ვიდეო
ვინ ირჩევს "სოფლის მხარდაჭერის პროგრამით" მოსაგვარებელ პრიორიტეტებს? [VIDEO]
https://www.youtube.com/watch?v=IZ1sAxmgTfo
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩეთის მოსახლეობა, მთავარ პრობლემად დაზიანებულ გზასა და სანიაღვრე არხებს ასახელებს, თუმცა აღნიშნული საკითხები "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" პრიორიტეტებში ვერც ამჯერად მოხვდა.
სოფელი დარჩეთი (არაშენდის თემი) ცენტრალური მაგისტრალიდან რამდენიმე კილომეტრითაა დაშორებული, გზა ძლიერ დაზიანებულია, რის გამოც ადგილობრივებს მოძრაობა უჭირთ. ეს საკითხი ზამთარში უფრო აქტუალურია. -"გზის პრობლემა ძალიან გვაწუხებს. სასაფლაო სოფლიდან ძალიან შორსაა, უგზოობის გამო მიცვალებულის გასვენება გვიჭირს. გაუსაძლის პირობებში ვართ," _ გვითხრა ნანა ჯიქურაშვილმა და სანიაღვრე არხების პრობლემაზეც ისაუბრა.
-"წვიმის დროს წყალი ეზოებში გვივარდება, ნათესებს ანადგურებს და საპირფარეშოებიც წყლით ივსება. გზა მოხრეშეს, მაგრამ ამით პრობლემა არ მოგვარებულა, რადგან ნიაღვარმა ქვიშა წაიღო. თუ სანიაღვრე არხები არ მოწესრიგდა, მდგომარეობა არ შეიცვლება,"_ აღნიშნა მან.

როგორც მოსახლეობა ამბობს, გზა წინა წლებში მოიხრეშა, მაგრამ ამით პრობლემა არ შეცვლილა. -"თანხა რაში დახარჯეს არ ვიცი. არაშენდიდან ხრეში მოიტანეს და აქ დაყარეს. იქით კიდევ ასფალტი დაასხეს, მაგრამ ამით ჩვენი მდგომარეობა ოდნავაც არ გაუმჯობესებულა," _ გვითხრა ანიკო სეფიაშვილმა.

მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობა ამ პრობლემებზე საუბრობს, აღნიშნული საკითხები "სოფლის მხარდაჭერის პროგრამაში" გათვალისწინებული არ არის. გურჯაანის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის, ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსი განმარტავს, რომ პრიორიტეტების შერჩევა მოსახლეობის სურვილისამებრ მოხდა.
-"ამ პროგრამის ფარგლებში დარჩეთისთვის გამოყოფილია 14 700 ლარი. აქედან 12 700 ლარი _ სასმელი წყლის რეაბილიტაციას, 2000 კი _ გარე განათების მოწყობას მოხმარდება. ეს დაფიქსირებულია კრების ოქმში. მოსახლეობამ მოსაგვარებელი საკითხები თავად დაასახელა. გათვალისწინებულია იმ ადგილობრივების უმრავლესობის აზრი, ვინც კრებას ესწრებოდა. შეიძლება იყოს ისეთი ფაქტი, რომ ვიღაც არ მივიდა და ახლა გამოთქვამს პრეტენზიას. თუკი ვინმეს განსხვავებული პოზიცია ჰქონდა, კრებაზე უნდა დაეფიქსირებინა. მათ ამის უფლება და ვალდებულებაც კი ჰქონდათ," _ გვითხრა ირაკლი მინდიაშვილმა.

