არჩევნები
რა დარღვევები დააფიქსირა „სამართლიანმა არჩევნებმა“
„სამართლიანი არჩევნები“ 15:00 საათისთვის დაფიქსირებული დარღვევების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. ამ ეტაპისთვის, კენჭისყრის მიმდინარეობის დროს „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების მიერ დაფიქსირდა შემდეგი სახის დარღვევები.


ამომრჩევლის მოსყიდვა:
• #2 ვაკის საარჩევნო ოლქის #65 საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე უბნის გახსნის შემდეგ შეიმჩნევა ხალხის მობილიზება და გადაადგილება. „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელმა ერთ შემთხვევაში დააფიქსირა „ქართული ოცნების“ ე.წ. კოორდინატორის მიერ ფულის გადაცემის ფაქტი უბნის მიმდებარედ მყოფი ამომრჩევლისთვის. დამკვირვებლის მიერ დასმულ შეკითხვაზე, თუ რა თანხა გადასცა კოორდინატორმა ამომრჩეველს, კოორდინატორმა უპასუხა, რომ ფული ასესხა. ასევე, აღსანიშნავია, რომ დამკვირვებლის მიმართ უბნის გარეთ მყოფი პირები იყვნენ აგრესიულები და ხელს უშლიდნენ დამკვირვებელს საქმიანობაში.

ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა:
• #79 ბათუმის საარჩევნო ოლქის #74 საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა ხმის მიცემის კაბინაში ბიულეტენისათვის სურათის გადაღების ხუთამდე ფაქტი. ფოტოებს ამომრჩევლები უბნის გარეთ მდგარ სამარშუტო ტაქსში მყოფ პირებს აჩვენებდნენ.
• #67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის #80 საარჩევნო უბანზე სამმა ამომრჩეველმა კაბინიდან გამოსვლისას „#48“ შემოხაზული ბიულეტენი დაანახეს კომისიას. კომისიის თავმჯდომარემ აღნიშნულთან დაკავშირებით მოახდინა რეაგირება და მისცა შესაბამისი მითითება, რომ კონვერტში მოეთავსებინათ ბიულეტენი.
• #36 ბორჯომის საარჩევნო ოლქის #20 საარჩევნო უბანზე სამ ამომრჩეველს საარჩევნო კაბინიდან გამოსვლის შემდგომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა ღიად შეუმოწმა საარჩევნო ბიულეტენში დაფიქსირებული არჩევანი.

ამომრჩეველთა ნებაზე ზემოქმედების სავარაუდო მცდელობა:
• #14 დედოფლისწყაროს საარჩევნო ოლქის #8 საარჩევნო უბანთან იმყოფებოდნენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, რომლებიც სიებში აღრიცხავდნენ უბანზე მისულ ამომრჩევლებს. მათ გამოხატეს აგრესია „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელის მიმართ, რომელიც ცდილობდა ფაქტის დაფიქსირებას.
• #11 საგარეჯოს საარჩევნო ოლქის #25 საარჩევნო უბანთან იმყოფებოდნენ საპრეზიდენტო კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენლები, რომლებიც სიებში აღრიცხავდნენ უბანზე მისულ ამომრჩევლებს.
• #4 კრწანისის საარჩევნო ოლქის #1 საარჩევნო უბნის გარეთ მანქანაში იმყოფებოდა „ქართული ოცნების“ რამდენიმე ე.წ. კოორდინატორი, რომლებსაც ჰქონდათ ამომრჩეველთა ფოტოებიანი სიები და აღრიცხავდნენ, თუ ვინ მიიღო არჩევნებში მონაწილეობა.
• #10 გლდანის საარჩევნო ოლქის #30, #31, #32, #33 და #40 საარჩევნო უბნების გარეთ მობილიზებულები იყვნენ „ქართული ოცნების“ ე.წ. კოორდინატორები, რომლებიც აღრიცხავდნენ ამომრჩევლებს.
• #20 რუსთავის საარჩევნო ოლქის #39 საარჩევნო უბანთან იმყოფებოდნენ სავარაუდოდ „ქართული ოცნების“ წარმომადგენელები, რომლების სიებში აღრიცხავდნენ ამომრჩეველთა გამოცხადებას. დამკვირვებლის მისვლის შემდეგ მათ დატოვეს საარჩევნო უბნის ტერიტორია.
• #6 სამგორის საარჩევნო ოლქის #56, #58, #59 და #87 საარჩევნო უბნების გარეთ იმყოფებოდნენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, რომლებსაც ჰქონდათ სიები, თუმცა დამკვირვებლის მიახლოებისას ისინი მალავდნენ აღნიშნულ დოკუმენტაციას.

