სოფლის მეურნეობა
გადამუშავებულია 120 ათას ტონაზე მეტი ყურძენი - ოთარ შამუგია
მოსავლის მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე დაბინავებულია, გადამუშავებულია 120 ათას ტონაზე მეტი ყურძენი; მათ შორის, 65,0000-ზე მეტი რქაწითელი, 50,000 ტონამდე საფერავი და დანარჩენი სხვა ჯიშის ყურძენი, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ თელავში ისაუბრა, როდესაც საკოორდინაციო შტაბში 2022 წლის რთველის მიმდინარეობის საკითხებს გაეცნო.

მისივე განცხადებით, კახეთში რთველი შეფერხებების გარეშე მიმდინარეობს.

„რთველის პროცესი ორგანიზებულად და შეფერხებების გარეშე მიმდინარეობს. საკოორდინაციო შტაბი 24-საათიან რეჟიმში ფუნქციონირებს და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის და სხვა შესაბამისი სამსახურების მხარდაჭერით, კარგად ართმევს პროცესს თავს. ყურძენს მევენახეები შეუფერხებლად აბარებენ. ვფიქრობთ, რომ პროცესი ასეც გაგრძელდება და წელს გვექნება ძალიან წარმატებული რთველი“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.


მინისტრმა ხარისხზეც გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ ქართული ყურძნის ხარისხის გაუმჯობესება მნიშვნელოვანია, რაც მის საერთაშორისო რეპუტაციასა და ფასს განაპირობებს.

„ჩვენ, წლების განმავლობაში, არაერთ პროექტს ვახორციელებთ იმისთვის, რომ ყოველწლიურად გავაუმჯობესოთ ღვინის ხარისხი. ასევე ვმუშაობთ მარკეტინგის კუთხით. ბოლო წლების განმავლობაში, მნიშვნელოვანი ზრდა გვაქვს ღვინის ექსპორტში, მათ შორის წელსაც, მიუხედავად რეგიონში არსებული მდგომარეობისა, წინა წელთან შედარებით, ექსპორტი გაზრდილია. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო პოლონეთი, სადაც 40-45%-იანი ზრდა გვაქვს; პოლონეთი ექსპორტში მეორე ადგილს იკავებს. მოგეხსენებათ, ჩვენ არაერთი პროგრამა გვაქვს, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ბაზარზე ღვინის პოპულარიზაციას ემსახურება; ასევე გვაქვს ახალი პროექტი, რომელშიც 40-მდე კომპანიაა დარეგისტრირებული, სადაც უშუალოდ კომპანიებს ვეხმარებით მარკეტინგული ხარჯების დაფინანსებაში. სწორედ ამ ღონისძიებების შედეგად, შარშან, მთლიანობაში, ღვინის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ასევე სპირტის ექსპორტის შედეგად, ქვეყანამ, დაახლოებით, 600 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მომავალ წლებში ეს მასშტაბები კიდევ უფრო გაიზრდება”, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის რთველი აქტიურ ფაზაშია კახეთის უმეტეს მუნიციპალიტეტში, გარდა საგარეჯოსი, რომელიც რთველის პროცესში, ტრადიციულად, მოგვიანებით ერთვება.

რაც შეეხება ყურძნის ფასს ოთარ შამუგიას განცხადებით, რქაწითელის შემთხვევაში, ფასი 95 თეთრიდან 1,1 ლარამდე მერყეობს, ხოლო საფერავის შემთხვევაში, 1,5 ლარიდან - 1,7 ლარამდე.

აქვე შეგახსენებთ, რომ წელს სახელმწიფო სუბსიდია კვლავ გაიცემა რქაწითელსა და კახურ მწვანეზე, რრისთვისაც ბიუჯეტიდან ჯამში 150 მლნ ლარი დაიხარჯება. სუბსიდია არ ეხება საფერავს.







| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
საქართველოში ამ დროსითვის ხორბლის ფასი მნიშვნელოვნად შემცირდა,
რასაც კახელი ფერმერების მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა. როგორც
ადგილობრივები ამბობენ, მათ ხორბლის თვითღირებულება იმაზე ძვირი
დაუჯდათ, ვიდრე გასაყიდი ფასია. რა გახდა ამის მიზეზი, რა პრობლემების
წინაშე დგანან ფერმერები და რა არის გამოსავალი? ამ საკითხზე
speqtri.ge საქართველოს ფერმერთა და სოფლის მეურნეობის მუშაკთა
პროფესიული კავშირის პრეზიდენტს ირინე ფხოველიშვილს ესაუბრა.
საქართველოში ამ დროსითვის ხორბლის ფასი მნიშვნელოვნად შემცირდა, რასაც კახელი ფერმერების მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, მათ ხორბლის თვითღირებულება იმაზე ძვირი დაუჯდათ, ვიდრე გასაყიდი ფასია. რა გახდა ამის მიზეზი, რა პრობლემების წინაშე დგანან ფერმერები და რა არის გამოსავალი? ამ საკითხზე speqtri.ge საქართველოს ფერმერთა და სოფლის მეურნეობის მუშაკთა პროფესიული კავშირის პრეზიდენტს ირინე ფხოველიშვილს ესაუბრა.
18:09 / 05.05.2023
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის იორმუღანლოს თემის, სოფელ თულარის
მოსახლეობამ 37 ჰექტრამდე მიწის იჯარით გაცემასთან დაკავშირებით,
მერიისგან ზეპირი პასუხი მიიღო. როგორც ადგილობრივი აქტივისტი, თოზუ
გულმამედლი speqtri.ge-სთან საუბარში ამბობს, მას დაურეკს და უთხრეს,
რომ იჯარა გაუქმებულია.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის იორმუღანლოს თემის, სოფელ თულარის მოსახლეობამ 37 ჰექტრამდე მიწის იჯარით გაცემასთან დაკავშირებით, მერიისგან ზეპირი პასუხი მიიღო. როგორც ადგილობრივი აქტივისტი, თოზუ გულმამედლი speqtri.ge-სთან საუბარში ამბობს, მას დაურეკს და უთხრეს, რომ იჯარა გაუქმებულია.
15:56 / 03.05.2023
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის იორმუღანლოს თემის, სოფელ თულარის
მოსახლეობამ მერიას და გუბერნიას, შეხვედრის თხოვნით განცხადებით
მიმართა. ისინი მათ სოფელში არსებული 37 ჰექტრამდე საძოვრის იჯარით
გაცემას აპროტესტებენ, რადგან ამ გადაწყვეტილებამ მათ საქონლის
გამოკვების შესაძლებლობა მოუსპო. ისინი პასუხს მერიისგან და
გუბერნიისგან ითხოვენ.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის იორმუღანლოს თემის, სოფელ თულარის მოსახლეობამ მერიას და გუბერნიას, შეხვედრის თხოვნით განცხადებით მიმართა. ისინი მათ სოფელში არსებული 37 ჰექტრამდე საძოვრის იჯარით გაცემას აპროტესტებენ, რადგან ამ გადაწყვეტილებამ მათ საქონლის გამოკვების შესაძლებლობა მოუსპო. ისინი პასუხს მერიისგან და გუბერნიისგან ითხოვენ.
19:43 / 29.04.2023
სახელმწიფომ სოფელ თულარის საძოვარი სამწლიანი იჯარით გასცა ერთ
მოქალაქეზე, რის შესახებაც ადგილობრივებს ინფორმაცია არ ჰქონდათ.
სოფელს ეს მიწა თუ არ ექნება, მოსახლეობა ფიზიკურად შემოსავლის გარეშე
რჩება, - ამის შესახებ იორმუღალოს თემში მცხოვრები, თოზუ გულმამედლი
სოციალურ ქსელში წერს.
სახელმწიფომ სოფელ თულარის საძოვარი სამწლიანი იჯარით გასცა ერთ მოქალაქეზე, რის შესახებაც ადგილობრივებს ინფორმაცია არ ჰქონდათ. სოფელს ეს მიწა თუ არ ექნება, მოსახლეობა ფიზიკურად შემოსავლის გარეშე რჩება, - ამის შესახებ იორმუღალოს თემში მცხოვრები, თოზუ გულმამედლი სოციალურ ქსელში წერს.
17:25 / 27.04.2023
სამართალი
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ გომბორის მიმდებარედ, უზბეკეთის მოქალაქე, 50 წლამდე ქალი მოკლეს.
22:15 / 23-05-2023
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბნის სავარგულებში 32 წლის კაცი მოკლეს.
16:13 / 21-05-2023
მარტის თვეში საქართველოს მასშტაბით, უკანონო ტყითსარგებლობის 265 ფაქტი გამოვლინდა; მათგან ყველაზე მეტი შემთხვევა კახეთშია დაფიქსირებული.
16:43 / 12-04-2023
ეკონომიკა
გურჯაანის სამუსიკო სკოლის შენობის ორივე სართულს სრული რეაბილიტაცია უტარდება. მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
13:15 / 24-05-2023
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიამ ა(ა)იპი „ლაგოდეხის სერვის ცენტრს“, ოთხი ახალი ავტომობილი გადასცა, რომლის საერთო ღირებულებამაც 575 556 ლარი შეადგინა.
11:21 / 29-03-2023
სხვა ამბები
მე ვამაყობ, რომ ჩემი პრემიერ-მინისტრობის პერიოდში, წილად მხვდა პატივი ხელი მომეწერა ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებაზე,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
13:07 / 26-05-2023
თავისუფლების უპირველესი მტერია ომი. დღეს ჩვენი მოძმე უკრაინელი ხალხი რუსეთის მიერ დაწყებულ სასტიკ ომში უზარმაზარ მსხვერპლს იღებს საკუთარი თავისუფლების დასაცავად. მე კიდევ ერთხელ გამოვხატავ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ თანადგომას, ომის მალე დასრულებას, მშვიდობას, გამთლიანებას და თავისუფლებას ვუსურვებ
12:39 / 26-05-2023
26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. დამოუკიდებლობის დღე მთელი ქვეყნის მასშტაბით აღინიშნება.
09:00 / 26-05-2023
პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ჩინეთი მედიაციას ცდილობს უკრაინასა და რუსეთს შორის, რაც ძალიან ჭკვიანური მიდგომაა.
13:01 / 24-05-2023
პირველკლასელთა რეგისტაციის მეორე ეტაპი, რომელიც 2 მაისს დაიწყო, დღეს დასრულდება
09:49 / 19-05-2023
ლატვიაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე გურჯაანის კიკბოქსინგის კლუბ "მგლების" სპორტსმენებმა ორი პირველი და ერთი მესამე ადგილი აიღეს.
15:40 / 10-05-2023
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 18 / 30 °C
img
საგარეჯო 17 / 29 °C
img
დ.წყარო 17 / 30 °C
img
სიღნაღი 18 / 32 °C
img
ლაგოდეხი 17 / 27 °C
img
ყვარელი 18 / 30 °C
img
თელავი 18 / 30 °C
img
ახმეტა 17 / 30 °C
img
კალენდარი
«« ივნისი 2023 »»
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 12

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.