საზოგადოება
საინფორმაციო შეხვედრები და ნაადრევი ქორწინების პრევენცია
როვლან კალანდაროვი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის იორმუღანლოს თემში ცხოვრობს. ის 18 წლისაა და დუზაგრამის საჯარო სკოლის მეთორმეტე კლასის მოსწავლეა. სხვადასხვა საგნებში დამატებით ემზადება, სურს კარდიოლოგი გამოვიდეს და მიზნის მისაღწევად ყველაფერს აკეთებს.

ადრეულ ასაკში ქორწინების წინააღმდეგია, ამბობს, რომ ცხოვრების საწყის ეტაპზე ჯერ სწავლაა მნიშვნელოვანი, შემდეგ კი ოჯახის შექმნა. მიმდინარე წლის გაზაფხულზე, მან და მისმა თანაკლასელებმა ნაადრევი ქორწინების საკითხებზე ტრენინგი მოისმინეს. როვლანისთქმით, ჩართულობა და დაინტერესება, როგორც გოგონების, ისე ბიჭების მხრიდანაც დიდი იყო. მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია და იმ უარყოფით მხარეებს გაეცნენ, რაც ნაადრევ ქორწინებას ახლავს.
-„საუბარი იყო იმაზე, რომ ადრე დაქორწინებას ცუდი შედეგი მოაქვს. გოგო უნდა გაიზარდოს, უნდა ისწავლოს და შემდეგ უნივერსიტეტში ჩააბაროს. სასურველია, ამის შემდეგდაქორწინდეს, ასევეა ბიჭიც. თუ ადრეულად ქმნიან ოჯახს, იქ სხვადასვხა პრობლემა ჩნდება. გავიგეთ, რომ ბიჭი თუ ძალადობით წაიყვანს გოგოს, ესეც დასჯადია. თუკი ასეთი შეხვედრები კიდევ ჩატარდება, მოხარულები ვიქნებით.“

სვოინ გუსეინოვი როვლან კალანდაროვის თანაკლასელია. აღნიშულ ტრენინგს ისიც დაესწრო.
-„სასარგებლო ინფორმაცია მივიღეთ. გავიგეთ, რომ ადრე ქორწინება საზიანოა როგორც ბიჭისთვის, ისე გოგოსთვისაც. ისიც შევიტყვეთ, რომ არასრულწოვანთან ქორწინება დასჯადია. თუკი ასეთი შეხვედრა შემდეგშიც გაიმართება, რა თქმა უნდა, კიდევ დავესწრები. ეს ჩვენთვის ინფორმაციის მიღების კარგი საშუალებაა.“

ხაიალ გასანოვი დუზაგრამის საჯარო სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელია. ის მეშვიდე კლასის დამრიგებელია და თავის მოსწავლეებს ხშირად ესაუბრება ნაადრევ ასაკში ოჯახის შექმნის პრობლემებზე. უხსნის, რომ ყველა ბავშვის უფლებაა ჯერ განათლება მიიღოს და შემდეგ დაქორწინებაზეც იფიქროს.
-„ ვხედავ, რომ ამ შეხვედრებს დიდი შედეგი მოაქვს. ჩვენს თემში მინიმუმამდე შემცირდა ნაადრევ ასაკში ქორწინება. არა მარტო მე, არამედ ყველა კლასის დამრიგებელი თავის მოსწავლეებს ამ საკითხზე რეგულარულად ესაუბრება. იშვიათია, მაგრამ თუ ვინმე ნაადრევად დაინიშნა, მის მშობელს ვიბარებთ და ვუხსნით, რა პრობლემები შეიძლება მოჰყვეს მათ გადაწყვეტილებას. 16 წლამდე გოგოს დაქორწინება კანონდარღევაა და ბიჭმა პასუხი უნდა აგოს. კანონს რომ თავი დავანებოთ, ამავდროულად, მათ ჯერ განათლება უნდა მიიღონ, დააგროვონ გარკვეული ცოდნა და ამის შემდეგ შექმნან ოჯახი. განათლება- ყველას უფლებაა.“