• #62 ჩოხატაურის საარჩევნო ოლქის #33 და #36 საარჩევნო უბნების წინ მობილიზებული იყვნენ პედაგოგები, დირექტორები და ა(ა)იპ-ების თანამშრომლები.
• #49 თერჯოლის საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნების“ ოფისთან სამარშუტო ტაქსით ამომრჩევლები ჩამოიყვანეს, რომლებსაც უთხრეს, რომ მიიყვანდნენ საარჩევნო უბნებზე, სადაც დააფიქსირებდნენ თავიანთ არჩევანს.
• #79 ბათუმის საარჩევნო ოლქის #25, #31, #32, #65, #69 და #77 საარჩევნო უბნებზე „ქართული ოცნების“ აგიტატორები იყვნენ მობილიზებულები, ხოლო #58 უბანთან იმყოფებოდა ასევე საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ომარ მახარაძეც, რომელიც აგიტაციას ეწეოდა.
• #8 დიდუბის საარჩევნო ოლქის #34 საარჩევნო უბანზე ნაკადის მომწესრიგებელი ამომრჩევლის სახელს და გვარს ხმამაღლა კითხულობდა და ორგანიზაცია „ერთსულოვნება საზოგადოებრივი უფლებებისათვის“ წარმომადგენელი აღნიშნულ მონაცემებს ბლოკნოტში ინიშნავდა.
დამკვირვებლის უფლების შეზღუდვა და ფიზიკური ძალადობა
• #22 მარნეულის საარჩევნო ოლქის #10 საარჩევნო უბანზე დამკვირვებელს შეუზღუდეს ფოტო-ვიდეო გადაღების უფლება. საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ტელეფონით გადაღება საარჩევნო უბანზე აკრძალულია. იგი დამკვირვებელს „თავის დაჩეჩქვით“ დაემუქრა და ტელეფონის წართმევაც სცადა. დამკვირვებელმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საუბნო საარჩევნო კომისიას წარუდგინა საჩივარი. რეგისტრაციის ცნობის მოთხოვნის შემდეგ, მას კომისიის თავმჯდომარემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და უბნიდან გამოაძევა.
• #67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის #20 საარჩევნო უბანზე სამოქალაქო ალიანსი „განვითარების“ დამკვირვებელს ჰქონდა მცდელობა ხელი შეეშალა „სამართლიანი არჩევნების“ მობილური ჯგუფის წარმომადგენელისთვის საარჩევნო უბანზე შესულიყო. კომისიის თავმჯდომარემ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მითითება მისცა სამოქალაქო ალიანსი „განვითარების“ დამკვირვებელს.

• #2 ვაკის საარჩევნო ოლქის #10 საარჩევნო უბანზე კომისიის თავმჯდომარემ და საპრეზიდენტო კანდიდატ სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენელმა „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელს შეუზღუდეს ფოტო-ვიდეო გადაღების უფლება და არ მისცეს მიმდინარე პროცესებზე სრულყოფილად დაკვირვების საშუალება. კომისიის თავმჯდომარე დაემუქრა და გაფრთხილება მისცა დამკვირვებელს, რომ გააძევებდა უბნიდან.
საარჩევნო დოკუმენტაციის არასათანადოდ წარმოება
• #21 გარდაბნის საარჩევნო ოლქის #8 საარჩევნო უბანზე კომისიის წევრებმა დროის მოგების მიზნით წინასწარ მოაწერეს ხელი შემაჯამებელ ოქმს. საოლქო კომისიამ დალუქა და ოლქში წაიღო აღნიშნული შემაჯამებელი ოქმი.
• #30 კასპის საარჩევნო ოლქის #30 საარჩევნო უბანზე; #81 ქობულეთის საარჩევნო ოლქის #1 საარჩევნო უბანზე და #60 ოზურგეთის საარჩევნო ოლქის #57 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა სიაში არ იყო გაკეთებული მითითება გადასატანი ყუთის შესახებ.
• #60 ოზურგეთის საარჩევნო ოლქის #57 საარჩევნო უბანზე სადემონსტრაციო ოქმში არ შეიტანეს მიღებული ბიულტენების რაოდენობა.

სიაში ხელის არასწორად მოწერა:
• #62 ჩოხატაურის საარჩევნო ოლქის #6 საარჩევნო უბანზე რეგისტრატორმა ორ ამომრჩეველს ხელი სიაში არასწორად მოაწერინა.
• #56 ჭიათურის საარჩევნო ოლქის #46 საარჩევნო უბანზე რეგისტრატორმა ხელი არ მოაწერინა ამომრჩეველს სათანადო გრაფაში.

