ვიდეო
ლამბალოს სკოლა აქტიური ბავშვებით გამოირჩევა[VIDEO]
https://www.youtube.com/watch?v=-y9T_Pl8Hwc
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოს სკოლა აქტიური და ნიჭიერი ბავშვებით გამოირჩევა. როგორც ჩვენთან საუბარში ქართული ენის პედაგოგმა ირმა ჭიკაძემ აღნიშნა, მათთან ბევრი კარგი მოსწავლეა. მათ შორის ერთ-ერთი წარმატებული მე-3 კლასელი თარანა ჯეირანოვაა.
როგორც მან ჩვენთან საუბარში აღნიშნა, ძალიან უყვარს სკოლა და თავისი პედაგოგები. -"სკოლა ძალიან მიყვარს და კარგადაც ვსწავლობ. ვცდილობ არავის ჩამოვრჩე. როდესაც ჩვენთან ღონისძიებები იმართება, ყოველთვის ვმონაწილეობ. ძალიან მიყვარს ჩემი მასწავლებელი და თანაკლასელები. საგნებიდან გამორჩეულად ქართულს, ინგლისურს და მათემატიკას ვსწავლობ. ვცდილობ ყოველთვის აქტიური ვიყო. თავისუფალ დროს მეგობრებთან ერთად ვთამაშობ. ასევე ძალიან მიყვარს ხატვა და კითხვა, რასაც დიდ დროს ვუთმობ," _ გვითხრა მან.

ჩვენი სტუმრობა, მესამე კლასში ქართულის გაკვეთილის მსვლელობას დაემთხვა. აღმოვაჩინეთ, რომ კლასში შედარებით უფროსი გოგონაც იჯდა. როგორც ქართული ენის პედაგოგმა ირმა ჭიკაძემ განმარტა, ის მე-6 კლასის მოსწავლე სევინჯ ნასიბოვა იყო. -"სევინჯი ქვემოთ სკოლაში სწავლობს და აქვე ახლოს ცხოვრობს. მას ძალიან დიდი სურვილი აქვს, რომ ქართული ენა კარგად შეისწავლოს. უკვე ერთი თვეა, კვირაში სამი დღე მაინც გაკვეთილების დამთავრების შემდეგ, სანამ სახლში მივა, ჩვენთან მოდის და ქართულის გაკვეთილებს ესწრება. ათვისებით ყველაფერს კარგად და სწრაფად ითვისებს. წერით მას ცალკე ვაწერინებ. ძალიან ნიჭიერი ბავშვია, რა დავალებასაც ვაძლევ, ყოველთვის ასრულებს. როგორც დედამისმა მითხრა, თვითონ სევინჯს აქვს სურვილი, რომ ქართული ენა შეისწავლოს. ამის ტოლი გოგონა მყავს სახლში, ამიტომ ზაფხულში ჩემთან დავპატიჟე. თუ წამოვა, ვფიქრობ მასთან კონტაქტი რომ ექნება, ენას უკეთესად აითვისებს."

ჩვენ სევინჯ ნასიბოვასაც გავესაუბრეთ. მართალია, გოგონას ჯერჯერობით ქართულად ლაპარაკი უჭირდა, მაგრამ თავისი სურვილი, მაინც გაგვიმხილა. -"სკოლაში კარგად ვსწავლობ, ყველა საგანი ერთნაირად მიყვარს და ამიტომ შეფასებები 8 და 9 ქულები მაქვს. მინდა ქართული ენა კარგად ვისწავლო, რომ ამ ენის მასწავლებელი გამოვიდე."

მე-4 კლასისის მოსწავლეს ნავად გუსეინოვას კი ყველაზე ძალიან ლექსების მხატვრულად კითხვა უყვარს. -"ლექსებს გამოთქმით ვკითხულობ, ხშირად გამოვდივარ სკოლაში გამართულ ღონისძიებებზე, კარგად ვცეკვავ, სიმღერითაც კარგად ვმღერი. სკოლაში მუსიკის გაკვეთილებზე ბევრ რამეს ვსწავლობ და მასზე დასწრებაც ძალიან მიყვარს. ქართულადაც კარგად ვმღერივარ და აზერბაიჯანულადაც. სახლში ჩემი ოჯახის წევრებს ეს ძალიან მოსწონთ და ხშირად მაქებენ კიდეც. ბაირამობის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონიძიებაზეც მივიღე მონაწილეობა."

სემურ ბაირამოვიც ამავე სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეა.
-"სკოლაში სიარული ძალიან მიყვარს და ყველა საგანს კარგად, ათიანებზე ვსწავლობ. ქართული ენა ძალიან მიყვარს და ნაწარმოებებს გრამატიკულად კარგად ვკითხულობ. ლექსებსაც კარგად ვამბობ. განსაკუთრებით ინგლისური, ქართული, აზერბაიჯანული და მათემატიკა მიყვარს."

ბემინა ისაევა თავისუფალ დროს წიგნების კითხვას უთმობს. მას სამი მეგობარი ჰყავს, რომლებიც ძალიან უყვარს. -"სკოლაში სიარული მიხარია. განსაკუთრებით მათემატიკა, ბუნება და აზერბაიჯანული ენა მიყვარს. ხატვითაც კარგად ვხატავ. თავისუფალ დროს სახლში რომ მივდიდავრ ვწერ, წიგნებს ვკითხულობ და ასევე მეგობრებთან ვთამაშობ, რომლებიც ძალიან მიყვარს." აქტიური ბავშვია მე-3 კლაისის მოსწავლე თარანა ჯეირანოვაც. მას მომავალში უნდა რომ მასწავლებლის პროფესია აირჩიოს, ამიტომ ცდილობს კარგად ისწავლოს.

