არჩევნები
გიორგი გახარია ბაღდათში - ამ უნიკალურ ბუნებაში, ამ უნიკალურ გარემოში, დიდი პასუხისმგებლობა გვაქვს თითოეულ ჩვენგანს, ჯერ ბუნებას გავუფრთხილდეთ და შემდეგ, ეს კუთხე სულ უფრო მიმზიდველი გავხადოთ [R]
ამ უნიკალურ ბუნებაში, ამ უნიკალურ გარემოში, რა თქმა უნდა, დიდი პასუხისმგებლობა გვაქვს თითოეულ ჩვენგანს, ჯერ ბუნებას გავუფრთხილდეთ და შემდეგ, ეს კუთხე სულ უფრო და უფრო მიმზიდველი გავხადოთ , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ბაღდათში, ზესტაფონის, ბაღდათის, თერჯოლისა და ტყიბულის „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ბეჟან წაქაძის წარდგენაზე განაცხადა.

პრემიერ - მინისტრის თქმით, ბაღდათი აგრარული მუნიციპალიტეტია და აქ, კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი იმისთვის, რომ ქართველი გლეხი, ძლიერი ფერმერი გახდეს.

„დიდი პატივია, დღეს, აქ, თქვენთან ერთად ყოფნა, ქვეყნის და ბაღდათის ხვალინდელ დღეზე საუბარი. ამ უნიკალურ ბუნებაში, ამ უნიკალურ გარემოში, რა თქმა უნდა, დიდი პასუხისმგებლობა გვაქვს თითოეულ ჩვენგანს, ჯერ ბუნებას გავუფრთხილდეთ და შემდეგ, ეს კუთხე სულ უფრო და უფრო მიმზიდველი გავხადოთ. ბაღდათი აგრარული მუნიციპალიტეტია და აქ, კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი იმისთვის, რომ ქართველი გლეხი, ძლიერი ფერმერი გახდეს. ბაღდათში, თავისი ისტორიული სასოფლო-სამეურნეო მიმართულებები, როგორიც არის მევენახეობა, მეღვინეობა, სულ უფრო და უფრო უნდა გაძლიერდეს და უნდა ვიცოდეთ, რომ ბაღდათში, რაც უფრო მეტი პატარა მარნები გაჩნდება, სადაც მაგარი ხარისხის ადგილობრივ ღვინოს დაამზადებენ, მით უფრო ბევრი ტურისტი მოვა აქ, ამ ბუნებაში. ყველას კარგად გვესმის, რომ აქ არის ერთ-ერთი საქვეყნოდ ცნობილი ბალნეოლოგიური კურორტი, რომელმაც უკვე ისტორიულად მოიხვეჭა რეპუტაცია, რომელსაც უკვე აქვს თავისი დიდი ინსტიტუციონალური მეხსიერება, არა მხოლოდ ქვეყანაში, არამედ ქვეყნის გარეთაც. ამიტომ, საირმე უნდა გახდეს ბაღდათის განვითარების მამოძრავებელი ძალა და არის კიდევაც ასეთი. ბაღდათში სულ უფრო და უფრო მეტი ყურადღება უნდა მივაქციოთ სოფლის მეურნეობას, განსაკუთრებით მეღვინეობას და ნელ-ნელა უნდა გავაძლიეროთ ეს ქვეყანა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა

გიორგი გახარიამ სისტემურ ინფრასტრუქტურაზე ისაუბრა და მის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

„სისტემური ინფრასტრუქტურა არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი და რა თქმა უნდა, არ უნდა იყოს სხვაობა ელემენტარულ მოთხოვნილებებში, ადამიანში, რომელიც მაგალითად ცხოვრობს ბაღდათში, ან თბილისში. გზა, წყალი, გაზი, წყალარინება, სანიაღვრე სისტემები - ეს ყველაფერი, ჩვენ, ერთად, ნაბიჯ-ნაბიჯ წესრიგში უნდა მოვიყვანოთ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბაღდათი-აბასთუმნის გზის რეაბილიტაცია, რომელიც წლებია უკვე პრობლემაა, დაიწყო და უახლოეს პერიოდში ეს გზა არა 6 თვე, მთელი წლის განმავლობაში იმუშავებს და იფუქნციონირებს და იქნება თანამედროვე გზა“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, გაგრძელდება სკოლების, საბავშვო ბაღების რეკონსტრუქცია და სისტემურ რეფორმა განათლებაში, რადგან ამას დიდი მნიშვნელობა აქვს.

