სოფლის მეურნეობა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტი 95 მლნ ლარით იზრდება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2023 წლის ბიუჯეტი, წინა წელთან შედარებით, 95 მლნ ლარით იზრდება. ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ განაცხადა.
„პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ, პარლამენტისთვის წარდგენილი ბიუჯეტით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაფინანსება 95 მლნ ლარით იზრდება მიმდინარე წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით. ჩვენ ზრდა გვაქვს, ფაქტობრივად, ყველა მიმართულებით, ყველა პროგრამაში: „შეღავათიანი აგროკრედიტი“, „დანერგე მომავალი“, ასევე, შემნახველი და გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსება და, რა თქმა უნდა, აგროსასურსათო პროდუციის პოპულარიზაციის მიმართულება, რაც, დამეთანხმებით, ძალიან მნიშვნელოვანია. ბიუჯეტის ზრდა განაპირობა იმ გარემოებამ, რომ ყველა ამ პროექტში, დაფინანსების ყველა მექანიზმში, რომელსაც ჩვენ ვთავაზობთ ფერმერებს და მეწარმეებს, არის მოთხოვნის მნიშვნელოვანი ზრდა. ყოველწლიურად, მნიშვნელოვნად იზრდება მოთხოვნა ბაღების გაშენებაზე, შემნახველი და გადამმუშავებელი საწარმოების შექმნაზე. აგროკრედიტის პორტფელი 1 300 000 000 ლარის ფარგლებშია. ბიუჯეტი იზრდება ყველა მიმართულებით“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

ცვლილებები სოფლის მეურნეობის მიმართულებით შემდეგია:

• გაიზრდება სახელმწიფო პროგრამების: „შეღავათიანი აგროკრედიტი“, „დანერგე მომავალი“, შემნახველი და გადამმუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების პროგრამა ბიუჯეტი;

• მეტი ფინანსური რესურსი მოხმარდება ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე ქართული აგროსასურსათო პროდუქციის პოპულარიზაციას;

• გაგრძელდება მოსავლის ამღები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამა;

United Nations Development Programme - UNDP-ის მხარდაჭერით, დაიწყება ახალი პროგრამა, რომელიც სოფლის განვითარებისთვის ევროპული დაფინანსების პრინციპის დანერგვას ითვალისწინებს.

რაც შეეხება გარემოსდაცვით მიმართულებას, ბიუჯეტი, 2022 წელთან შედარებით, 18%-ით იზრდება. გაზრდილი ბიუჯეტით კი გათვალისწინებულია ეკოტურიზმის განვითარება, დაცული ტერიტორიების ინფრასტრუქტურის მოწესრიგება/მოწყობა და ახალი ვიზიტორების მოზიდვა.


| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, დღევანდელი მდგომარეობით უკვე
გადამუშავებულია 170 ათასი ტონა ყურძენი და დაახლოებით 200 მლნ ლარის
შემოსავალი მიიღეს კახელმა მევენახეებმა.
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, დღევანდელი მდგომარეობით უკვე გადამუშავებულია 170 ათასი ტონა ყურძენი და დაახლოებით 200 მლნ ლარის შემოსავალი მიიღეს კახელმა მევენახეებმა.
16:42 / 28.09.2023
მთავრობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წელს, რთველის მხარდასაჭერად,
სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამა განხორციელდება. სახელმწიფო
სუბსიდიას მიიღებს ის კომპანია, რომელიც 2023 წლის რთველის
განმავლობაში შეიძენს და გადაამუშავებს კახეთის რეგიონში მოწეულ
არანაკლებ 100 ტონა რქაწითელის და/ან კახური მწვანის ჯიშის ყურძენს.
მთავრობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წელს, რთველის მხარდასაჭერად, სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამა განხორციელდება. სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებს ის კომპანია, რომელიც 2023 წლის რთველის განმავლობაში შეიძენს და გადაამუშავებს კახეთის რეგიონში მოწეულ არანაკლებ 100 ტონა რქაწითელის და/ან კახური მწვანის ჯიშის ყურძენს.
13:32 / 21.09.2023
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 11 სექტემბრის მდგომარეობით,
რთველი 2023 წლის ფარგლებში, გადამუშავებულია 40 ათასამდე ტონა
ყურძენი. მათგან 23 ათას ტონამდეა რქაწითელი, 15 ათას ტონამდე -
საფერავი, 1,5 ათასი ტონა კახური მწვანე და დანარჩენი სხვადასხვა
ჯიშებია.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 11 სექტემბრის მდგომარეობით, რთველი 2023 წლის ფარგლებში, გადამუშავებულია 40 ათასამდე ტონა ყურძენი. მათგან 23 ათას ტონამდეა რქაწითელი, 15 ათას ტონამდე - საფერავი, 1,5 ათასი ტონა კახური მწვანე და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშებია.
13:50 / 11.09.2023
6 სექტემბრის მდგომარეობით, რთველი 2023 წლის ფარგლებში, ჯამში
გადამუშავებულია 20 ათასამდე ტონა ყურძენი. აქედან, 11 ათას ტონამდე
რქაწითელი, 7,5 ათას ტონამდე საფერავი და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის
ყურძენია. - ინფორმაციას ამის შესახებ ღვინის ეროვნული სააგენტო
ავრცელებს.
6 სექტემბრის მდგომარეობით, რთველი 2023 წლის ფარგლებში, ჯამში გადამუშავებულია 20 ათასამდე ტონა ყურძენი. აქედან, 11 ათას ტონამდე რქაწითელი, 7,5 ათას ტონამდე საფერავი და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია. - ინფორმაციას ამის შესახებ ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
11:31 / 06.09.2023
სამართალი
ნადირობის სეზონის დაწყებიდან (19 აგვისტო) 31 აგვისტოს ჩათვლით ქვეყნის მასშტაბით უკანონო ნადირობის 97 ფაქტი გამოვლინდა. მათგან კახეთში 7 ფაქტი დაფიქსირდა.
11:30 / 05-09-2023
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში 40 წლამდე ასაკის მამაკაცი თანასოფლელმა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა.
12:06 / 04-09-2023
სოფლებში, ანთოკსა და მარიამჯვარში წყალმომარაგების სისტემის მოწყობის სამუშაოების დასრულდა.
15:32 / 27-07-2023
ეკონომიკა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიმითში საბავშვო და სპორტული მოედნები (სატრენაჟორო სივრცე) მოეწყობა. უკვე გამოვლენილია ტენდერში გამარჯვებული კომპანია.
12:27 / 29-09-2023
გურჯაანის ღვინის ფესტივალისთვის დაგეგმილი ღონისძიების ორგანიზებაზე შპს „სივრცე“ იზრუნებს. კომპანია განმეორებით გამოცხადებული ტენდერის ერთადერი მონაწილე იყო.
11:08 / 26-09-2023
სხვა ამბები
გურჯაანის N12 ოლქში 17 საათისთვის ამომრჩეველთა საშუალო აქტივობა დაფიქსირდა. 50234 ამომრჩევლიდან კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 13442-მა ამომრჩეველმა, რაც საერთო რაოდენობის 26.76%-ია.
18:20 / 01-10-2023
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თელავში, ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ ის მინიმალური ნდობა, რომელიც შენარჩუნებული იყო პრეზიდენტსა და პრემიერს შორის, დაკარგულია.
17:09 / 28-09-2023
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის, ავთანდილ გულიკაშვილის გადაწყვეტილებით მიმდინარე წელს ეროვნულ გამოცდებში საუკეთესო შედეგის - 100%-იანი, 70%-იანი და 50%-იანი გრანტის მქონე აბიტურიენტები დაასაჩუქრეს. მათ ერთჯერადი ფულადი ვაუჩერი და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.
12:29 / 19-09-2023
საარჩევნო ადმინისტრაცია ამომრჩევლებს შეთავაზებულ ზოგიერთ სერვისსა და ვადებს შეახსენებს. ამასთან დაკავშირებით დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა.
16:51 / 16-09-2023
„ჩემთვის ეს საკმაოდ რთული აღმოჩნდა, რადგან ბოლო 10 წელი სწავლასთან შეხება აღარ მქონია, წარსულში კი განათლება სრულიად სხვა სფეროში მივიღე“, — ამბობს ოლექსანდრა ლისა უკრაინიდან. EU4Youth პროგრამის დახმარებით, მან წელს პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში მდებარე ნატოლინის ევროპის კოლეჯი დაამთავრა.
15:42 / 16-09-2023
გურჯაანელმა სპორტსმენებმა, ყაზახეთში გამართულ მკლავჭიდის მსოფლიო ჩემპიონატზე, - 3 ოქროს, 2 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
15:08 / 12-09-2023
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 7 / 19 °C
img
საგარეჯო 6 / 15 °C
img
დ.წყარო 4 / 15 °C
img
სიღნაღი 7 / 20 °C
img
ლაგოდეხი 4 / 17 °C
img
ყვარელი 7 / 19 °C
img
თელავი 7 / 16 °C
img
ახმეტა 7 / 15 °C
img
კალენდარი
«« დეკემბერი 2023 »»
27282930 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.