ეკონომიკა
წყალში გადაყრილი 3 მილიონი და ხელახლა შესარემონტებელი სპორტული კომპლექსი
მარინა პეტრიაშვილი
სპორტული კომპლექსი, რომელიც გურჯაანში 1978 წელს აშენდა წლების განმავლობაში კახეთის მასშტაბით ერთ-ერთი საუკეთესო იყო. განსაკუთრებით გამოირჩეოდა საცურაო აუზი, სადაც აღმართული იყო სახტომი კოშკურები. ქვეყანაში მძიმე ეკონომიკური პერიოდის დროს მან ფუნქციონირება შეწყვიტა, უპატრონობის გამო განადგურდა და გაიძარცვა შენობა. 2012 წელს მისი რეაბილიტაციისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 3 მილიონი ლარი გამოიყო და 18 სექტემბერს სპორტული კომპლექსი საქართველოს პრეზიდენტმა ოფიციალურად გახსნა. თუმცა პრეზენტაციისთვის სახელდახელოდ შესრულებული სამუშაოების შედეგი ორ დღეში გამოიკვეთა და აუზის ფსკერი ხელახლა შესაკეთებელი გახდა.
გურჯაანის სპორტული კომპლექსის რეაბილიტაცია 2012 წლის აპრილის ბოლოს დაიწყო. მისი აღდგენისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან სპეციალური ტრანსფერი 3 მილიონი ლარი გამოიყო. 18 სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რეაბილიტირებული სპორტკომპლექსი ოფიციალურად გახსნა, თუმცა გარკვეული სახის სამუშაოები დღემდე მიმდინარეობს. მართალია შენობა-ნაგებობა მნახველთა მოწონებას იმსახურებს, მაგრამ პერსონალის თქმით, ხარვეზების გამო სპორტული წრეების გახსნა დღემდე ვერ მოხერხდა. როგორც ორგანიზაციის თანამშრომლებმა ჩვენთან პირად საუბარში აღნიშნეს, მართალია, კომპლექსი ოფიციალურად პირადად პრეზიდენტმა გახსნა, მაგრამ მიღება-ჩაბარების აქტი დღემდე არ არსებობს. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა კი საცურაო აუზია, რომელიც ამ ერთი თვის განმავლობაში რამდენჯერმე დაზიანდა. "აუზი პირველად 15 სექტემბერს გავავსეთ, მაგრამ შევამჩნიეთ, რომ ორი დღის განმავლობაში წყლის დონემ საკმაოდ დაიკლო და ისევ დავცალეთ." _ გვითხრეს თანამშრომლებმა, რომლებმაც ვინაობის გამხელა არ ისურვეს.
სპორტკომპლექსის რეაბილიტაციას ადგილობრივი მოსახლეობაც მოუთმენლად ელოდა. უმრავლესობის ინტერესი კი აუზის ფუნქციონირებაა."პრეზიდენტმა კომპლექსი ოფიციალურად გახსნა, მაგრამ ჯერჯერობით მუშაობა არ დაუწყიათ. არ ვიცი რაღას უცდიან? მე თვითონ ორი პატარა ბავშვი მყავს და ცურვის წრის გახსნას მოუთმენლად ველოდები, რადგან მინდა ორივე ვატარო," _ გვითხრა მარეხ ხარებაშვილმა.
იმის გასარკვევად, თუ რის გამო დაზიანდა აუზი, რომელიც ექსპლუატაციაში ჯერ კიდევ არ შესულა და ვის ეკისრება აღნიშნულის გამო პასუხისმგებლობა? _ `სპექტრი~ ტენდერში გამარჯვებული კომპანია `მეგავატჯი~-ს სამუშაოთა მწარმოებელს შალვა მარგალიტაშვილს დაუკავშირდა. მან ჩვენთან სატელეფონო საუბარში განმარტა, რომ მუშაობის პროცესში შემცირდა აუზის სიღრმე და საერთაშორისო სტანდარტებს გაუტოლდა.(?!)"რეაბილიტაცია პროექტის მიხედვით გაკეთდა. მარტო აუზის სიღრმე დაპატარავდა, სიგრძე და სიგანე არ შეცვლილა. ეს იმიტომ მოხდა, რომ ოლიმპიურ სტანდარტებს გატოლებოდა. რაც შეეხება იმას, რომ წყლის ჩასხმა დღემდე ვერ ხერხდება, პატარა ტექნიკური ხარვეზია,"_ გვითხრა მან და იქვე აღნიშნა, რომ პრობლემა ორ კვირაში მოგვარდება "ეს პრობლემა ჩემი ბრალი იყო და სამუშაოების დამთავრების შემდეგ გამოიკვეთა. დაზიანების გამოსასწორებლად არავითარი ზედმეტი ფინანსები არ იქნება საჭირო, ჩემი შეცდომა იყო და ყველაფერს საკუთარი ხარჯით გავაკეთებ. სამუშაოები უკვე დაწყებულია და ალბათ ორ კვირაში დამთავრდება".