სამედიცინო ცენტრ კახეთი-იონის გინეკოლოგი ნანა მღებრიშვილი ამბობს, რომ ნაადრევ ასაკში ქორწინება გოგონას ჯანმრთლობაზე უარყოფითად აისახება. მისი თქმით, ამ ასაკში მშობიარობაც დიდი რისკია.
-“18 წლამდე ორგანიზმი ჩამოუყალიბებულია, გოგო მზად არ არის დედობისთვის. არა მარტო ორგანიზმით, არამედ თავისი სოციალური და ფსიქოლოგიური მიდგომითაც არასრულყოფილია. ნერვული სისტემა იმდენად მყარი უნდა იყოს, რომ ოჯახში არსებულ პრობლემებსა და წინააღმდეგობებს გაუმკლავდეს. წარმოუდგენელია არასრლუწლოვანმა სოციალურად მოწესრიგებული ოჯახი შექმნას. ქალი18 წლამდე ითვლება ე.წ. საშიშ მელოგინედ. ამ დროს მშობიარობა სარისკოა. ბავშვია და მისი ჰორმონალური სისტემა ჩამოუყალიბებელია.“

ასოცირების ხელშეკრულების 2016 წლის სამოქმედო გეგმის მიხედვით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაევალა „განათლებისა და ჩართულობის პროგრამის“ განხორციელება. პროგრამაში გათვალისწინებულია გენდერული თანასწორობის საკითხებზე მშობელთა ინფორმირებულობის გაზრდა, მათშორის, ისეთ საკითხებზე როგორიცაა, ადრეული/იძულებითი ქორწინება. სამინისტრომ ამ თემაზე მშობლებთან საინფორმაციო შეხვედრები გამართა.
არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ბავშვთა უფლებების მონიტორინგს ახორციელებს.
-„მოხარული ვართ, რომ განათლების სამინისტრო ამ კუთხით მუშაობს. თუმცა შეხვედრა არ უნდა იყოს ერთჯერადი და სასწავლო-საგანმანათებლო ლიტერატურაშიც მოხვდეს ინფორმაცია ნაადრევი ქორწინების შესახებ. მასწავლებლებმა უნდა შეიმუშავონ მეთოდოლოგია თავიანთი სწავლების პროცესში და არ იყენებდნენ გენდერულ სტერეოტიპებს. შეუძლებელია, მხოლოდ არასრულწოვანთა ქორიწნებას ებრძოლო და ამავე დროს მიუღებელი არ იყოს ქალის დაკნინებული როლი საზოგადოებაში. არასრულწლოვანთა ქორწინებას სწორედ გენდერული სტერეოტიპები იწვევს. განათლების სამინისტრომ გენდერულ უთანასწორობასთან ბრძოლა უნდა გააფართოვოს. დასაფასებელია, რომ სამოქალაქო განათლების კურსზე მუშაობენ, მაგრამ ამავდროულად მნიშვნელოვანია სხვა საგნებშიც მოხდეს გარკვეული რევიზია ისე, რომ ადამიანის უფლებები იქაც წამყვანი იყოს,“ _აღნიშნა ჩვენთან საუბარში ორგანიზაციის წარმომადგენელმა ანა არგანაშვილმა.

მისივე თქმით, ნაადრევი ქორწინების დროს, რიგ შემთხვევებში გოგონები განიცდიან სერიოზულ ძალადობას და ირღვევა მათი უფლებები. თუმცა, მიღწევად მიიჩნევს იმ კანონის ამოქმედებას, რომლის მიხედვითაც 16 წელს მიუღწეველთან ქორწინება სისხლის სამართლის დანაშაულად ითვლება.
-„სამწუხაროდ, სახელმწიფომ ამ აკრძალვის გარდა არ მიიღო შესაბამისი ზომები. არასრულწლოვანთა ქორწინების მიზეზები ძალიან ხშირად უკავშირდება მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ პირობებს, სიღარიბეს. როდესაც ოჯახში არ იციან რა გააკეთონ, გამოსავლად გოგონას თავიდან მოშორება მიიჩნევენ. სახელმწიფოს არც სიღარიბესთან ბრძოლის სტრატეგია ჩამოუყალიბებია, არც სტერეოტიპების აღმოფხვრისა და განათლების კუთხით ჩაუტარებია მნიშვნელოვანი ღონისძიებები. არ უნდა დავუკარგოთ ის წვლილი, რაც გულისხმობს სამართალდამცველთა რეაგირებას მსგავს საკითხებზე. მოსალხლეობამ დღეს უკვე იცის, რომ ნააადრევ ასაკში ქორწინება კანონდარღვევაა და ხშირად შეიძლება სისხლის სამართლის დანაშაულამდე მივიდეთ. პროკურატურასაც ისეთივე როლიაქვს, როგორც პოლიციას“.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, 2015 წელს ამოქმედდა ახალი სისტემა, რომლის მიხედვით, ყველა სკოლა ვალდებულია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ელექტრონულ სისტემაში აწარმოოს რეესტრი იმ მოსწავლეების შესახებ, რომლებმაც ადრეულ ასაკში სკოლა მიატოვეს.
-„ელექტრონული სტატისტიკის წარმოების მონიტორინგს აწარმოებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ასევე სკოლაში პასუხისმგებელი პირი. მონიტორინგის პროცესში მოწმდება რამდენად გამართულია რეფერირების მექანიზმი სკოლებში, კერძოდ: აქვს თუ არა სკოლას შემუშავებული და დამტკიცებული ბავშვის ძალადობასთან დაკავშირებული შიდა წესები, არის თუ არა განსაზღვრული პასუხისმგებელი პირი და განხორციელდა თუ არა ძალადობის, მათ შორის, ადრეული ქორწინების შემთხვევების რეფერირება. ოჯახის მხრიდან ქორწინების მიღება და სწავლის მიტოვება, განიხილება, როგორც განათლების უფლების შეზღუდვა. შესაბამისად, ყველა შემთხვევა ინდივიდუალურად უნდა იყოს განხილული და ეცნობოს სოციალურ სამსახურს,“ _ აღნიშნეს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში.