გადასატანი ყუთით ხმის მიცემასთან დაკავშირებული ხარვეზები:
• #2 ვაკის საარჩევნო ოლქის #10 საარჩევნო უბანზე მისული ამომრჩეველი გადასატანი ყუთის სიაში აღმოჩნდა, რაზეც ამომრჩეველმა განაცხადა, რომ მას არ მოუთხოვია გადასატანი ყუთით ხმის მიცემა. კომისიის თავმჯდომარის თქმით, მათ ინფორმაცია სატელეფონო ზარით მიიღეს, რის საფუძველზეც შეიყვანეს ამომრჩეველი გადასატანი ყუთის სიაში. საბოლოოდ ამომრჩეველმა უბანზე ხმის მიცემა ვერ შეძლო.
• #4 კრწანისის საარჩევნო ოლქის #25 საარჩევნო უბანზე გადასატანი ყუთის სიაში მყოფ ამომრჩეველს ხმა მიაცემინეს საარჩევნო უბანზე.

კონვერტის გარეშე ბიულეტენის მოთავსება:
• #27 მცხეთის საარჩევნო ოლქის #23 საარჩევნო უბანზე და #30 კასპის საარჩევნო ოლქის #18 საარჩევნო უბაზე ორმა ამომრჩეველმა ბიულეტენი კონვერტის გარეშე მოათავსა საარჩევნო ყუთში.






| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
თეგები არჩევნები / საია /
ამავე კატეგორიაში
გურჯაანში მერის შუალედური არჩევნები დასრულდა, რომელშიც მხოლოდ ერთი,
ქართული ოცნების მიერ წარდგენილი კანდიდატი, გიორგი მაჭავარიანი
იღებდა მონაწილეობას.
გურჯაანში მერის შუალედური არჩევნები დასრულდა, რომელშიც მხოლოდ ერთი, ქართული ოცნების მიერ წარდგენილი კანდიდატი, გიორგი მაჭავარიანი იღებდა მონაწილეობას.
21:27 / 01.10.2023
გურჯაანის N12 ოლქში 17 საათისთვის ამომრჩეველთა საშუალო აქტივობა
დაფიქსირდა. 50234 ამომრჩევლიდან კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო
13442-მა ამომრჩეველმა, რაც საერთო რაოდენობის 26.76%-ია.
გურჯაანის N12 ოლქში 17 საათისთვის ამომრჩეველთა საშუალო აქტივობა დაფიქსირდა. 50234 ამომრჩევლიდან კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 13442-მა ამომრჩეველმა, რაც საერთო რაოდენობის 26.76%-ია.
18:20 / 01.10.2023
ხვალ, პირველ ოქტომბერს პარლამენტის შუალედური და მერის რიგგარეშე
არჩევნები გაიმართება. ამასთან დაკავშირებით დღეს ცენტრალურ საარჩევნო
კომისიაში ბრიფინგი გაიმართა.
ხვალ, პირველ ოქტომბერს პარლამენტის შუალედური და მერის რიგგარეშე არჩევნები გაიმართება. ამასთან დაკავშირებით დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ბრიფინგი გაიმართა.
16:03 / 30.09.2023
საარჩევნო ადმინისტრაცია ამომრჩევლებს შეთავაზებულ ზოგიერთ სერვისსა
და ვადებს შეახსენებს. ამასთან დაკავშირებით დღეს ცენტრალურ საარჩევნო
კომისიაში (ცესკო) საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა.
საარჩევნო ადმინისტრაცია ამომრჩევლებს შეთავაზებულ ზოგიერთ სერვისსა და ვადებს შეახსენებს. ამასთან დაკავშირებით დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა.
16:51 / 16.09.2023
სამართალი
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ა.ბ.
11:35 / 21-02-2024
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმერეთის რეგიონში სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
16:25 / 07-02-2024
ეკონომიკა
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10-04-2024
სხვა ამბები
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
00:46 / 18-04-2024
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებს.
23:54 / 17-04-2024
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის კანცელარიისკენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.
23:17 / 17-04-2024
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის (FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
22:29 / 17-04-2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპროტესტო აქციას ეხმაურება.
22:08 / 17-04-2024
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ ძამანაშვილმა, „საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი კრივში მოსწავლეთა შორის“ პირველი ადგილი დაიკავა. ის ასევე „საქართველოს 2023 წლის მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატის“ პირველი ადგილის მფლობელია.
13:43 / 25-03-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 15 / 28 °C
img
საგარეჯო 14 / 26 °C
img
დ.წყარო 12 / 22 °C
img
სიღნაღი 14 / 29 °C
img
ლაგოდეხი 15 / 24 °C
img
ყვარელი 15 / 28 °C
img
თელავი 16 / 27 °C
img
ახმეტა 14 / 27 °C
img
კალენდარი

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.