"ნაციონალური მოძრაობის" წევრი შაქრო ტერტერაშვილი ახმეტაში,
საარჩევნო პროცესის დარღვევაზე და მმართველი პარტის მხრიდან
გაყალბების მცდელობაზე საუბრობს.
მისი ინფორმაციით, #1 საარჩევნო უბანზე ბიულეტენები ბეჭედით წინასწარ
იყო დამოწმებული და კომისიის წევრის ხელმოწერა დაფიქსირდა.
"საარჩევნო პროცესი დილიდან დარღვევებით მიმდიანარეობს.
"ქართული ოცნების" წარმომადგენლები სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ
აგიტაციას #26 უბანზე აგიტაციას ახორციელებდნენ. ამასთან ერთად,
ახმეტის ოლქის პირველ უბანზე ბიულეტენებზე ბეჭედს წინასწარ არტყავდნენ
და ხელს აწერდნენ. ამაზე ჩვენმა წარმომადგეელმა საჩივარი დაწერა."
ბიულეტენზე ბეჭდის წინასწარ დარტყმს ადასტურებს ახმეტის #18 საოლქო
კომისიის თავმჯდოამარის მოადგილე დავით პავლიაშვილი. მისი თქმით, ორ
საარჩევნო ბიულეტენს ბეჭედი წინასწარ ჰქონდა დარტმული და კომისიის
წევრსაც წინასწარ ჰქონდა ხელი მოწერილი, რაზეც საჩივარი დაიწერა.
დარღვევა ამ დროისთვის აღმოფხვრილია.
მასალის გამოყენების პირობები