არჩევნები
დაპირისპირება როსტომ სესიაშვილსა და ხატია დეკანოიძეს შორის
როგორც speqtri.ge-სთვის გახდა ცნობილი, ყვარლის #20 საარჩევნო უბანზე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ მუნიციპალიტეტის მერი როსტომ სესიაშვილი და "ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე.
-„საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე იმყოფებოდა მერი როსტომ სესიაშვილი. მოსული იყო ხატია დეკანოიძე, რომელმაც სთხოვა დაეტოვებინა საარჩევნო უბანი, მან ცინიკურად დაიწყო ლაპარაკი. საქმე სიტყვიერ დაპირისპირებამდე მივიდა. როსტომ სესიაშვილი ამბობდა, მე უბანზე შიგნით არ ვარ და რა ზეწოლას ვახდენო? იძულებული გავხდი, რომ პოლიცია გამომეძახა. როგორც კი მან ამის შეიტყო, ტერიტორია დატოვა. “ - გვითხრა ყვარლის # 16 საოლქო კომისიის წევრმა ნაციონალური მოძრაობიდან ლია ბოტკოველმა.
როგორც ხატია დეკანოიძე ამბობს, ამომრჩეველზე ფსიქოლოგიური ზეწოლა ხდება.
"სარჩვნო უბანთან ყვარლის მერი თავისი მთელი ადმინისტრაციული რესურსით, დეპარტამეტის უფროსებით ჩართულია საარჩევნო აგიტაციაში. პირდაპირ შესასვლელთან იდგნენ ის და მისი მაღალჩინოსნებები. ყველას მიუთითებდა,  ვისთვის უნდა მიეცა ხმა, რაც არის ამომრჩეველზე ფსიქოლოგიური ზეწოლა. ეს არის კანონდარღვევა," - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
ლია ბოტკოველის თქმით, ანალოგიური მდგომარეობაა ყვარლის სხვა საარჩევნო უბნებზეც.
-„ მთელი ადმინისტრაციული რესურსია მობილიზებული საკრებულოს თავმჯდომარე, მოადგილე, გამგებლები ასე დგანან პირველ, მესამე მეოთხე უბანზე. რომ იტყვიან კორიდორში შედის ამომრჩეველი. ილიას ტბის დირექტორი, მამუკა ნათელაძე კი პადრუჩკით დაარბენინებს ამომრჩეველს, მათ მანქანიდან გადმოსვლას არ აცდის. როდესაც შენიშვნა მივეცით ამის თაობაზე, გვიპასუხა, არჩევნების დღეა, ეს ესე ხდება, ყველამ ყველაფერი უნდა ვეცადოთო. იყო შემთხვევები, რომ მარკირებული ამომრჩეველი მოვიდა უბანზე და მას ხმა არ მივაცემინეთ.“
ლია ბოტკოველის თქმით, ამ დროისთვის მათ სულ 6 საჩივარი დაწერეს ყველა მათგანი ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას ეხება.
Print E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ხვალ, 2 დეკემბერს, გაერთიანებული ოპოზიციის მიერ დაგეგმილ აქციას
„ნაციონალური მოძრაობის“ გურჯაანის რაიონული ორგანიზაციიდანაც
შეუერთდებიან. ამის შესახებ speqtri.ge-ს ორგანიზაციის თავმჯდომარე
თემურ ბუწაშვილმა განუცხადა.
ხვალ, 2 დეკემბერს, გაერთიანებული ოპოზიციის მიერ დაგეგმილ აქციას „ნაციონალური მოძრაობის“ გურჯაანის რაიონული ორგანიზაციიდანაც შეუერთდებიან. ამის შესახებ speqtri.ge-ს ორგანიზაციის თავმჯდომარე თემურ ბუწაშვილმა განუცხადა.
13:52 / 01.12.2018
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" სიღნაღის #13 ოლქის #19 ხირსის საარჩევნო უბნის შედეგების გაბათილებას ითხოვს. შესაბამისი საჩივრით საოლქო საარჩევნო კომისიას ნათელა ასანაშვილმა მიმართა.
15:17 / 30.11.2018
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შემდეგ გურჯაანის #12 საოლქო
საარჩევნო კომისიაში 28 საჩივარია დარეგისტრირებული.
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შემდეგ გურჯაანის #12 საოლქო საარჩევნო კომისიაში 28 საჩივარია დარეგისტრირებული.
12:33 / 30.11.2018
ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ
საზოგადოებას საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურის
შედეგები 3 702 საარჩევნო უბნის მიხედვით გააცნო.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ საზოგადოებას საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურის შედეგები 3 702 საარჩევნო უბნის მიხედვით გააცნო.

18:23 / 29.11.2018
N18 ახმეტის ოლქში სულ 29 უბანია. 8 უბანზე რიგოლ ვაშაძე ლიდერობს,
21-ზე კი - სალომე ზურაბიშვილი.
N18 ახმეტის ოლქში სულ 29 უბანია. 8 უბანზე რიგოლ ვაშაძე ლიდერობს, 21-ზე კი - სალომე ზურაბიშვილი.
15:30 / 29.11.2018
სხვა ამბები
განათლების მინისტრის განცხადებით, წითელას ეპიდაფეთქების გამო სასწავლო პროცესი არ გადაიდება. თუმცა მისივე თქმით, რაიმე გართულების შემთხვევაში, არაა გამორიცხული გადაწყვეტილება შეიცვალოს.
14:39 / 19-01-2019
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემაში კრედიტქულების დაგროვების სისტემა უქმდება.
14:03 / 19-01-2019
პედაგოგების სახელფასო ანაზღაურება შემოდგომიდან გაიზრდება. დეტალები კი აპრილის ბოლოს გახდება ცნობილი. ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა განაცხადა.
16:30 / 18-01-2019
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო საჯარო სკოლებისთვის განცხადებას ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, სკოლებმა სასწავლო პროცესის განახლების შემდეგ კონკრეტული რეკომენდაციები უნდა გაითვალისწინონ.
12:53 / 18-01-2019
ფრანგულ სამედიცინო ცენტრ კახეთი-იონს როგორც წარმატებული პროექტის შემსრულებელს სტუმრად ეწვივნენ იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) და საქართველოში მდებარე საფრანგეთის საელჩოს წამომადგენელები.
17:52 / 11-01-2019
ვალუტა
EUR
EUR
1
3.0536
USD
USD
1
2.5751
GBP
GBP
1
3.4411
TRY
TRY
1
0.6764
RUB
RUB
100
4.4602
ამინდი
გურჯაანი 1 / 11 °C
img
საგარეჯო 1 / 8 °C
img
დ.წყარო 2 / 7 °C
img
სიღნაღი 1 / 11 °C
img
ლაგოდეხი 3 / 11 °C
img
ყვარელი 1 / 11 °C
img
თელავი 3 / 10 °C
img
ახმეტა 2 / 10 °C
img
კალენდარი
«« იანვარი 2019 »»
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.