ამავე სტრუქტურის განმარტებით, ნაადრევ ქორწინებაში მყოფ მოსწავლეს საშუალება აქვს შეუფერხებლად გააგრძელოს სწავლა ზოგადსგანმანათლებლო დაწესებულებაში, ან განათლება მიიღოს ალტერნატიული გზით - ექსტერნატის ფორმით.
-„მასწავლებელთა განსაკუთრებული როლი ადრეული ქორწინების პრევენციაში უდავოა. აღსანიშნავია , რომ სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი რეგულარულად ატარებს ტრენინგებს მასწავლებელთა პროფესიული უნარ-ჩვევების ამაღლების მიზნით. ერთ-ერთ პრიორიტეტულ თემად შემუშავებულ მოდულებში გათვალისწინებულია რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და ადამიანის უფლებების ძირითადი საკითხები, რაც ადრეული ქორწინების რისკებისგაცნობასაც გულისხმობს. მასწავლებლებს ტრენინგებს უტარებს, ასევე სსიპ მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგიური ცენტრი.“

არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ წარმომადგენლის ანა არგანაშვილის ინფორმაციით, არასრულწლოვანთა ქორწინების ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს, შესაბამისად, ძნელია იმის თქმა, გაზრდილია თუ შემცირებულია მსგავსი შემთხვევები. ნაადრევი ქორწინება ძირითადად არალეგალურად ხდება.არასრულწლოვანი გოგონების დაახლოებით 15-18%-მდე ქორწინებაში ერთვება, რაც ანა არგანაშვილის თქმით, საკმაოდ მაღალი ციფრია.

როდესაც საქმე ეხება ადრეულ ქორწინებას, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ სქესობრივი კავშირი 16 წელს მიუღწეველ პირთან ისჯება. ეს სისხლის სამართლის დანაშაულია და კოდექსის 140-ე მუხლის მიხედვით 7-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ასევე დასჯადია იძულებითი ქორწინება. მას სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე პრიმა მუხლი განსაზღვრავს.