-"ქართული, ინგლისური და მათემატიკა ჩემი საყვარელი საგნებია. სკოლაში რა ღონისძიებაც იმართება, ყველაფერში აქტიურად ვიღებ მონაწილეობას. მიყვარს ჩემი მასწავლებელი და თანაკლასელები. დიდი სურვილი მაქვს მომავალში მასწავლებელი გამოვიდე," _ გვითხრა მან. მე-3 კლასის მოსწავლე აიდა მამედოვამ ჩვენთვის ქართული სიმღერა შეასრულა და გვითხრა, რომ სურვილი აქვს მომღერალი გამოვიდეს. -"როდესაც სკოლაში ზეიმი გაიმართება, მეც ვმონაწილეობ. სიმღერა ისე მიყვარს, სახლშიც ვმღერი ხოლმე," _ გვითხრა მან და გაგვიმხილა, რომ სიმღერა დალი მასწავლებელმა შეაყვარა.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
საინფორმაციო სააგენტო Speqtri.ge გურჯაანის ფრინველების კონტაქტურ
პარკს ერთი წლის შემდეგ კვლავ ეწვია. ამ დროის განმავლობაში პარკს
უამრავი დეკორატიული თუ ეგზოტიკური ბინადარი შეემატა.
საინფორმაციო სააგენტო Speqtri.ge გურჯაანის ფრინველების კონტაქტურ პარკს ერთი წლის შემდეგ კვლავ ეწვია. ამ დროის განმავლობაში პარკს უამრავი დეკორატიული თუ ეგზოტიკური ბინადარი შეემატა.
15:55 / 29.11.2023
ინფორმაცია, რომ კახეთის „მიუსაფარ ცხოველთა მართვის სააგენტოს“
გურჯაანის ინტერმუნიციპალურ ცენტრში ცხოველებზე ძალადობენ, კერძოდ,
მათ კრემატორიუმში ცოცხლად წვავენ და ჩაქუჩებით ხოცავენ,
საზოგადოებისთვის ცოტახნის წინ გახდა ცნობილი, რამაც ბევრი ადამიანის
ყურადღება მიიპყრო და აღშფოთება გამოიწვია.
ინფორმაცია, რომ კახეთის „მიუსაფარ ცხოველთა მართვის სააგენტოს“ გურჯაანის ინტერმუნიციპალურ ცენტრში ცხოველებზე ძალადობენ, კერძოდ, მათ კრემატორიუმში ცოცხლად წვავენ და ჩაქუჩებით ხოცავენ, საზოგადოებისთვის ცოტახნის წინ გახდა ცნობილი, რამაც ბევრი ადამიანის ყურადღება მიიპყრო და აღშფოთება გამოიწვია.
17:38 / 24.11.2023
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) ეთნიკური
უმცირესობების წარმომადგენლებისთვის ახორციელებს პროექტს, „ეთნიკურ
უმცირესობებში დეზინფორმაციასთან საბრძოლველად ბარიერების დაძლევა“,
რომლის ფარგლებშიც მომზადდა ვიდეორგოლი ნატო-ს საკითხებთან
დაკავშირებით.
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის ახორციელებს პროექტს, „ეთნიკურ უმცირესობებში დეზინფორმაციასთან საბრძოლველად ბარიერების დაძლევა“, რომლის ფარგლებშიც მომზადდა ვიდეორგოლი ნატო-ს საკითხებთან დაკავშირებით.
17:58 / 12.09.2023
პერსონაჟის მორიგი სტუმარია გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დეპუტატი, კულტურისა და განათლების კომისიის თავმჯდომარე ლელა
თევდორაშვილი. ის 15 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა სკოლამდელი
სააღმზრდელო დაწესებულებების გაერთიანებას, რომელიც ერთ-ერთი პირველი
აიპი იყო ამ სფეროში კახეთის მასშტაბით.
პერსონაჟის მორიგი სტუმარია გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი, კულტურისა და განათლების კომისიის თავმჯდომარე ლელა თევდორაშვილი. ის 15 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების გაერთიანებას, რომელიც ერთ-ერთი პირველი აიპი იყო ამ სფეროში კახეთის მასშტაბით.
15:55 / 25.05.2023
სამართალი
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ა.ბ.
11:35 / 21-02-2024
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმერეთის რეგიონში სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
16:25 / 07-02-2024
ეკონომიკა
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10-04-2024
სხვა ამბები
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
00:46 / 18-04-2024
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებს.
23:54 / 17-04-2024
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის კანცელარიისკენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.
23:17 / 17-04-2024
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის (FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
22:29 / 17-04-2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპროტესტო აქციას ეხმაურება.
22:08 / 17-04-2024
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ ძამანაშვილმა, „საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი კრივში მოსწავლეთა შორის“ პირველი ადგილი დაიკავა. ის ასევე „საქართველოს 2023 წლის მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატის“ პირველი ადგილის მფლობელია.
13:43 / 25-03-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 14 / 29 °C
img
საგარეჯო 14 / 27 °C
img
დ.წყარო 10 / 23 °C
img
სიღნაღი 13 / 30 °C
img
ლაგოდეხი 14 / 25 °C
img
ყვარელი 14 / 29 °C
img
თელავი 16 / 28 °C
img
ახმეტა 15 / 28 °C
img
კალენდარი

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.