გასულ წელს სასმელი წყლის რეაბილიტაციისთვის "სოფლის მხარდჭერის პროგრამის" ფარგლებში 8100 ლარი გამოიყო, მაგრამ იგივე საკითხის გადაჭრა მიმდინარე წელსაც პრიორიტეტია, მაშინ, როდესაც მოსახლეობა წყლის პრობლემაზე არ საუბრობს. აქვე განვმარტავთ, რომ ეს საკითხი არა მარტო დარჩეთში, არამედ სხვა სოფლებშიც დგას. უმეტეს შემთხვევაში მოსახლეობა ჩვენთან სხვა პრიორიტეტებზე საუბრობს, თუმცა "სოფლის მხარდაჭერის პროგრამით" სულ სხვა საკითხები გვარდება. ამიტომ საზოგადოებას თავადვე უჩნდება კითხვა, ვინ ირჩევს პრიორიტეტულ საკითხებს, ხალხი თუ ადგილობრივი ხელმძღვანელობა?
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
საინფორმაციო სააგენტო Speqtri.ge გურჯაანის ფრინველების კონტაქტურ
პარკს ერთი წლის შემდეგ კვლავ ეწვია. ამ დროის განმავლობაში პარკს
უამრავი დეკორატიული თუ ეგზოტიკური ბინადარი შეემატა.
საინფორმაციო სააგენტო Speqtri.ge გურჯაანის ფრინველების კონტაქტურ პარკს ერთი წლის შემდეგ კვლავ ეწვია. ამ დროის განმავლობაში პარკს უამრავი დეკორატიული თუ ეგზოტიკური ბინადარი შეემატა.
15:55 / 29.11.2023
ინფორმაცია, რომ კახეთის „მიუსაფარ ცხოველთა მართვის სააგენტოს“
გურჯაანის ინტერმუნიციპალურ ცენტრში ცხოველებზე ძალადობენ, კერძოდ,
მათ კრემატორიუმში ცოცხლად წვავენ და ჩაქუჩებით ხოცავენ,
საზოგადოებისთვის ცოტახნის წინ გახდა ცნობილი, რამაც ბევრი ადამიანის
ყურადღება მიიპყრო და აღშფოთება გამოიწვია.
ინფორმაცია, რომ კახეთის „მიუსაფარ ცხოველთა მართვის სააგენტოს“ გურჯაანის ინტერმუნიციპალურ ცენტრში ცხოველებზე ძალადობენ, კერძოდ, მათ კრემატორიუმში ცოცხლად წვავენ და ჩაქუჩებით ხოცავენ, საზოგადოებისთვის ცოტახნის წინ გახდა ცნობილი, რამაც ბევრი ადამიანის ყურადღება მიიპყრო და აღშფოთება გამოიწვია.
17:38 / 24.11.2023
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) ეთნიკური
უმცირესობების წარმომადგენლებისთვის ახორციელებს პროექტს, „ეთნიკურ
უმცირესობებში დეზინფორმაციასთან საბრძოლველად ბარიერების დაძლევა“,
რომლის ფარგლებშიც მომზადდა ვიდეორგოლი ნატო-ს საკითხებთან
დაკავშირებით.
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის ახორციელებს პროექტს, „ეთნიკურ უმცირესობებში დეზინფორმაციასთან საბრძოლველად ბარიერების დაძლევა“, რომლის ფარგლებშიც მომზადდა ვიდეორგოლი ნატო-ს საკითხებთან დაკავშირებით.
17:58 / 12.09.2023
პერსონაჟის მორიგი სტუმარია გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დეპუტატი, კულტურისა და განათლების კომისიის თავმჯდომარე ლელა
თევდორაშვილი. ის 15 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა სკოლამდელი
სააღმზრდელო დაწესებულებების გაერთიანებას, რომელიც ერთ-ერთი პირველი
აიპი იყო ამ სფეროში კახეთის მასშტაბით.
პერსონაჟის მორიგი სტუმარია გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი, კულტურისა და განათლების კომისიის თავმჯდომარე ლელა თევდორაშვილი. ის 15 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების გაერთიანებას, რომელიც ერთ-ერთი პირველი აიპი იყო ამ სფეროში კახეთის მასშტაბით.
15:55 / 25.05.2023
სამართალი
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ა.ბ.
11:35 / 21-02-2024
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმერეთის რეგიონში სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
16:25 / 07-02-2024
ეკონომიკა
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10-04-2024
სხვა ამბები
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
00:46 / 18-04-2024
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებს.
23:54 / 17-04-2024
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის კანცელარიისკენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.
23:17 / 17-04-2024
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის (FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
22:29 / 17-04-2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპროტესტო აქციას ეხმაურება.
22:08 / 17-04-2024
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ ძამანაშვილმა, „საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი კრივში მოსწავლეთა შორის“ პირველი ადგილი დაიკავა. ის ასევე „საქართველოს 2023 წლის მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატის“ პირველი ადგილის მფლობელია.
13:43 / 25-03-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 13 / 24 °C
img
საგარეჯო 10 / 21 °C
img
დ.წყარო 10 / 21 °C
img
სიღნაღი 13 / 27 °C
img
ლაგოდეხი 12 / 23 °C
img
ყვარელი 13 / 24 °C
img
თელავი 11 / 22 °C
img
ახმეტა 10 / 21 °C
img
კალენდარი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.