სოფლის მეურნეობა
"უნდა გავკაფო, რად მინდა“- ატმის რეალიზაციის პრობლემა კახეთში [Photo-Video]
PLAYER_GET_VIDEOFLASH
ოფიციალური ინფორმაციით, 1 ივნისიდან 6 ივლისის ჩათვლით, საქართველოდან ექსპორტის სახით 2603 ტონა ატამი და ვაშლატამა გავიდა, თუმცა, ფერმერები რეალიზაციის პრობლემასა და დაბალ ფასზე კვლავ აქტიურად საუბრობენ. ზოგიერთი მათგანი კი მომავალი წლისთვის ატმის გაჩეხვასაც აპირებს.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში მცხოვრებ 84 წლის ლადო ბერულაშვილს 400 ძირი ატამი ორჯერ დაესეტყვა, როგორც ამბობს, მოსავალს ვერც ბაზარში ყიდის და არც „ქართული ხილის კომპანია“იბარებს.

„დანახარჯებს ვერ ვანაზღაურებთ. აი,ესაა ჩვენი სატკივარი. ატამი ხარისხიანი არ არის, დასეტყვილია და ხილის ქარხანაც აღარ იბარებს. ყოველდღე, სახლის წინ, ცენტრალურ გზაზე გამომაქვს, მაგრამ სად არის მყიდველი?! ათკილოიან ვედროს სამ ლარად ვიხვეწები და არ მიაქვთ, პურის ფულსაც ვერ ვშოულობ. შარშან შედარებით კარგი სიტუაცია იყო, ვედროს ექვს ლარად მაინც ვყიდდი.“

სოფელ ჩუმლაყში მცხოვრები თამაზ ქურციკიძე რეალიზაციის პრობლემით ისეა შეწუხებული, რომ სამომავლოდ ატმის გაჩეხვას აპირებს.

„საუკეთესო ხარისხის ატამი 10 თეთრად გავყიდე. 50 თეთრი დავაფასე, მაგრამ არავინ წაიღო, ხომ არ გადავყრიდი. რაღად მინდა ატამი, ავდგები და გავკაფავ. ვალებს ვერ ვფარავ, იმდენი ხარჯია და რაღა მრჩება?! ახლა ამბის გასაგებად მოვედი, ხილის ქარხანას მინდა ჩავაბარო, მსხვილი ატამია, ვიკითხავ ჩაიბარებენ თუ არა, ადგილზე რომ მივიტანთ მერე კარგ ფასს აღარ გვაძლევენ, იძულებული ვხდები ისევ უკან წავიღო. გასულ წელსაც ასე იყო, ჩვენი პატრონი ვინ არის?! რაც მოყვანაში დავხარჯე, იმასაც ვერ ვიღებ, აქეთ ახალი ვალი მედება, 25 ლარს ვუხდი ერთ მუშას. 2 ჰექტარი ატმის ბაღი მაქვს, ერთი მოწამლა 200 ლარამდე ჯდება, ექვსჯერ მოვწამლე და ამისი ფასი რა უნდა ავიღო?!“

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში მცხოვრები ინთიგამ ახმედოვი ჩუმლაყის ბაზარზე ერთ ყუთ ვაშლატამას ორ ლარად ყიდულობს. მისი თქმით, ხილს დაბალი ფასი იმიტომ აქვს, რომ აზერბაიჯანის საზღვარზე ქართული პროდუქცია ვეღარ გააქვთ.

„ხალხი მეცოდება, აბა, ეს რა ფასია?! მაგრამ ჩვენ რაღა ვქნათ. აზერბაიჯანის მხარეს ვერ გადავიტანთ, გზა დაკეტილია და საქართველოდან საქონელი იქ ვეღარ გაგვაქვს. სოფლებში უნდა ჩამოვიარო და ისე გავყიდო, მე რაღა დამრჩება. შარშან აქ 80 თეთრად ვყიდულობდი და აზერბაიჯანში ლარნახევრად ვყიდდი.“

„ქართული ხილის კომპანიის“ მენეჯერის კახა კიტიას თქმით, ატმის მიღება 17 ივნისს დაიწყეს. თავდაპირველად ხილს შედარებით მაღალ ფასად იბარებდნენ.

„დღეის მონაცემებით, რუსეთის ფედერაციაში, უკრაინაში, ყაზახეთსა და ბელორუსიაში, 400 ტონა ატამი და ვაშლატამაა გასული. თავიდან 80 თეთრში ვიბარებდით ვაშლატამას, ახლა პირველ და მეორე ხარისხს 60 თეთრად ვღებულობთ. ფასი იმიტომ შემცირდა, რომ გზა ჩაკეტილი იყო ლარსზე, რამდენიმე დღეა პრობლემა მოიხსნა, ახლა მანქანებმა უკვე გაიარეს საბაჟო და რუსეთის ფედერაციაში იმყოფებიან. ატამი თავდაპირველად 1-დან 1.10 ლარამდე მერყეობდა, დღეს კი ხარისხის მიხედვით 80 თეთრად ვღებულობთ. მესამე ხარისხს 25 თეთრად ვიბარებთ. ამაში ითვლება ნასეტყვი, ჭიანი, ცოტა მომპალი ხილი, ისეთი, რომელსაც ადამიანი სახლისთვის არ იყიდის. შპს „კულას “ დღეში 15-დან 20 ტონამდე ასეთი ხილი გააქვს. 24 -საათიან რეჟიმში ვმუშაობთ და მხოლოდ ერთი დღე გავჩერდით, წვიმამ შეგვიშალა ხელი. ხალხი შეშინებულია და ჩვენთან არ მოაქვს პროდუქტი, რაღაც ჭორებს ავრცელებენ. არ არსებობს ხილი, რომელიც არ მიგვიღია, აქ მოსული უკან არავინ გაგვიბრუნებია. ხარისხიანსაც ვიბარებთ და უხარისხოსაც, რაც ქარხანა ამუშავდა, მას შემდეგ ამას ვამბობ.“

სოფლის მეურნეობის სამინისტროს პოზიცია


„მე ვიყავი ადგილზე და ვფიქრობ, რომ სიტუაცია ნორმალურია ნორმალური ფერმერებისთვის. მდგომარეობა შეიძლება იყოს არანორმალური ისეთი ფერმერისთვის, რომელთაც ჰექტარზე მოსავლის მინიმალური რაოდენობა მიიღეს და ითხოვენ, ერთი კილოგრამი ლარი ღირდეს. ფასს ადგენს მოთხოვნა- მიწოდება და 20-25 თეთრიდან ერთ ლარამდე მერყეობს. შეფერხება რეალურად არ არის. ვიღაცეები იძახიან, აზერბაიჯანში ექსპორტი აღარ ხდებაო. არადა, გუშინდელი მონაცემებით ამ ქვეყანაში 255 ტონაა ექსპორტირებული. აზერბაიჯანის მხარეს შესაძლებელია, იყო პრობლემები და სხვადასხვა პირობები წაუყენეს რეალიზატორებს, მაგრამ ჩვენი საბაჟო აბსოლუტურად სუფთად მუშაობს. დიდი რაოდენობით ცარიელი ყუთები შემოჰქონდათ და საბაჟომ გააფრთხილა, რომ ეს განბაჟებას ექვემდებარება. ჩემს კოლეგებს ვთხოვე, მაქსიმალურად შევეცადოთ, ტექნიკური პრობლემა არ შეიქმნას-მეთქი. ლარსიც გაიხსნა და ორი მანქანა გადავიდა, ვფიქრობთ, რომ ეს გადაზიდვების თვითღირებულებას შეამცირებს. უფრო ხარისხიანი ატამი შემოვა და ვვარაუდობთ, ფასი მაღლა აიწევს.ჯერ არ მინახავს ფერმერი, რომელიც ამბობს, რომ აღარ ჩამოკრეფს და ხეზე დატოვებს მოსავალს.“- ამბობს speqtri.ge-სთან საუბარში სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გოჩა ცოფურაშვილი.

მისივე თქმით, ფერმერებს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში მდებარე „ქართული ხილის კომპანიაში“ მოსავლის უპრობლემოდ ჩაბარება შეუძლიათ.

