არჩევნები
დავით სონღულაშვილი - სიღნაღელებს განსაკუთრებულად შეუძლიათ ერთობით იშრომონ მუნიციპალიტეტის, თავისი მხარის წარმატებაზე, ამის ძალიან დიდი პოტენციალი და ტრადიციაა [R]
„სიღნაღელებს განსაკუთრებულად შეუძლიათ ერთობით იშრომონ მუნიციპალიტეტის, თავისი მხარის წარმატებაზე, ამის ძალიან დიდი პოტენციალი და ტრადიციაა - განაცხადა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გურჯაანის, საგარეჯოს, სიღნაღის და დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა დავით სონღულაშვილმა სიღნაღში, წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას.

როგორც დეპუტატობის კანდიდატმა განაცხადა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პერიოდში მუნიციპალიტეტებში ბევრი რამ შეიცვალა, თუმცა გამოწვევები კვლავ რჩება და წინ ბევრი საქმეა.


„მეამაყება და რა თქმა უნდა, ვღელავ, რადგან წარვსდექი ამაყი ქიზიყელების წინაშე. ამ პერიოდის განმავლობაში შესაძლებლობა მქონდა ფაქტობრივად ყველა სოფელში, ყველა უბანში მივსულიყავი, გავცნობოდი იმ საჭიროებებს, რომელიც მუნიციპალიტეტს გააჩნია და მოსახლეობასთან ერთად დაგვეგეგმა შემდგომი ოთხი წლის სამოქმედო გეგმა, რითიც ნაბიჯ–ნაბიჯ შევუდგებით ამ გამოწვევების და არსებული პრობლემების გადაჭრას.

ზუსტად ვიცი რა საჭიროებები აქვს მუნიციპალიტეტს. სიღნაღელებთან ერთად დავიწყეთ მსჯელობა, როგორ შეიძლება, სიღნაღს დაუბრუნდეს ისტორიული ფუნქცია. წნორელებთან ერთად ვგეგმავთ, როგორ შეიძლება წნორი იყოს აგროსამრეწველო ცენტრი. თითოეულ სოფელს აუცილებლად უნდა ჰქონდეს ფუნქცია. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ უახლოეს მომავალში გაიხსნება ბოდბისხევის ტრადიციული ბაზარი, რომელიც საუკუნეზე მეტი ტრადიციის არის.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლების პერიოდში მუნიციპალიტეტებში ბევრი რამ შეიცვალა. რომ დავდივარ სოფლებში ვხვდები ძალიან ბევრ სკოლებს, ბაღებს, საზოგადოებრივ ცენტრებს, რომლებიც ახალი გაკეთებულია. თითქმის სრულად გაზიფიცირდა ყველა სოფელი. ცალკე აღსანიშნია თვითონ წნორის მასშტაბური პროექტი, რომელიც 24 საათიან წყალმომარაგებას გულისხმობს. უკვე დაწყებულია დამატებით 13 სოფლის წყალმომარაგების საკითხის გადაწყვეტა, რომელიც, ალბათ, საბოლოო ჯამში უნდა იყოს ჩვენი მიზანი, რომ მაქსიმალურად მოკლე დროში გვქონდეს შესაძლებლობა 24 საათიანი წყალმომარაგების უზრუნველყოფის.

ამ ყველაფერთან ერთად არ მინდა გავექცე იმ გამოწვევებს, რომელიც მუნიციპალიტეტის წინაშე დგას და პრობლემებს, რომელიც განსაკუთრებულად გამოიყო. ეს არის საცხოვრებლისა და მიწების რეგისტრაციის პრობლემები, აუცილებლად ვიზრუნებ ამ საკითხზე, რომ დავაყენო შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივები როგორც კი პარლამენტში შევალთ, რათა პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ უნდა გადაწყდეს. აქტიურად უნდა ვიმუშაოთ მელიორაციის საკითხებზე, რომელშიც ცალსახად ვიქნები ჩართული, რომ ეს პროცესები სწრაფად წავიდეს“.

როგორც პრემიერმა ბრძანა, ცალკე აღსანიშნავია ტურიზმი, რომელიც ალბათ პანდემიის შედეგად ერთ-ერთი დაზიანებული სექტორია და ერთად უნდა ვეძებოთ აქედან სწორი გამოსავალი, რომ ამ სექტორმა მალე შეძლოს რეაბილიტაცია რადგან ეს ერთ-ერთი წამყვანი მიმართულება იყო სიღნაღისთვის.

აუცილებლად უნდა გაგრძელდეს შემნახველი და გადამამუშავებელი პროექტების დაფინანსება სახელმწიფოსგან და მე, დავით სონღულაშვილმა მინდა გითხრათ თითოეულ მოქალაქეს, მზად ვარ ვისაც ექნება სურვილი, მივყვე ბოლომდე, რომ მაქსიმალურად შეძლონ ჩაერთონ სახელმწიფო პროგრამებში.

