ტექნიკა ხორბლის ყანებიდან და მიაშველონ მათ, ვისაც ქერი აქვს ასაღები,“- აცხადებს speqtrige-სთან „გირჩი- მეტი თავისუფლება“-ს წევრი გიორგი რობიტაშვილი, რომელსაც ქერი თავადაც აქვს მოყვანილი 5 ჰექტარ ნაკვეთში.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი კი ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ გიორგი რობიტაშვილის განცხადება პოპულისტურია და ტექნიკის პრობლემა არ არსებობს.

„ტყუილია ის, რომ თითქოს ნახევარი მოსავლი განადგურდა. ტექნიკა სრულად მობილიზებული იყო, ერთადერთი შეფერხება წვიმიანმა ამინდმა გამოიწვია. თითქმის ყოველდღე წვიმდა, რაც ალოობის პროცესს ძალიან აფერხებდა. ამის გამო, ალაზნისა და შირაქის ველზე ფაქტობრივად ერთდროულად მოვიდა მოსავალი, როგორც ქერის, ასევე ხორბლის, რამაც სირთულეები შექმნა გარკვეულწილად. თუმცა კომბაინების რაოდენობა საკმარისია, სოფლის მეურნეობის სამინისტრო წარმოდგენილია 40 ერთეული კომბაინით, 80 ერთეულამდე კერძო კომბაინებიც მუშაობს. „მექანიზატორის“ კომბაინები ძირითადად ქერის მოსავლის აღებაზე მუშაობს. სოფლების მიხედვითაა განაწილებული. მოსავალს მცირემიწიანი ფერმერებიც იღებენ და მსხვილმიწიანიც. ეს პოპულისტური მიდგომები ერთხელ და სამუდამოდ წარსულს უნდა ჩაბარდეს. როგორც წინა წლებში, დარწმუნებული ვარ, ახლაც არც ერთი ჰექტარი არ დარჩება აუღებელი.,“- განაცხადა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით ხორბალი და ქერი 42 000 ჰექტარზეა დათესილი და ჯამში 130 000 ტონამდე მოსავალს ელოდებიან.

| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google


მასალის გამოყენების პირობები

Без перевірок, дзвінків родичам та друзям взяти кредит в Україні пропонують мікрофінансові організації. Перегляньте ТОП компаній в списку.


Онлайн кредит дозволяє уникнути зайвих паперів та черг і саме тому кредит на карту є великим плюсом для сучасних людей. Оформлюйте в МФО.
ამავე კატეგორიაში
23-დან 25 თებერვლამდე, პორტუგალიის ქალაქი პორტო უმასპინძლებს
ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო გამოფენას Simplesmente Vinho.
აღსანიშნავია, რომ საქართველო ამ ღონისძიებაზე ამაყად გამოირჩევა
ღვინის სამშობლოს სტატუსით.
23-დან 25 თებერვლამდე, პორტუგალიის ქალაქი პორტო უმასპინძლებს ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო გამოფენას Simplesmente Vinho. აღსანიშნავია, რომ საქართველო ამ ღონისძიებაზე ამაყად გამოირჩევა ღვინის სამშობლოს სტატუსით.
16:20 / 23.02.2024
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ქართული ღვინის
პოპულარიზაციის ღონისძიებები საერთაშორისო ბაზრებზე 2024 წელს კიდევ
უფრო გააქტიურდება.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ქართული ღვინის პოპულარიზაციის ღონისძიებები საერთაშორისო ბაზრებზე 2024 წელს კიდევ უფრო გააქტიურდება.
16:47 / 08.02.2024
საქართველოში წელს IWSC (International Wine and Spirits Competition)
კონკურსი მეორედ ჩატარდა, სადაც 170-ზე მეტი კომპანიის 520 ღვინო
მონაწილეობდა. წელს კონკურსზე ქართულ ღვინოებთან ერთად სომხეთსა და
აზერბაიჯანში წარმოებული ღვინოებიც იყო წარმოდგენილი.
საქართველოში წელს IWSC (International Wine and Spirits Competition) კონკურსი მეორედ ჩატარდა, სადაც 170-ზე მეტი კომპანიის 520 ღვინო მონაწილეობდა. წელს კონკურსზე ქართულ ღვინოებთან ერთად სომხეთსა და აზერბაიჯანში წარმოებული ღვინოებიც იყო წარმოდგენილი.
21:26 / 04.12.2023
საქართველოში რთველი 2023 დასასრულს უახლოვდება - მევენახეობის
ერთ-ერთ მთავარ რეგიონში, კახეთში ყურძენი უკვე დაბინავებულია.
საქართველოში რთველი 2023 დასასრულს უახლოვდება - მევენახეობის ერთ-ერთ მთავარ რეგიონში, კახეთში ყურძენი უკვე დაბინავებულია.
15:22 / 19.10.2023
სამართალი
კაცი, რომელიც გუშინდელ საპროტესტო აქციაზე სპეცრაზმელებმა წააქციეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ, დიმიტრი ბერიძეა.
13:29 / 17-04-2024
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის, საპროტესტო აქციის, „კი ევროპას, არა რუსულ კანონს“ 14 მონაწილეა დაკავებული.
00:24 / 16-04-2024
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
ეკონომიკა
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10-04-2024
სხვა ამბები
არასამთავრობო ორგანიზაციები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის სადავო მუხლების შეჩერების მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავენ.
15:45 / 30-05-2024
“ცოდნის კაფე” ავრცელებს მიმართვას, რომლითაც კახელები დეპუტატებს კახეთიდან - დავით სონღულაშვილსა და ირაკლი ქადაგიშვილს მიმართავენ და მოუწოდებენ, “გამოიყენონ კახელების მიერ მონიჭებული მანდატი და მხარი არ დაუჭირონ ქვეყნის გარუსების გზას”.
13:05 / 28-05-2024
2015 წელს ქართული ინვესტიციის შედეგად დაარსდა კომპანია „ქართული მილი“.
13:56 / 27-05-2024
ახალი თაობისთვის შექმნილი აპლიკაციით hi app-ით, მოსწავლეებს შეუძლიათ დამოუკიდებლად მართონ საკუთარი ფინანსები და გამოიმუშაონ ფინანსების მართვის უნარები.
19:59 / 23-05-2024
Technovation Girls SAKARTVELO 2024-ის გამარჯვებულები ცნობილია. თიბისისმხარდაჭერით, ალტე უნივერსიტეტისა და „ტექდრო”-ს ორგანიზებით, გლობალური პროექტი TechnovationGirls საქართველოში უკვე მეორედ ხორციელდება.
11:52 / 22-05-2024
მინი ფეხბურთში სასკოლო ლიგის რეგიონული თამაშები დაიწყო, რომელსაც კახეთში გურჯაანი მასპინძლობს. ჩემპიონატში კახეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის გუნდები მონაწილეობენ.
14:34 / 21-05-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 18 / 26 °C
img
საგარეჯო 17 / 24 °C
img
დ.წყარო 16 / 22 °C
img
სიღნაღი 19 / 26 °C
img
ლაგოდეხი 16 / 23 °C
img
ყვარელი 18 / 26 °C
img
თელავი 18 / 25 °C
img
ახმეტა 17 / 26 °C
img
კალენდარი

speqtri.ge შენი ვებგვერდი

Цінуєте свій час і не хоче стояти в чергах, тоді кредит онлайн для вас. Багато банків пропонують спеціальні умови для кредитів онлайн.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

Spill ansvarlig på et regulert casino online casino-no7.com. Casino online gir deg spennende kampanjer og tilbud.