ვიდეო
საუკუნოვანი აკაკის ხე გურჯაანში [Video]
PLAYER_GET_VIDEOFLASH
მნახველის გაოცებას იწვევს საუკუნოვენი აკაკის ხე, რომელიც სოფელ გურჯაანში ჯაჯანაშვილების ეზოში დგას. ათწლეულების შესახებ მოგვითხრობენ დატოტვილი და დაკოჟრილი ფესვები, სასწაულად გადაგრეხილა ერთმანეთში წარსული და მომავალი. ნათქვამია, „ხე ფესვებიდან იზომებაო“, ამის შემხედვარეს, უფრო სარწმუნოდ სჩანს ოჯახის უფროსის, ნოდარ ჯაჯანაშვილის მონაყოლი: „12 წლის ბებიაჩემი დაახლოებით 1890 წელს რძლად მოუყვანიათ; როგორც თვითონ იხსენებდა, ეს აკაკი უკვე კარგად დიდი ყოფილა, ვინ დარგო - არავინ იცის. ისკია, რომ ამ ტერიტორიაზე, იოანე ნათლისმცემლის ეკლესიის მახლობლად, რამდენიმე აკაკის ხე იდგა, ერთზე ზარიც ეკიდა. ყველა ჩემმა თანასოფლელმა იცის, რომ ეს წმინდა ხეებია, ტოტსაც კი არ ვაჭრით, თვითონ თუ დაიმტვრევს ქარის დროს. ფუღუროს ხომ ხედავთ?! ბავშვობაში აქ ვიმალებოდით ხოლმე, ახლა უკვე ჩემი შვილიშვილები თამაშობენ,“- ამბობს ნოდარ ჯაჯანაშვილი. ადგილობრივები იოანე ნათლიმსცემლის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიას ზემო წითელ უბანს ეძახიან. სპეციალისტების თქმით, საქართველოში უძველესი დროიდან მიაჩნდათ წმინდა ხედ - აკაკი, რომელიც თითქმის ყველა სალოცავს დაჰყურებდა. IV საუკუნეში ჯვრის შესაქმნელად “აკაკის ხე” გამოიყენეს, რომელიც დღევანდელი მცხეთის ჯვრის ფერდზე, წმიდა ნინოს ლოცვით აღმოცენებულ წყაროსთან იყო აღმართული. მარადმწვანე, სურნელოვანი ხე სასწაულებრივად კურნავდა ცხოველებსა და ფრინველებს. ქართულ საისტორიო წყაროებში დაცული გადმოცემის თანახმად, ძვ. სტილით 25 მარტს, ხარება დღეს, მეფის ძემ – რევიმ და ეპისკოპოსმა იოანემ მორწმუნეების თანხლებით მოკვეთეს ხე, მიწაზე შეუხებლად შეაბრძანეს მცხეთაში და სვეტიცხოვლის სამხრეთ კართან აღმართეს, სადაც 37 დღე კვლავ მარადმწვანედ იყო.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
საინფორმაციო სააგენტო Speqtri.ge გურჯაანის ფრინველების კონტაქტურ
პარკს ერთი წლის შემდეგ კვლავ ეწვია. ამ დროის განმავლობაში პარკს
უამრავი დეკორატიული თუ ეგზოტიკური ბინადარი შეემატა.
საინფორმაციო სააგენტო Speqtri.ge გურჯაანის ფრინველების კონტაქტურ პარკს ერთი წლის შემდეგ კვლავ ეწვია. ამ დროის განმავლობაში პარკს უამრავი დეკორატიული თუ ეგზოტიკური ბინადარი შეემატა.
15:55 / 29.11.2023
ინფორმაცია, რომ კახეთის „მიუსაფარ ცხოველთა მართვის სააგენტოს“
გურჯაანის ინტერმუნიციპალურ ცენტრში ცხოველებზე ძალადობენ, კერძოდ,
მათ კრემატორიუმში ცოცხლად წვავენ და ჩაქუჩებით ხოცავენ,
საზოგადოებისთვის ცოტახნის წინ გახდა ცნობილი, რამაც ბევრი ადამიანის
ყურადღება მიიპყრო და აღშფოთება გამოიწვია.
ინფორმაცია, რომ კახეთის „მიუსაფარ ცხოველთა მართვის სააგენტოს“ გურჯაანის ინტერმუნიციპალურ ცენტრში ცხოველებზე ძალადობენ, კერძოდ, მათ კრემატორიუმში ცოცხლად წვავენ და ჩაქუჩებით ხოცავენ, საზოგადოებისთვის ცოტახნის წინ გახდა ცნობილი, რამაც ბევრი ადამიანის ყურადღება მიიპყრო და აღშფოთება გამოიწვია.
17:38 / 24.11.2023
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) ეთნიკური
უმცირესობების წარმომადგენლებისთვის ახორციელებს პროექტს, „ეთნიკურ
უმცირესობებში დეზინფორმაციასთან საბრძოლველად ბარიერების დაძლევა“,
რომლის ფარგლებშიც მომზადდა ვიდეორგოლი ნატო-ს საკითხებთან
დაკავშირებით.
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის ახორციელებს პროექტს, „ეთნიკურ უმცირესობებში დეზინფორმაციასთან საბრძოლველად ბარიერების დაძლევა“, რომლის ფარგლებშიც მომზადდა ვიდეორგოლი ნატო-ს საკითხებთან დაკავშირებით.
17:58 / 12.09.2023
პერსონაჟის მორიგი სტუმარია გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დეპუტატი, კულტურისა და განათლების კომისიის თავმჯდომარე ლელა
თევდორაშვილი. ის 15 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა სკოლამდელი
სააღმზრდელო დაწესებულებების გაერთიანებას, რომელიც ერთ-ერთი პირველი
აიპი იყო ამ სფეროში კახეთის მასშტაბით.
პერსონაჟის მორიგი სტუმარია გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი, კულტურისა და განათლების კომისიის თავმჯდომარე ლელა თევდორაშვილი. ის 15 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების გაერთიანებას, რომელიც ერთ-ერთი პირველი აიპი იყო ამ სფეროში კახეთის მასშტაბით.
15:55 / 25.05.2023
სამართალი
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ა.ბ.
11:35 / 21-02-2024
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმერეთის რეგიონში სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
16:25 / 07-02-2024
ეკონომიკა
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10-04-2024
სხვა ამბები
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
00:46 / 18-04-2024
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებს.
23:54 / 17-04-2024
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის კანცელარიისკენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.
23:17 / 17-04-2024
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის (FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
22:29 / 17-04-2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპროტესტო აქციას ეხმაურება.
22:08 / 17-04-2024
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ ძამანაშვილმა, „საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი კრივში მოსწავლეთა შორის“ პირველი ადგილი დაიკავა. ის ასევე „საქართველოს 2023 წლის მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატის“ პირველი ადგილის მფლობელია.
13:43 / 25-03-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 10 / 21 °C
img
საგარეჯო 9 / 18 °C
img
დ.წყარო 7 / 17 °C
img
სიღნაღი 9 / 22 °C
img
ლაგოდეხი 8 / 16 °C
img
ყვარელი 10 / 21 °C
img
თელავი 11 / 19 °C
img
ახმეტა 9 / 19 °C
img
კალენდარი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.