ჩემო ქიზიყელებო ბევრი საქმე გველის წინ, რათა ვუპასუხოთ უკლებლივ ყველა იმ გამოწვევას რომელიც ჩვენს წინაშე დგას. გპირდებით რომ არ დავზოგავ არც ჩემს დროს და არც ენერგიას იმისთვის, რომ აუცილებლად მივაღწიოთ ერთად დაგეგმილ მიზანს.

ბატონო პრემიერო, თქვენ წინა გამოსვლაში ბრძანეთ, რომ აქტიური მაჟორიტარი ვიყავი და არ მოგასვენებთ ამ პერიოდის განმავლობაში. ადრე ერთი მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი ვიყავი და ეხლა ოთხის ვარ, შესაბამისად უფრო უნდა გავაქტიურდე, სხვა უფლება არ მაქვს. სიღნაღში ბევრი რამ არის უნიკალური და გასაზიარებელი. ეს გალავანი, რომელსაც გადავხედავთ და 28 კოშკისგან შედგება, სიღნაღელების აშენებულია. ცალკე აღსანიშნავია ქვემო მაჩხაანის თეატრი, რომელიც მოსახლეობის შემოწირულობებით არის აშენებული მე-19 საუკუნეში.

სიღნაღელებს განსაკუთრებულად შეუძლიათ ერთობით იშრომონ მუნიციპალიტეტის, თავისი მხარის წარმატებაზე ამის ძალიან დიდი პოტენციალი და ტრადიციაა. მჯერა რომ თქვენთან ერთად, ჩემო სიღნაღელებო, შევძლებთ სიღნაღის წინსვლას. მჯერა, რომ ერთად შევძლებთ ვიზრუნოთ თითოეული ოჯახის კეთილდღეობაზე. ერთად საქართველოს წარმატებისთვის,"- განაცხადა დავით სონღულაშვილმა.


| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
გურჯაანში მერის შუალედური არჩევნები დასრულდა, რომელშიც მხოლოდ ერთი,
ქართული ოცნების მიერ წარდგენილი კანდიდატი, გიორგი მაჭავარიანი
იღებდა მონაწილეობას.
გურჯაანში მერის შუალედური არჩევნები დასრულდა, რომელშიც მხოლოდ ერთი, ქართული ოცნების მიერ წარდგენილი კანდიდატი, გიორგი მაჭავარიანი იღებდა მონაწილეობას.
21:27 / 01.10.2023
გურჯაანის N12 ოლქში 17 საათისთვის ამომრჩეველთა საშუალო აქტივობა
დაფიქსირდა. 50234 ამომრჩევლიდან კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო
13442-მა ამომრჩეველმა, რაც საერთო რაოდენობის 26.76%-ია.
გურჯაანის N12 ოლქში 17 საათისთვის ამომრჩეველთა საშუალო აქტივობა დაფიქსირდა. 50234 ამომრჩევლიდან კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 13442-მა ამომრჩეველმა, რაც საერთო რაოდენობის 26.76%-ია.
18:20 / 01.10.2023
ხვალ, პირველ ოქტომბერს პარლამენტის შუალედური და მერის რიგგარეშე
არჩევნები გაიმართება. ამასთან დაკავშირებით დღეს ცენტრალურ საარჩევნო
კომისიაში ბრიფინგი გაიმართა.
ხვალ, პირველ ოქტომბერს პარლამენტის შუალედური და მერის რიგგარეშე არჩევნები გაიმართება. ამასთან დაკავშირებით დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ბრიფინგი გაიმართა.
16:03 / 30.09.2023
საარჩევნო ადმინისტრაცია ამომრჩევლებს შეთავაზებულ ზოგიერთ სერვისსა
და ვადებს შეახსენებს. ამასთან დაკავშირებით დღეს ცენტრალურ საარჩევნო
კომისიაში (ცესკო) საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა.
საარჩევნო ადმინისტრაცია ამომრჩევლებს შეთავაზებულ ზოგიერთ სერვისსა და ვადებს შეახსენებს. ამასთან დაკავშირებით დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა.
16:51 / 16.09.2023
სამართალი
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ა.ბ.
11:35 / 21-02-2024
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმერეთის რეგიონში სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
16:25 / 07-02-2024
ეკონომიკა
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10-04-2024
სხვა ამბები
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
00:46 / 18-04-2024
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებს.
23:54 / 17-04-2024
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის კანცელარიისკენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.
23:17 / 17-04-2024
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის (FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
22:29 / 17-04-2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპროტესტო აქციას ეხმაურება.
22:08 / 17-04-2024
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ ძამანაშვილმა, „საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი კრივში მოსწავლეთა შორის“ პირველი ადგილი დაიკავა. ის ასევე „საქართველოს 2023 წლის მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატის“ პირველი ადგილის მფლობელია.
13:43 / 25-03-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 15 / 29 °C
img
საგარეჯო 14 / 27 °C
img
დ.წყარო 12 / 23 °C
img
სიღნაღი 14 / 30 °C
img
ლაგოდეხი 15 / 25 °C
img
ყვარელი 15 / 29 °C
img
თელავი 16 / 28 °C
img
ახმეტა 15 / 28 °C
img
კალენდარი

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.