ვიდეო
ნოსტალგიით გაჟღენთილი მუსიკა და მორის მუსაის დაბრუნება ბავშვობის ქალაქში [Video]
PLAYER_GET_VIDEOFLASH
მორის მუსაი, საქართველოზე უზომოდ შეყვარებული ქართველი ებრაელია. დაიბადა თბილისში, ბავშვობის წლები და მოგონებები კი პატარა ქალაქ _ გურჯაანს უკავშირდება. 1992 წელს მშობლებთან (დავით და ლია) და დასთან (სტელა) ერთად საცხოვრებლად ისრაელში გაემგზავრა. ცხოვრება ქალაქ მაალოტში გაგრძელდა. 22 წლის შემდეგ, ის საქართველოში დაბრუნდა. მეორე სამშობლოს მონატრებით გამოწვეული ემოციები "სპექტრს" გაუზიარა. "12 წლის ვიყავი, როდესაც ისრაელში გავემგზავრეთ. იმას, რასაც ამ ხნის განმავლობაში საქართველოს მიმართ ვგრძნობდი, ნოსტალგია ჰქვია. ვიცოდი, რომ მშვიდად მაშინ ვიქნებოდი, როცა ჩემს ძველ მეგობრებს, ახლობლებს ვნახავდი. ქართულ მიწაზე რომ დავდგი ფეხი, დავიხარე და ვაკოცე. ეს განცდა ისეთივე წმინდა იყო, როგორც პატარა ბავშვის ცრემლი, ეს არაჩვეულებრივი შეგრძნებაა."

ჩამოსვლის წუთებიდან დასახა გეგმები, რომლებიც "ფურცელზე ვერ დატია." ნახულობს ნაცნობებს, აქაურ მეგობრებს, მეზობლებს. აკითხავს იმ ადგილებს, რომლებიც მისთვის ყველაზე ძვირფასია. მორის მუსაი მუსიკოსია. ამბობს, რომ მისი ბგერებიც ნოსტალგიითაა გაჟღენთილი. სურს, ქართულ-ებრაულ მრავალსაუკუნოვან მეგობრობაში საკუთარი კვალი დატოვოს.
-"ვაპირებ გურჯაანის მუსიკალური სკოლის ბავშვები, ასევე გურგენიძეების ანსამბლის მოცეკვავეები ისრაელში წავიყვანო და ხელი შევუწყო კულტურული ურთიერთობების განვითარებას. სამწუხაროა, რომ გურჯაანში თეატრი არ არის, ამ მიმართულებითაც ვისურვებდი ნიჭიერი ახალგაზრდების ხელშეწყობას."

ჩვენი რესპონდენტი ისრაელში მოქმედი მუსიკალურ ანსამბლ _ "ვარსკვლავის" დამფუძნებელია. თავად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის დასარტყამ ინსტრუმენტებზე უკრავს და მღერის, თუმცა მისთვის მთავარი მაინც ქართული დოლია. ამ საკრავთან განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს. პირველად დოლი მამამ "ყურყურის" ბაზარზე უყიდა და ყველაფერი აქედან დაიწყო... "ივერიონი" ისრაელში კარგად ცნობილი კიდევ ერთი ანსამბლია, რომელიც ქართული ნაციონალური ცეკვების პოპულარიზაციას ემსახურება. "ივერიონის" ქორეოგრაფი გიორგი ხუზაურაშვილი და მორის მუსაი ერთობლივ ღონისძიებებს ხშირად მართავენ. მორისმა ჩვენთან საუბრისას სიამაყით აღნიშნა, რომ "ივერიონის" კონცერტებზე, დოლის პარტია არაერთხელ შეუსრულებია და შორეულ მიწაზე, ქართული ცეკვის გაცოცხლებაში წვლილი შეუტანია. გურჯაანში ბავშვობის წლების გასახსენებლად და დადებითი ემოციებით დასამუხტად ჩამოვიდა. სურდა კიდევ ერთხელ მოფერებოდა თანამემამულეებს და საკუთარი შემოქმედებაც გაეცნო. მაგრამ აქ, არც თუ ისე სასიამოვნო ამბავი დახვდა. ერთ ახალგაზრდა ბიჭს, ვანო შიშნიაშვილს ადამიანების ფინანსური დახმარება სჭირდება, იმისთვის, რომ მძიმე დიაგნოზი მერე განაჩენი არ აღმოჩნდს. გადაწყვიტა თავისი კონცერტი ქველმოქმედებისთვისაც დაეკავშირებინა. 11 აპრილს საღამოს 18 საათზე მორისი და მისი მეგობრები ვანოს მხარდასაჭერად გაერთიანდებიან. დარწმუნებულია, რომ ქველმოქმედება გადამდები იქნება. დასასრულს ყურადღება მან თავის წინაპრებზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ მისი ფესვები სოფელ გურჯაანშია. -"მამაჩემის მამა ზემო გურჯაანში დაიბადა. ჩვენი ფესვები ცისკარაანთ უბანშია."