საპირისპიროს ამბობს ადამიანი, რომელიც ამ ობიექტის მშენებლობაში უშუალოდ მონაწილეობდა. მან გარკვეული მიზეზების გამო ვინაობის დასახელებისგან თავი შეიკავა. თუმცა დეტალურად განმარტა, რეალურად რა პრობლემასთან გვაქვს საქმე. "აუზში შენობის ნანგრევები ჩაყარეს და სიღრმე 2-3 მეტრით დააპატარავეს. შემდეგ სამშენებლო ნარჩენებს `კატოკი~ გადაატარეს, რომ დატკეპნილიყო და ცემენტი ისე დაასხეს. მე ხელოსანი ვარ და ვიცი, რომ თუ ნიადაგი მყარი არ არის, ცემენტი თავს ვერ დაიჭერს. თავიდანვე გაოცებულები ვიყავით და ამას ხმამაღლაც ვამბობდით, მაგრამ ჩვენ ვინ რას გვკითხავდა?! ყველაზე მთავარი ისაა, რომ 40 ევროდ ღირებული მეტლახი დააგეს, რომელიც ეხლა უნდა აყარონ. ძალიან დიდი ეჭვი მაქვს, რომ ცემენტის ანგრევაც გახდება საჭირო, რადგან თუ ასე არ მოხდა, პრობლემა მუდმივად იარსებებს. ფსკერი ამ ოდენობის წყლის დაწოლას ვერ გაუძლებს." _ გვითხრა მან.
გარდა ამისა, სპორტულ დარბაზში პირველივე წვიმის დროს ჭერი ჩამოიშალა. როგორც ჩვენი რესპონდენტი ამბობს, შეაკეთეს, მაგრამ უშედეგოდ. სახურავიდან წყალი კვლავაც ჩამოდის და არამარტო ძვირადღირებულ საშენ მასალას, არამედ, ინვენტარსაც აზიანებს. მისივე თქმით, აღნიშნული პრობლემების ძირითადი მიზეზი ის არის, რომ მშენებლებს მუდმივად აჩქარებდნენ. სანამ ბეტონი გაშრებოდა, დამცავი ხარაჩოები იქამდე მოახსნევინეს. აუზში კი წყალი მშენებლობის დასრულებიდან დაახლოებით 10 დღის შემდეგ ჩააყენეს, რადგან მითითება ჰქონდათ, რომ პრეზიდენტს ობიექტი წინასაარჩევნოდ უნდა გაეხსნა. ამ ეტაპზე აუზის ფსკერის ძირითადი ნაწილი დაჩვრეტილია, რადგან თხევადი ბეტონის კომპრესორით ჩასხმას გეგმავენ. "სპექტრის" კორესპონდენტებმა სამუშაოების გადამოწმების მიზნით 20 ოქტომბერს კიდევ ერთხელ მიაკითხეს სპორტკომპლექსს, მაგრამ ადგილზე დარაჯის გარდა არავინ დახვდათ. რატომ გაიხსნა ობიექტი ისე, რომ არ არსებობს მიღება-ჩაბარების აქტი, რა თანხა გაიხარჯა სპორტული კომპლექსის რეაბილიტაციისთვის, რამდენად ხარისხიანად ჩატარდა სამშენებლო სამუშაოები, შეესაბამება თუ არა საცურაო აუზი საერთაშორისო სტანდარტებს? _ ამ და სხვა საკითხების გასარკვევად გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს ალექსანდრე სირბილაშვილის მივმართეთ. მან კომენტარი იმ მიზეზით არ გააკეთა, რომ სამუშოების მონიტორინგი მის კომპეტენციაში არ შედის და გამგებლის მოადგილე გოგა პეტრუზაშვილთან გადაგვამისამართა. "სპექტრი" ბატონ გოგა პეტრუზაშვილს ტელეფონით დაუკავშირდა, რომელმაც ასეთი პასუხი გაგვცა: "მე კომენტარებს არ ვიძლევი, ვერაფერს ვერ გეტყვით." იმავე დღეს ტელეფონით მუნიციპალიტეტის გამგებელს დავით მესხიშვილს დავუკავშირდით. "ჯერ პრესსამსახურს დაუკავშირდით, ასე თქვენთვისაც კომფორტული იქნება და ჩემთვისაც," _ გვიპასუხა მან.