„ადამიანი, რომელიც ცხოვრობს ბაღდათში ან თბილისში სხვაობა ვერ უნდა იგრძნოს თავისი შვილების განათლების მიღების ნაწილში, ისევე როგორც აქამდე გვყავდა ყურადღების ცენტრში ჩვენი ღვაწლმოსილი მოხუცები და პენსიონერები, ამას გავაგრძელებთ. ჩვენ გავაკეთეთ ის, რომ ადამიანის პენსიის ზრდა არ არის დამოკიდებული საარჩევნო ციკლსა და პოლიტიკურ დაპირებებზე, არამედ, საკანონმდებლო დონეზე და უკვე დაფიქსირებულია კანონში, რომ ყოველწლიურად პენსია გაიზრდება, ეკონომიკური ზრდის თანაფარდობით. ამ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენს მოქალაქეებს კიდევ ერთხელ დავანახოთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის ადამიანი - ბავშვები და მოხუცები, მასწავლებელი, პოლიციელი, ექიმები, რა თქმა უნდა, ჩვენი ჯარისკაცები. ეს ის ხალხია, რომელთაც ყოველთვის ექნებათ სახელმწიფოს მხრიდან ყურადღება, რადგან ეს ის ადამიანები არიან, რომლებზეც ჩვენი სახელმწიფო და ხვალინდელი დღე დგას. ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც ემსახურებიან საქართველოს მოქალაქეებს. საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა ჩვენი მიზანია ეკონომიკურად ძლიერი, სამართლიანი, ძლიერი და ევროპული სახელმწიფო, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად უნდა ავაშენოთ. ამ მშენებლობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თარიღი იქნება 31 ოქტომბერი, როდესაც ჩვენ ყველამ წყნარად, მშვიდად, თავისუფალ გარემოში უნდა გავაკეთოთ ღირსეული არჩევანი. საბოლოო ჯამში, ეს არ იქნება ცალკე აღებული რომელიმე პარტიის გამარჯვება, ეს უნდა იყოს ქვეყნის გამარჯვება. გამარჯვებას გისურვებთ, ბაღდათელებო“, - განაცხადა პრემიერ - მინისტრმა
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
გურჯაანში მერის შუალედური არჩევნები დასრულდა, რომელშიც მხოლოდ ერთი,
ქართული ოცნების მიერ წარდგენილი კანდიდატი, გიორგი მაჭავარიანი
იღებდა მონაწილეობას.
გურჯაანში მერის შუალედური არჩევნები დასრულდა, რომელშიც მხოლოდ ერთი, ქართული ოცნების მიერ წარდგენილი კანდიდატი, გიორგი მაჭავარიანი იღებდა მონაწილეობას.
21:27 / 01.10.2023
გურჯაანის N12 ოლქში 17 საათისთვის ამომრჩეველთა საშუალო აქტივობა
დაფიქსირდა. 50234 ამომრჩევლიდან კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო
13442-მა ამომრჩეველმა, რაც საერთო რაოდენობის 26.76%-ია.
გურჯაანის N12 ოლქში 17 საათისთვის ამომრჩეველთა საშუალო აქტივობა დაფიქსირდა. 50234 ამომრჩევლიდან კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 13442-მა ამომრჩეველმა, რაც საერთო რაოდენობის 26.76%-ია.
18:20 / 01.10.2023
ხვალ, პირველ ოქტომბერს პარლამენტის შუალედური და მერის რიგგარეშე
არჩევნები გაიმართება. ამასთან დაკავშირებით დღეს ცენტრალურ საარჩევნო
კომისიაში ბრიფინგი გაიმართა.
ხვალ, პირველ ოქტომბერს პარლამენტის შუალედური და მერის რიგგარეშე არჩევნები გაიმართება. ამასთან დაკავშირებით დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ბრიფინგი გაიმართა.
16:03 / 30.09.2023
საარჩევნო ადმინისტრაცია ამომრჩევლებს შეთავაზებულ ზოგიერთ სერვისსა
და ვადებს შეახსენებს. ამასთან დაკავშირებით დღეს ცენტრალურ საარჩევნო
კომისიაში (ცესკო) საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა.
საარჩევნო ადმინისტრაცია ამომრჩევლებს შეთავაზებულ ზოგიერთ სერვისსა და ვადებს შეახსენებს. ამასთან დაკავშირებით დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა.
16:51 / 16.09.2023
სამართალი
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ა.ბ.
11:35 / 21-02-2024
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმერეთის რეგიონში სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
16:25 / 07-02-2024
ეკონომიკა
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10-04-2024
სხვა ამბები
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
00:46 / 18-04-2024
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებს.
23:54 / 17-04-2024
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის კანცელარიისკენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.
23:17 / 17-04-2024
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის (FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
22:29 / 17-04-2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპროტესტო აქციას ეხმაურება.
22:08 / 17-04-2024
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ ძამანაშვილმა, „საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი კრივში მოსწავლეთა შორის“ პირველი ადგილი დაიკავა. ის ასევე „საქართველოს 2023 წლის მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატის“ პირველი ადგილის მფლობელია.
13:43 / 25-03-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 15 / 28 °C
img
საგარეჯო 17 / 28 °C
img
დ.წყარო 13 / 27 °C
img
სიღნაღი 13 / 29 °C
img
ლაგოდეხი 14 / 26 °C
img
ყვარელი 15 / 28 °C
img
თელავი 16 / 29 °C
img
ახმეტა 16 / 29 °C
img
კალენდარი

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.