შეხვედრა ცოცხალ კლასიკოსთან -დოჩანაშვილი გურჯაანში [Video-Photo]
22:01 / 04.10.2016
PLAYER_GET_VIDEOFLASH
დღეს, გურჯაანის თოჯინების თეატრის დარბაზში გაიმართა შეხვედრა ცოცხალ
კლასიკოსად აღიარებულ მწერალ გურამ დოჩანაშვილთან. ღონისძიების
ინიციატორი იყო გურჯაანის წმ.სამების ტაძართან არსებული ახალგაზრდული
ცენტრი „ერთობა“.
-„ერთობაში“ შევქმენით მკითხველთა კლუბი, სადაც გურამ დოჩანაშვილის
ჩამობრძანების სურვილი დაიბადა. ამ ღონისძიების მიზანი იყო, ჩვენი
ახალგაზრდებისთვის გაგვეცნო ქართველი კლასიკოსი და მისი ნაწარმოებები.
მომავალი თაობა რაც მეტად წიგნიერი და განათლებული იქნება, ჩვენი
ქვეყნის იმედი და სიხარულია. დღევანდელი საღამოს მოწყობაში ასევე
დაგვეხმარნენ გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი
დალი მინდიაშვილი, სკოლის დირექტორები, პედაგოგები და თოჯინების
თეატრის ადმინისტრაცია, რისთვისაც დიდი მადლობა მინდა გადავუხადო.“ -
ამბობს speqtri.ge-სთან საუბარში სამების ტაძრის მღვდელმსახური და
ახალგაზრდულ ცენტრ "ერთობის" დამფუძნებელი - მღვდელი ვაჟა
სონღულაშვილი.
შეხვედრას გულრგილი არავინ დაუტოვებია. მრავალი ცნობილი წიგნების
ავტორს, ეხუტებოდნენ, თბილად და მოწიწებით ესალმებოდნენ,
ესაუბრებოდნენ...
დამსწრე საზოგადოებას, შესაძლებლობა ჰქონდა კითხვები დაესვა
მწერლისთვის. მან ბევრი საინტერესო ამბავი გაიხსენა და რჩევებიც მისცა
ახალგაზრდებს.
როგორც მამა ვაჟამ აღნიშნა, ფონდი გეგმავს მომავალი შეხვედრა
ახალგაზრდა პოეტებთან მოაწყოს. ღონისძიებაზე ყველა იმ დაინტერესებულ
პირს მიიწვევენ, ვისაც პოეზია უყვარს ან ლექსების წერითაა
გატაცებული.
P.S.
მას შემდეგ, რაც გურჯაანში დოჩანაშვილის შეხვედრა დაანონსდა,
speqtri.ge -მ გადაწყვიტა გამოკითხვა ჩაეტარებინა გურჯაანში, რა იცის
საზოგადოებამ დიდი კლასიკოსის შემოქმედების შესახებ.
იხ. ვიდეო
დღეს, 2 აპრილს, საბავშვო წიგნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით,
გურჯაანის საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანების ორგანიზებით,
ბიბლიოთეკის საბავშვო განყოფილებას ქართველი მწერალი და პოეტი კატო
ჯავახიშვილი ეწვია.
სიღნაღის ეროვნულ მუზეუმში ფოტოგამოფენა "იაპონიის ატომური
დაბომბვა"გაიხსნა. ფოტოების კოლექცია ასახავს მეორე მსოფლიო ომის დროს
იაპონიაში ატომური დაბომბვის შედეგებს.
საახალწლო დღეებში, 23 დეკემბრიდან 13 იანვრის ჩათვლით მთელი ქვეყნის
მასშტაბით, სადღესასწაულო ღონისძიებები გაიმართება. რას სთავაზობენ
კახეთის მუნიციცაპალიტეტების მოსახლეობას აღნიშნული პერიოდის
განმავლობაში - ამის შესახებ ინფორმაციას კახეთის გუბერნიის
ადმინისტრაცია ავრცელებს.
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ.
დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან
7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით
ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა
სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი
ა.ბ.
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში,
ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც
დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის
დასახელებები.
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის
რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები
თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების
კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად
ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი
მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და
საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ
მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის
ნორმებს.
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის
(FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში
ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ
მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში
რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის
მოსწავლემ, მარიამ ძამანაშვილმა, „საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი
კრივში მოსწავლეთა შორის“ პირველი ადგილი დაიკავა. ის ასევე
„საქართველოს 2023 წლის მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატის“ პირველი
ადგილის მფლობელია.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები