არჩევნები
არჩილ თალაკვაძე: ქვეყანაში დაცულია მშვიდობა და სტაბილურობა [R]
არჩილ თალაკვაძე: ქვეყანაში დაცულია მშვიდობა და სტაბილურობა და ეს ყველაზე უკეთ სწორედ ჩვენმა სახელისუფლებო გუნდმა, თქვენი, საზოგადოების მხარდაჭერით შეძლო

„ჩვენ დღეს ვიმყოფებით ისტორიულ ადგილას და შესაძლოა ეს დღეც შევიდეს ისტორიაში როგორც დღე, როდესაც სამომავლო და მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებზე ვისაუბრეთ. ჩვენ ვართ მომავალზე ორიენტირებული გუნდი, ჩვენ გვყავს გამოცდილი და ძლიერი ლიდერები, გვაქვს ხალხის ძლიერი მხარდაჭერა და რაც მთავარია, ვაკეთებთ ქვეყნისთვის საჭირო საქმეს. მადლობა მხარდაჭერისთვის, ერთად საქართველოს წარმატებისთვის!” - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ წყალტუბოში განაცხადა, სადაც მმართველმა გუნდმა მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარუდგინა. არჩილ თალაკვაძემ დამსწრეებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და "ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში მიღწეულ შედეგებზე, განხორციელებულ რეფორმებსა და ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ამ წლების განმავლობაში რისი გაკეთება შევძელით ერთად?! ჩვენს ქვეყანაში დაცულია მშვიდობა და სტაბილურობა და ეს ყველაზე უკეთ სწორედ ჩვენმა სახელისუფლებო გუნდმა, თქვენი, საზოგადოების მხარდაჭერით შეძლო. ჩვენ ყველაზე უკეთ შევძელით გვეზრუნა ადამიანის ჯანმრთელობაზე და მისი უფლებების დაცვაზე. ჩვენი ხელისუფლების პირობებში ბიზნესი არის თავისუფალი და მეწარმეებს სახელმწიფოსთან აქვთ სამართლიანი ურთიერთობები, საკუთრების უფლება დაცულია. ჩვენ შევძელით პროგრესული და პრაგმატული საგარეო პოლიტიკის გატარება, რომლის შედეგადაც ჩვენმა ქვეყანამ მიიღო უვიზო რეჟიმი ევროპასთან, მიიღო თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი ევროკავშირთან და ასოცირების ხელშეკრულებაც გააფორმა. გვაქვს ძლიერი თანამშრომლობა ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან და საქართველო აკმაყოფილებს ნატოს ძირითად მოთხოვნებს. ჩვენ ვართ სტრატეგიულ მზადყოფნაში ნატოში გასაწევრიანებლად. ეს არის მნიშვნელოვანი, რათა მოხდეს მშვიდობიანი განვითარების გზით ჩვენი ქვეყნის დეოკუპაცია და ჩვენ დავიბრუნოთ ჩვენი საზოგადოება, რომელიც დღეს მავთულხლართებით ხელოვნურად არის გაყოფილი“,-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გივი ჭიჭინაძე წარუდგინა და მისი მხარდაჭერა დაუდასტურა. მისი თქმით, ის პარლამენტში ამომრჩევლების ღირსეული წარმომადგენელი იქნება.

„აქ, ამ ისტორიულ ადგილას ცხოვრობდნენ ლორთქიფანიძეები. ნიკო ლორთქიფანიძე არის მაგალითი საზოგადოებრივი მოღვაწეობისა, სამშობლოს სიყვარულის და ფიქრის, აზროვნების, რომელიც მომავალ თაობებს ასე სჭირდებათ და გადაეცემათ. ლორთქიფანიძეებს იმერეთის მეფის კარზე „ფიცის კაცებს“ ეძახდნენ და სწორედ ახლა არის დრო, როდესაც თქვენც ახალი „ფიცის კაცები“ უნდა აირჩიოთ პარლამენტში. ადამიანები, ვისაც ყველაზე მნიშვნელოვან საქმეებს ჩააბარებთ. ფიცის კაცობაც სწორედ ამას ნიშნავდა, რომ სოფელი, საზოგადოება მათ ყველაზე მნიშვნელოვან საქმეს აბარებდა და მე დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი ადამიანი ნამდვილად იქნება გივი ჭიჭინაძე. რომელიც არის თავისი ქვეყნის სიყვარულის, კულტურის, ტრადიციების დამცველი. ადამიანი, რომელსაც აქვს საჯარო სექტორში მუშაობის გამოცდილება, რომელსაც შეუძლია ნამდვილი მეგობრობა და აქვს ძლიერი საქმიანი კავშირები უკლებლივ ყველა იმ ადამიანთან, ვისაც თქვენი სოფლის, ქალაქის, რაიონის საქმეების გადაწყვეტა შეუძლია.

მას აქვს ძლიერი მხარდაჭერა თავის გუნდში და მჯერა, რომ ის პარლამენტში თქვენი ღირსეული წარმომადგენელი იქნება. წინ გვაქვს ბევრი მნიშვნელოვანი საქმე და ჩვენ გვაქვს თქვენი მხარდაჭერის იმედი, ისევე როგორც თქვენც უნდა გქონდეთ და გარწმუნებთ, რომ გექნებათ ჩვენი იმედი და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს მოლოდინები შესრულდეს“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
გურჯაანში მერის შუალედური არჩევნები დასრულდა, რომელშიც მხოლოდ ერთი,
ქართული ოცნების მიერ წარდგენილი კანდიდატი, გიორგი მაჭავარიანი
იღებდა მონაწილეობას.
გურჯაანში მერის შუალედური არჩევნები დასრულდა, რომელშიც მხოლოდ ერთი, ქართული ოცნების მიერ წარდგენილი კანდიდატი, გიორგი მაჭავარიანი იღებდა მონაწილეობას.
21:27 / 01.10.2023
გურჯაანის N12 ოლქში 17 საათისთვის ამომრჩეველთა საშუალო აქტივობა
დაფიქსირდა. 50234 ამომრჩევლიდან კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო
13442-მა ამომრჩეველმა, რაც საერთო რაოდენობის 26.76%-ია.
გურჯაანის N12 ოლქში 17 საათისთვის ამომრჩეველთა საშუალო აქტივობა დაფიქსირდა. 50234 ამომრჩევლიდან კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 13442-მა ამომრჩეველმა, რაც საერთო რაოდენობის 26.76%-ია.
18:20 / 01.10.2023
ხვალ, პირველ ოქტომბერს პარლამენტის შუალედური და მერის რიგგარეშე
არჩევნები გაიმართება. ამასთან დაკავშირებით დღეს ცენტრალურ საარჩევნო
კომისიაში ბრიფინგი გაიმართა.
ხვალ, პირველ ოქტომბერს პარლამენტის შუალედური და მერის რიგგარეშე არჩევნები გაიმართება. ამასთან დაკავშირებით დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ბრიფინგი გაიმართა.
16:03 / 30.09.2023
საარჩევნო ადმინისტრაცია ამომრჩევლებს შეთავაზებულ ზოგიერთ სერვისსა
და ვადებს შეახსენებს. ამასთან დაკავშირებით დღეს ცენტრალურ საარჩევნო
კომისიაში (ცესკო) საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა.
საარჩევნო ადმინისტრაცია ამომრჩევლებს შეთავაზებულ ზოგიერთ სერვისსა და ვადებს შეახსენებს. ამასთან დაკავშირებით დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა.
16:51 / 16.09.2023
სამართალი
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ა.ბ.
11:35 / 21-02-2024
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმერეთის რეგიონში სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
16:25 / 07-02-2024
ეკონომიკა
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10-04-2024
სხვა ამბები
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
00:46 / 18-04-2024
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებს.
23:54 / 17-04-2024
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის კანცელარიისკენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.
23:17 / 17-04-2024
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის (FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
22:29 / 17-04-2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპროტესტო აქციას ეხმაურება.
22:08 / 17-04-2024
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ ძამანაშვილმა, „საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი კრივში მოსწავლეთა შორის“ პირველი ადგილი დაიკავა. ის ასევე „საქართველოს 2023 წლის მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატის“ პირველი ადგილის მფლობელია.
13:43 / 25-03-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 15 / 28 °C
img
საგარეჯო 15 / 26 °C
img
დ.წყარო 12 / 22 °C
img
სიღნაღი 14 / 29 °C
img
ლაგოდეხი 14 / 24 °C
img
ყვარელი 15 / 28 °C
img
თელავი 16 / 27 °C
img
ახმეტა 15 / 26 °C
img
კალენდარი

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.