თამარ კაპანაძე



სტატიის აზერბაიჯანული ვერსია


| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
დღეს გურჯაანის აგრარული ბაზარი ოფიციალურად გაიხსნა, თუმცა
მოვაჭრეები ტერიტორიაზე არ შევიდნენ.
დღეს გურჯაანის აგრარული ბაზარი ოფიციალურად გაიხსნა, თუმცა მოვაჭრეები ტერიტორიაზე არ შევიდნენ.
13:28 / 06.06.2020
დღეიდან გურჯაანის აგრარულმა ბაზარმა მუშაობა განაახლა. როგორც
speqtri.ge-სთან საუბარში ბაზრის დირექტორმა, ლამარა აკოფაშვილმა
აღნიშნა, მათ უკვე შეიძინეს ყველა საჭირო აღჭურვილობა, რაც
უსაფრთხოების წესების დაცვისთვის არის აუცილებელი.
დღეიდან გურჯაანის აგრარულმა ბაზარმა მუშაობა განაახლა. როგორც speqtri.ge-სთან საუბარში ბაზრის დირექტორმა, ლამარა აკოფაშვილმა აღნიშნა, მათ უკვე შეიძინეს ყველა საჭირო აღჭურვილობა, რაც უსაფრთხოების წესების დაცვისთვის არის აუცილებელი.
13:19 / 06.06.2020
ფშაველი- აბანო- ომალოს საავტომობილო გზა გაიხსნა და თუშეთში მიმავალ
მგზავრებს გადაადგილება უკვე ავტომობილით შეუძლიათ. ამის შესახებ
თუშეთში ახმეტის მერის წარმომადგენელმა ლადო კახოიძემ განაცხადა.
ფშაველი- აბანო- ომალოს საავტომობილო გზა გაიხსნა და თუშეთში მიმავალ მგზავრებს გადაადგილება უკვე ავტომობილით შეუძლიათ. ამის შესახებ თუშეთში ახმეტის მერის წარმომადგენელმა ლადო კახოიძემ განაცხადა.
11:17 / 06.06.2020
კურორტი „ახტალა“ დამსვენებლების მისაღებად ემზადება. როგორც ჩვენთან
საუბარში დირექტორმა, გოგა უტიაშვილმა აღნიშნა, წელს სეზონი ცოტა
მოგვიანებით გაიხსნება.
კურორტი „ახტალა“ დამსვენებლების მისაღებად ემზადება. როგორც ჩვენთან საუბარში დირექტორმა, გოგა უტიაშვილმა აღნიშნა, წელს სეზონი ცოტა მოგვიანებით გაიხსნება.
17:31 / 05.06.2020
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 6 დან 9 ივნისამდე
საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში ცხელი და უმეტესად უნალექო
ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 6 დან 9 ივნისამდე საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
14:02 / 05.06.2020
სხვა ამბები
პატარძეულელმა პოეტმა რომან ზუკაკიშვილმა ლექსების მორიგი კრებული გამოსცა. "ჩვენ და წუთისოფელი" (პოეზიის მეორე ტომი) - ასე ჰქვია წიგნს, რომელშიც შეტანილია 500-მდე უმთავრესად ახალი ლექსი.
16:37 / 02-06-2020
იმ შემთხვევაში, თუ განსაზღვრული წლიური ქულა მოსწავლისთვის არ არის დამაკმაყოფილებელი, მას ექნება შესაძლებლობა სკოლის ადმინისტრაციას მიმართოს და კონკრეტულ საგანში ნიშანი აიმაღლოს. - ამის შესახებ განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა მთავრობის სხდომაზე ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციისას განაცხადა.
18:25 / 15-05-2020
როგორც დღეს საქართველოს განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სკოლებში მოსწავლეები ახალი მოდელით შეფასდებიან. მისი განმარტებით, არსებობს შეფასების ორი ფორმა: განმავითარებელი და განსაზღვრული.
17:43 / 15-05-2020
განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განცადებით, ერთიანი ეროვნული გამოცდები ჩატარდება იგივე ფორმატით და იგივე დროს, როგორც ადრე.
17:37 / 15-05-2020
დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარამ განათლების ანტიკრიზისულ გეგმაზე ისაუბრა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ 2019–2020 სასწავლო წელი აკადემიურ წლად არ გამოცხადდება.
17:04 / 15-05-2020
გურჯაანში კულტურის ცენტრის წინ, თამარ მეფის ქუჩაზე, 600 კვადრატული მეტრის სიგრძის სკვერს ჩაუტარდა რეაბილატაცია და მოხდა მისი გამწვანება. როგორც ააიპ მუნიციპალური კულტურის ცენტრის დირექტორი, ვალერი შოშიაშვილი ამბობს, ამისთვის 6 ათასი ლარი გაიხარჯა.
12:06 / 07-05-2020
ვალუტა
EUR
EUR
1
3.3476
USD
USD
1
2.9562
GBP
GBP
1
3.7328
TRY
TRY
1
0.4365
RUB
RUB
100
4.2963
ამინდი
გურჯაანი 17 / 30 °C
img
საგარეჯო 15 / 27 °C
img
დ.წყარო 14 / 25 °C
img
სიღნაღი 14 / 30 °C
img
ლაგოდეხი 14 / 27 °C
img
ყვარელი 17 / 30 °C
img
თელავი 16 / 28 °C
img
ახმეტა 14 / 28 °C
img
კალენდარი
«« ივნისი 2020 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.