ვიდეო
გურჯაანში ღვინის ფესტივალი გაიმართა [Video]
PLAYER_GET_VIDEOFLASH
დღეს, 12 ოქტომბერს, გურჯაანში კურორტ ახტალის ტერიტორიაზე, წელს უკვე მესამედ ღვინის ფესტივალი გაიმართა.

ფესტივალზე წარმოდგენილი იყო ღვინის კომპანიებისა და საოჯახო მარნების მიერ დამზადებული სხვადასხვა სახეობის ღვინო, ხელნაკეთი, შემოქმედებითი, თემატური ნამუშევრები და ეთნოგრაფიული ექსპოზიციები.

გამოფენილი იყო მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის მოსწავლეების ექსპოზიციები.

ბავშვებისთვის წარმოდგენილი იყო სპეციალური გასართობი პროგრამები, ილუზიონისტების და ანიმატორების შოუ, თოჯინების თეატრი, ბუშტების შოუ, თიხის საჩვენებელი ძერწვა, კარიკატურების შექმნა, ხელნაკეთი ნივთების მასტერკლასი, სახეზე ხატვა და სხვადასხვა საბავშვო თამაშები.

სტუმრებს საშუალება ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ ჩურჩხელის ამოვლებასა და ყურძნის დაწურვაში, სხვადასხვა აქტივობაში, შეჯიბრებებსა და გასართობ თამაშებში.

დღეს გურჯაანის ღვინის ფესტივალს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილიც სტუმრობდა. მან პავილიონები დაათვალიერა, ღვინო დააგემოვნა და ჩურჩხელაც ამოავლო.

ფესტივალს ასევე სტუმრობდნენ დელეგაციები: სლოვაკეთიდან, ბელარუსიიდან, ესტონეთიდან, ესპანეთიდან, ლიტვადან. ღონისძიების მიმდინარეობის პერიოდში ესპანეთთან და სლოვაკეთთან მეგობრობის მემორანდუმი გაფორმდა.

ღვინის ფესტივალი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მუდმივი მხარდაჭერით იმართება.

| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
როგორ შეიძლება დავეხმარო კორონავირუსის გავრცელების შეჩერებას, როგორ
დავიბანო ხელები სწორად? – ამ და სხვა მნიშვნელოვანი რეკომენდაციების
შესახებ იხილეთ ვიდეორგოლში.
როგორ შეიძლება დავეხმარო კორონავირუსის გავრცელების შეჩერებას, როგორ დავიბანო ხელები სწორად? – ამ და სხვა მნიშვნელოვანი რეკომენდაციების შესახებ იხილეთ ვიდეორგოლში.
12:05 / 25.05.2020
ინარჩუნებს თუ არა კახეთი მწვანე ზონის სტატუსს?- ამ კითხვას დღეს
გამართულ ბრიფინგზე კახეთის გუბერნატორმა, ირაკლი ქადაგიშვილმა
იუმორით უპასუხა.
ინარჩუნებს თუ არა კახეთი მწვანე ზონის სტატუსს?- ამ კითხვას დღეს გამართულ ბრიფინგზე კახეთის გუბერნატორმა, ირაკლი ქადაგიშვილმა იუმორით უპასუხა.
13:59 / 06.05.2020
გუშინ სიღნაღის მუნიციპალიტეტში მოსულმა სეტყვამ მოსახლეობა
მნიშვნელოვნად დააზარალა. ანაგის მინდვრებში სხვა ნათესებთან ერთად,
განადგურდა პომიდვრის ბაღებიც.
გუშინ სიღნაღის მუნიციპალიტეტში მოსულმა სეტყვამ მოსახლეობა მნიშვნელოვნად დააზარალა. ანაგის მინდვრებში სხვა ნათესებთან ერთად, განადგურდა პომიდვრის ბაღებიც.
10:21 / 03.05.2020
რამდენიმე წუთის წინ ძლიერი სეტყვა მოვიდა სიღნაღის მუნიციპალიტეტში.
პირველადი ინფორმაციით, განადგურებულია ხორბლის ნათესები.
რამდენიმე წუთის წინ ძლიერი სეტყვა მოვიდა სიღნაღის მუნიციპალიტეტში. პირველადი ინფორმაციით, განადგურებულია ხორბლის ნათესები.
19:02 / 02.05.2020
როგორ გადმოვწეროთ და გამოვიყენოთ ქართულენოვანი აპლიკაცია STOP COVID
- ამის შესახებ ვიდეოინსტრუქციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
აპლიკაცია საშუალებას აძლევს მომხმარებელს გაიგოს თუ იმყოფებოდა
კონტაქტში COVID 19-ით ინფიცირებულ პირთან.
როგორ გადმოვწეროთ და გამოვიყენოთ ქართულენოვანი აპლიკაცია STOP COVID - ამის შესახებ ვიდეოინსტრუქციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
აპლიკაცია საშუალებას აძლევს მომხმარებელს გაიგოს თუ იმყოფებოდა კონტაქტში COVID 19-ით ინფიცირებულ პირთან.
18:39 / 16.04.2020
სხვა ამბები
პატარძეულელმა პოეტმა რომან ზუკაკიშვილმა ლექსების მორიგი კრებული გამოსცა. "ჩვენ და წუთისოფელი" (პოეზიის მეორე ტომი) - ასე ჰქვია წიგნს, რომელშიც შეტანილია 500-მდე უმთავრესად ახალი ლექსი.
16:37 / 02-06-2020
იმ შემთხვევაში, თუ განსაზღვრული წლიური ქულა მოსწავლისთვის არ არის დამაკმაყოფილებელი, მას ექნება შესაძლებლობა სკოლის ადმინისტრაციას მიმართოს და კონკრეტულ საგანში ნიშანი აიმაღლოს. - ამის შესახებ განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა მთავრობის სხდომაზე ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციისას განაცხადა.
18:25 / 15-05-2020
როგორც დღეს საქართველოს განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სკოლებში მოსწავლეები ახალი მოდელით შეფასდებიან. მისი განმარტებით, არსებობს შეფასების ორი ფორმა: განმავითარებელი და განსაზღვრული.
17:43 / 15-05-2020
განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განცადებით, ერთიანი ეროვნული გამოცდები ჩატარდება იგივე ფორმატით და იგივე დროს, როგორც ადრე.
17:37 / 15-05-2020
დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარამ განათლების ანტიკრიზისულ გეგმაზე ისაუბრა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ 2019–2020 სასწავლო წელი აკადემიურ წლად არ გამოცხადდება.
17:04 / 15-05-2020
გურჯაანში კულტურის ცენტრის წინ, თამარ მეფის ქუჩაზე, 600 კვადრატული მეტრის სიგრძის სკვერს ჩაუტარდა რეაბილატაცია და მოხდა მისი გამწვანება. როგორც ააიპ მუნიციპალური კულტურის ცენტრის დირექტორი, ვალერი შოშიაშვილი ამბობს, ამისთვის 6 ათასი ლარი გაიხარჯა.
12:06 / 07-05-2020
ვალუტა
EUR
EUR
1
3.3476
USD
USD
1
2.9562
GBP
GBP
1
3.7328
TRY
TRY
1
0.4365
RUB
RUB
100
4.2963
ამინდი
გურჯაანი 17 / 30 °C
img
საგარეჯო 15 / 27 °C
img
დ.წყარო 14 / 25 °C
img
სიღნაღი 14 / 30 °C
img
ლაგოდეხი 14 / 27 °C
img
ყვარელი 17 / 30 °C
img
თელავი 16 / 28 °C
img
ახმეტა 14 / 28 °C
img
კალენდარი
«« ივნისი 2020 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.