იცის, რომ საქართველოსთან კავშირს არასოდეს გაწყვეტს, იმიტომ, რომ ცისკარაანთ უბანთან მისტიური, უხილავი ძაფები და ასკარა პაპას ხსოვნა აკავშირებს. გეგმავს საკუთარი სიმღერების ალბომები გამოსცეს. სჯერა, უახლოეს მომავალში თავისი შემოქმედებით მშობლიურ გურჯაანს კიდევ ბევრჯერ ეწვევა.


| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
საინფორმაციო სააგენტო Speqtri.ge გურჯაანის ფრინველების კონტაქტურ
პარკს ერთი წლის შემდეგ კვლავ ეწვია. ამ დროის განმავლობაში პარკს
უამრავი დეკორატიული თუ ეგზოტიკური ბინადარი შეემატა.
საინფორმაციო სააგენტო Speqtri.ge გურჯაანის ფრინველების კონტაქტურ პარკს ერთი წლის შემდეგ კვლავ ეწვია. ამ დროის განმავლობაში პარკს უამრავი დეკორატიული თუ ეგზოტიკური ბინადარი შეემატა.
15:55 / 29.11.2023
ინფორმაცია, რომ კახეთის „მიუსაფარ ცხოველთა მართვის სააგენტოს“
გურჯაანის ინტერმუნიციპალურ ცენტრში ცხოველებზე ძალადობენ, კერძოდ,
მათ კრემატორიუმში ცოცხლად წვავენ და ჩაქუჩებით ხოცავენ,
საზოგადოებისთვის ცოტახნის წინ გახდა ცნობილი, რამაც ბევრი ადამიანის
ყურადღება მიიპყრო და აღშფოთება გამოიწვია.
ინფორმაცია, რომ კახეთის „მიუსაფარ ცხოველთა მართვის სააგენტოს“ გურჯაანის ინტერმუნიციპალურ ცენტრში ცხოველებზე ძალადობენ, კერძოდ, მათ კრემატორიუმში ცოცხლად წვავენ და ჩაქუჩებით ხოცავენ, საზოგადოებისთვის ცოტახნის წინ გახდა ცნობილი, რამაც ბევრი ადამიანის ყურადღება მიიპყრო და აღშფოთება გამოიწვია.
17:38 / 24.11.2023
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) ეთნიკური
უმცირესობების წარმომადგენლებისთვის ახორციელებს პროექტს, „ეთნიკურ
უმცირესობებში დეზინფორმაციასთან საბრძოლველად ბარიერების დაძლევა“,
რომლის ფარგლებშიც მომზადდა ვიდეორგოლი ნატო-ს საკითხებთან
დაკავშირებით.
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის ახორციელებს პროექტს, „ეთნიკურ უმცირესობებში დეზინფორმაციასთან საბრძოლველად ბარიერების დაძლევა“, რომლის ფარგლებშიც მომზადდა ვიდეორგოლი ნატო-ს საკითხებთან დაკავშირებით.
17:58 / 12.09.2023
პერსონაჟის მორიგი სტუმარია გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დეპუტატი, კულტურისა და განათლების კომისიის თავმჯდომარე ლელა
თევდორაშვილი. ის 15 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა სკოლამდელი
სააღმზრდელო დაწესებულებების გაერთიანებას, რომელიც ერთ-ერთი პირველი
აიპი იყო ამ სფეროში კახეთის მასშტაბით.
პერსონაჟის მორიგი სტუმარია გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი, კულტურისა და განათლების კომისიის თავმჯდომარე ლელა თევდორაშვილი. ის 15 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების გაერთიანებას, რომელიც ერთ-ერთი პირველი აიპი იყო ამ სფეროში კახეთის მასშტაბით.
15:55 / 25.05.2023
სამართალი
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ა.ბ.
11:35 / 21-02-2024
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმერეთის რეგიონში სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
16:25 / 07-02-2024
ეკონომიკა
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10-04-2024
სხვა ამბები
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
00:46 / 18-04-2024
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებს.
23:54 / 17-04-2024
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის კანცელარიისკენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.
23:17 / 17-04-2024
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის (FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
22:29 / 17-04-2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპროტესტო აქციას ეხმაურება.
22:08 / 17-04-2024
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ ძამანაშვილმა, „საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი კრივში მოსწავლეთა შორის“ პირველი ადგილი დაიკავა. ის ასევე „საქართველოს 2023 წლის მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატის“ პირველი ადგილის მფლობელია.
13:43 / 25-03-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 9 / 16 °C
img
საგარეჯო 6 / 13 °C
img
დ.წყარო 7 / 12 °C
img
სიღნაღი 10 / 17 °C
img
ლაგოდეხი 9 / 14 °C
img
ყვარელი 9 / 16 °C
img
თელავი 7 / 14 °C
img
ახმეტა 7 / 14 °C
img
კალენდარი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.