მითითებისამებ, პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მთავარ სპეციალისტს ია დათუკიშვილს დავუკავშირდით, რომელიც სამი დღის განმავლობაში ცდილობდა შეხვედრის ორგანიზებას, თუმცა, უშედეგოდ. დავით მესხიშვილმა ამ მნიშვნელოვანი კომენტარისთვის ვერ მოიცალა, ამიტომ `სპექტრი~ სტატიას კომპეტენტური პირების კომენტარის გარეშე გთავაზობთ.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური
პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი, ენერგეტიკული
გაერთიანების (Energy Community) სამდივნოს დირექტორ არტურ ლორკოვსკის
შეხვდა.
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი, ენერგეტიკული გაერთიანების (Energy Community) სამდივნოს დირექტორ არტურ ლორკოვსკის შეხვდა.
19:16 / 17.11.2023
გურჯაანის ღვინის ფესტივალისთვის დაგეგმილი ღონისძიების
ორგანიზებაზე შპს „სივრცე“ იზრუნებს. კომპანია განმეორებით
გამოცხადებული ტენდერის ერთადერი მონაწილე იყო.
გურჯაანის ღვინის ფესტივალისთვის დაგეგმილი ღონისძიების ორგანიზებაზე შპს „სივრცე“ იზრუნებს. კომპანია განმეორებით გამოცხადებული ტენდერის ერთადერი მონაწილე იყო.
11:08 / 26.09.2023
ბიზნესასოციაცია “ქალები მომავლისთვის”, “კერძო მეწარმეობის
საერთაშორისო ცენტრთან”, “ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების
ბანკთან” (EBRD) ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „ქალები ბიზნესში“
პროგრამის ფარგლებში და Visa-სთან პარტნიორობით საქართველოს სამ
რეგიონში - კახეთი, სამეგრელო, აჭარა - ფორუმებს გამართავს.
ღონისძიებები ივლისის განმავლობაში თელავში, ზუგდიდსა და ბათუმში
ჩატარდება.
ბიზნესასოციაცია “ქალები მომავლისთვის”, “კერძო მეწარმეობის საერთაშორისო ცენტრთან”, “ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან” (EBRD) ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „ქალები ბიზნესში“ პროგრამის ფარგლებში და Visa-სთან პარტნიორობით საქართველოს სამ რეგიონში - კახეთი, სამეგრელო, აჭარა - ფორუმებს გამართავს. ღონისძიებები ივლისის განმავლობაში თელავში, ზუგდიდსა და ბათუმში ჩატარდება.
16:48 / 06.07.2023
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, კომპანიის „ეკოსპარტანელი“
პლასტამასის გადამმუშავებელი საწარმო ამოქმედდა. საწარმოს მოსაწყობად
ინვესტიციის მოცულობამ 209,000 ლარზე მეტი შეადგინა, მათ შორის,
სოფლის განვითარების პროგრამის თანადაფინანსება 145,000 ლარია.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, კომპანიის „ეკოსპარტანელი“ პლასტამასის გადამმუშავებელი საწარმო ამოქმედდა. საწარმოს მოსაწყობად ინვესტიციის მოცულობამ 209,000 ლარზე მეტი შეადგინა, მათ შორის, სოფლის განვითარების პროგრამის თანადაფინანსება 145,000 ლარია.
16:55 / 22.06.2023
სამართალი
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ა.ბ.
11:35 / 21-02-2024
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმერეთის რეგიონში სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
16:25 / 07-02-2024
ეკონომიკა
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10-04-2024
სხვა ამბები
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
00:46 / 18-04-2024
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებს.
23:54 / 17-04-2024
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის კანცელარიისკენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.
23:17 / 17-04-2024
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის (FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
22:29 / 17-04-2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპროტესტო აქციას ეხმაურება.
22:08 / 17-04-2024
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ ძამანაშვილმა, „საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი კრივში მოსწავლეთა შორის“ პირველი ადგილი დაიკავა. ის ასევე „საქართველოს 2023 წლის მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატის“ პირველი ადგილის მფლობელია.
13:43 / 25-03-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 12 / 22 °C
img
საგარეჯო 11 / 19 °C
img
დ.წყარო 9 / 17 °C
img
სიღნაღი 12 / 23 °C
img
ლაგოდეხი 11 / 19 °C
img
ყვარელი 12 / 22 °C
img
თელავი 12 / 21 °C
img
ახმეტა 11 / 21 °C
img
კალენდარი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.