„თუ იქნება ისეთი პრეცედენტი, რომ ქარხანა უარს განაცხადებს მიღებაზე, მაშინვე გვაცნობონ და სასწრაფო რეაგირებას მოვახდენთ. ერთ-ერთმა ოპოზიციურმა პარტიამ ისიც კი გააჟღერა , რომ ჩვენ ვიყიდით ატამს გლეხისთვის სასურველ ფასადო. ჩვენ გვაქვს ღია ტიპის ეკონომიკა, გამორიცხულია გლეხისთვის სასურველ ფასად იყიდო პროდუქცია. მომხმარებელსაც ხომ ანგარიში უნდა გაეწიოს, რომ საქართველოში 3 და 5 ლარად ატამი არ იყიდოს.“

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 2015 წლის ამავე პერიოდში (1 ივნისიდან 6 ივლისის ჩათვლით) ექსპორტზე 466 ტონა ატამი და ვაშლატამა გავიდა, ხოლო 2014 წელს-2154 ტონა.

| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
23-დან 25 თებერვლამდე, პორტუგალიის ქალაქი პორტო უმასპინძლებს
ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო გამოფენას Simplesmente Vinho.
აღსანიშნავია, რომ საქართველო ამ ღონისძიებაზე ამაყად გამოირჩევა
ღვინის სამშობლოს სტატუსით.
23-დან 25 თებერვლამდე, პორტუგალიის ქალაქი პორტო უმასპინძლებს ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო გამოფენას Simplesmente Vinho. აღსანიშნავია, რომ საქართველო ამ ღონისძიებაზე ამაყად გამოირჩევა ღვინის სამშობლოს სტატუსით.
16:20 / 23.02.2024
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ქართული ღვინის
პოპულარიზაციის ღონისძიებები საერთაშორისო ბაზრებზე 2024 წელს კიდევ
უფრო გააქტიურდება.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ქართული ღვინის პოპულარიზაციის ღონისძიებები საერთაშორისო ბაზრებზე 2024 წელს კიდევ უფრო გააქტიურდება.
16:47 / 08.02.2024
საქართველოში წელს IWSC (International Wine and Spirits Competition)
კონკურსი მეორედ ჩატარდა, სადაც 170-ზე მეტი კომპანიის 520 ღვინო
მონაწილეობდა. წელს კონკურსზე ქართულ ღვინოებთან ერთად სომხეთსა და
აზერბაიჯანში წარმოებული ღვინოებიც იყო წარმოდგენილი.
საქართველოში წელს IWSC (International Wine and Spirits Competition) კონკურსი მეორედ ჩატარდა, სადაც 170-ზე მეტი კომპანიის 520 ღვინო მონაწილეობდა. წელს კონკურსზე ქართულ ღვინოებთან ერთად სომხეთსა და აზერბაიჯანში წარმოებული ღვინოებიც იყო წარმოდგენილი.
21:26 / 04.12.2023
საინფორმაციო სააგენტო Speqtri.ge გურჯაანის ფრინველების კონტაქტურ
პარკს ერთი წლის შემდეგ კვლავ ეწვია. ამ დროის განმავლობაში პარკს
უამრავი დეკორატიული თუ ეგზოტიკური ბინადარი შეემატა.
საინფორმაციო სააგენტო Speqtri.ge გურჯაანის ფრინველების კონტაქტურ პარკს ერთი წლის შემდეგ კვლავ ეწვია. ამ დროის განმავლობაში პარკს უამრავი დეკორატიული თუ ეგზოტიკური ბინადარი შეემატა.
15:55 / 29.11.2023
სამართალი
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ა.ბ.
11:35 / 21-02-2024
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმერეთის რეგიონში სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
16:25 / 07-02-2024
ეკონომიკა
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10-04-2024
სხვა ამბები
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
00:46 / 18-04-2024
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებს.
23:54 / 17-04-2024
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის კანცელარიისკენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.
23:17 / 17-04-2024
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის (FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
22:29 / 17-04-2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპროტესტო აქციას ეხმაურება.
22:08 / 17-04-2024
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ ძამანაშვილმა, „საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი კრივში მოსწავლეთა შორის“ პირველი ადგილი დაიკავა. ის ასევე „საქართველოს 2023 წლის მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატის“ პირველი ადგილის მფლობელია.
13:43 / 25-03-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 14 / 28 °C
img
საგარეჯო 14 / 26 °C
img
დ.წყარო 12 / 22 °C
img
სიღნაღი 13 / 29 °C
img
ლაგოდეხი 14 / 24 °C
img
ყვარელი 14 / 28 °C
img
თელავი 15 / 27 °C
img
ახმეტა 14 / 27 °C
img
კალენდარი

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.